მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო

“მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო”

 

საერთოდ მიჩნეულია, რომ ყველა ადამიანი ღამის განმავლობაში რამდენიმე სიზმარს ნახულობს. უბრალოდ ისინი არ ახსოვს, ან ამახსოვრდებათ მხოლოდ ის რომლის “მიმდინარეობის” დროსაც გამოეღვიძებათ. სიზმარი რამდენიმე წამს გრძელდება, ასე რომ ფრაზა “მთელი ღამე ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრებოდაო” სისულელეა.

ხშირად როდესაც რაღაცაზე/ვიღაცაზე ბევრს ფიქრობ სიზმარიც მას უკავშიდება უსათუოდ. თუმცა ყოფილა შემთხვევა ახალგაღვიძებულს ვერ დამიკავშირებია სიზმარი და ჩემი ფიქრები. თუმცა გამოსავალი აქაც იპოვნეს, შენი ქვეცნობიერი ფიქრობს მაგეებზეო.

უცნაური რამეა სიზმარი. ხშირად ეშმაკსაც მიაწერენ ხოლმე და ეშმაკისეულიაო გაიძახიან. მინახავს ადამიანები, რომლებიც ამობენ სიზმარი წინათგრძნობასავით არის და რასაც ვნახავ ღამით ის უსათუოდ ახდებაო. რატომღაც არ მჯერა და მტკიცედ მწამს ფრაზის: “მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდა”.

მიყვარს სიზმრები, თუმცა ღამეში როდესაც რამდენიმეს ერთად ვნახულობ დილით დაღლილი და არეული ვიღვიძებ. ვეღარ ვიგებ ვინ რატომ, როდის, როგორ მესიზმრა.

ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან ხშირად მესიზმრება ვითომ რაღაც დიდი სიმაღლიდან ვვარდები და ბალიშზე ვებერტყები, მაგარი შეგრძენებაა.. ადრენალინის მომატებას ვგრძნობ ხოლმე. მაგრამ ეგ ვერ გავარკვიე რატომ მესიზმრება. სიმაღლის არ მეშინია, პირიქით მიყვარს კიდეც.

მიყვარს სიზმრები, თითქოს სხვა სამყაროში ვარ ❤

ამას გარდა ამ ბოლო დროც ცოტა არ იყოს და ერთი უცნაურობა დამჩემდა. ჯერ იყო და ერთ ღამეს მე და ანას თითქმის ერთი და იგივე სიზმარი გვესიზმრა, უფრო სწორად ანას სიზმარი დასაწყისი იყო ჩემი გაგრძელება. ერთად გვეძინა და დილით მოყოლისას თავადვე დავრჩით გაოცებულები. მერე იყო და როდესაც ანა ერთ მშვენიერ ღამეს რაღაცაზე ფიქრობდა, მისი ფიქრები მე მესიზმრებოდა :/ არ ვიცი ამას რა დავარქვა :/

13 thoughts on “მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო

  1. anna

    ნატი, მე და შენ ერთნაირი სიზმრები რომ გვაქვს ხოლმე/?;დდდ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      უი, ხო. წერის დროს ვფქირობდი დავწერო–მეთქი და დამავიწყდა. დაიც, დავააფდეითებ

      Reply
    2. anna

      დიდი ხანია რამე სიმბოლური სიზმარი არ მინახავს ისე…
      ბოლოს რაც ვნახე, კი ამიხდა ვერეში მწარედ :დდ

      Reply
  2. Mari

    აბა არ ვფიქრობო? :))
    რამდენიმე წამს არ გრძელდება, ეგ ზუსტად ვიცი. უბრალოდ მეტს ვერ ვიხსენებთ დილით.
    ნორმალური და აზრიანი სიზმრები მენატრება. მომბეზრდა, რომ ან სნაიპერი ვარ, ან ტერორისტი 😦

    Reply
  3. »♥» ana «♥«

    დღე არ გავა სიზმარი,რომ არ ვნახე >.<
    უცნაური კია,მაგრამ.. 🙂 ჩემი ქვეცნობიერი ვერ ისვენებს ეტობა და რა ვუყო.. და სიზმრებიც მიყვარს,კოშმარი მგონი ცხოვრებაში ერთადერთხელ დამესიზმრა.. ) სულ დადებითი აურის მატარებელ სიზმრებს,რომ ვნახულობ ალბა თიმიტომაც მიყვარს სიზმრები.. 😀

    Reply
  4. vekoo

    მე სიზმრები მააქვს , პროსტა დაიშოკები, აჯაფსანდალის ზეიმია 😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ზუსტად. მაგრამ დრეს სიზმარი ვნახეე :ო :ო ქვეცნობიერი მყავს დასაკითხი :დ

      Reply
  5. oddcreature

    რა თქმა უნდა მქონია ისეთი სიზმრები, როგორც შენ თქვი “მელას რაც ელანდებოდა ისე ეზიმრებოდაო”, მაგრამ ბევრი ისეტი სიზმარი მინახავს რაც მერ ამხდებია და მხოლოდ ახდების შემდეგ მივმხვდარავარ რომ თურმე მსგავის რამ სიზმარში ვნახე. ისეთი სიზმრებიც მქონია გამოღვიძება რომ არ მინდოდაა. იმაშიც უნდა დაგეთანხმო რომ სიზმარი რაგაც სულ სხვა სამყაროააა. და საერთოდ შეიძლება შეშლილად ჩამთვალო, მაგრამ სიკვდილიც სიზმარია, საიდანაც ვერასდროს გაღვიძებ და მხოლოდ შენი განვლილი ცხვორება წყვეტს კარგი იქნება ეს სიზმარი თუ ცუდი. :*

    Reply
  6. ირმის ნახტომი

    რამდენი ნაცნობი რამ წავიკითხე. 1. როცა რამოდენიმე სიზმარი მესიზმრება მეც დაღლილი, არეული და ცოტა გაღიზიანებული ვიღვიძებ, მაგ დროს მეუბნებიან კარგად ვერ ჩაიძინე და გონება ფიქრობდაო. 2. კიდევ ხშირად მესიზმრება ძველი სიზმრებიც ან ერთი სიზმარი შეიძლება მთელი კვირა მესიზმრებოდეს. 3. მელასი რა მოგახსენო და როცა ვინმე დიდი ხნის უნახავი დამესიზმრება მეორე დრეს აუცილებლად ვეჩეხები ხოლმე 😉

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, გონება ფიქრობს მაგ დროს. და თასი უაზრობა მესიზმრება ხოლმე 😐 საშინელებაა.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s