ურთიერთობები

რატომღაც ხშირად ამბობენ, რომ ბიჭს სერიოზული ურთიერთობები აფრთხობს, მომავალზეც ამიტომ არ ლაპარაკობს, ურთიერთობის პირველ ეტაპზე მაინც. გოგო კი ურთიერთობის პირველივე დღიდან ოცნებას იწყებს მომავალზე, თბილ ოჯახზე და ბლა ბლა ბლა…

დღეს ერთ–ერთი პოსტის კითხვისას დავაფიქსირე, რომ ბიჭებისა არ იყოს სერიოზული ურთიერთობებიც მეც მაფრთხობს. არ მიყვარს მომავალზე ლაპარაკი, არც ვითომდა გაიდიალება პარტნიორის, არც მისგან შვილებზე ვოცნებობ და ჩემს ცხოვრებას მას არ ვუკავშირებ. მეშინია უბრალოდ. სიყვარულის მეშინია.

ურთიერთობას ყოველთვის მაშინ ვწყვეტ როდესაც უბრალო მოწონება გრძნობებში და სიყვარულში გადადის. ერთჯერადი, რამდენიმე დღიანი ან კვირიანი ურთიერთობა მირჩევნია, თუნდაც მხოლოდ ერთი ღამე იყოს.

მირჩევნია გავერთო, დავკმაყოფილდე და შევიგრძო ის რაც მაქვს. არ ვიფიქრო მომავალზე, არ ავყვე გრძნობებს და უბრალოდ დასრულების შემდეგ მხოლოდ სასიამოვნო მოგონება დამრჩეს იმ ღამიდან, დღიდან თუ კვირიდან.

როდესაც ურთიერთობა ასე თუ ისე სერიოზულ სახეს იღებს და გრძნობა სიყვარულში გადადის მაშინვე მოჰყვება პატარ–პატარა გულისტკენები ხოლმე. დაშორება კიდევ ყველაზე რთული პერიოდია.

არ ვიცი, შეიძლება ოდესმე სიყვარულისთვისაც ვიყო მზად და იმ სერიოზული ურთიერთობისთვისაც, მაგრამ არა ეხლა და ამ ეტაპზე.

13 thoughts on “ურთიერთობები

  1. anna

    მეარ ვფიქრობ რომ ერთ დღიანი ურთიერთობა მირჩევნია ხანგრძლივს :((
    ვისურვებდი მქონოდა კიდევ უფრო ხანგრძლივი, ვიდრე მქონდა, მაგრამ…. სწორედ ურთიერთობის მიერ მოტანილმა გულისტკენებმა მოაშთო ყველაფერი.. “\
    არ ღირს..

    Reply
  2. ირმის ნახტომი

    მგონი ბიჭებს უფრო არ უნდათ, ვიდრე ეშინიათ. არც მე მინდა, შეიძლება მეშინია და ვერ ვაცნობიერებ, მაგრამ რაც არ უნდა დავარქვა მაინც არ მინდა!

    Reply
    1. anna

      სხვათაშორის ბიჭებს უფრო ეშინიათ… დავრწმუნდი პირადი გამოცდილებით

      Reply
  3. Mari

    მასე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებსაც ერთხელ თავში აგური დაეცათ და მეორედ ვეღარ რისკავენ მშენებარე ობიექტების ახლოს სეირნობას.

    გაიზრდები და ყველაფერი შეიცვლება.😉

    Reply
  4. Violet Blogger

    მე ყოველთვის მეგონა რომ ვინც პირველად მომეწონა, ის მეყვარებოდა სიცოცხლის ბოლომდე. მაგრამ ეს სისულელე რომ არის 3 წლის მერე მივხვდი. იმის მერე ბევრი ვინმე მომწონებია და არ ვიტყოდი უარს თუნდაც ერთკვირიან ურთიერთობაზე, რომლის მერეც ორივე ჩვენ საკუთარ გზას დავადგებოდით.
    და საერთოდ, სერიოზული ურთიერთობები უკვე მაშინებს.

    Reply
  5. PaWu

    ბიჭებს ეშინიათ, ეგ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, იმიტომ რომ ქალები ხშირად ასერიოზულებენ, როდესაც კაცი სხვა მხრიდან ხედავს ყველაფერს… მერწმუნეთ სჯობს არასდროს გაანდო შენი ფიქრები მომავალზე, თუნდაც საყვარელ ადამიანს… ანდეთ მას, თუ საჭიროა თვითონ გადმოდგამს ნაბიჯს… კაცები გვიან ხარშავენ ხოლმე, ჩვენ კი მოუთმენლობა გვკლავს… ნუ გამოვამჟღავნებთ ცნობისმოყვარეობას და ყველაფერი დინებით მოხდება😉

    Reply
  6. vekoo

    ვაიმე, ძააან ადრე მეც მასე ვიყავი :დ ამ თავისუფლების დაკარგვის კატასტროფულად მეშინოდა :დ მაგრამ … :დ

    Reply
  7. Teaa

    აიი ზუსტად მასე ვარ მეც, როგორც კი ფლირტიდან რაღაც სხვა ეტაპში გადადის ურთიერთობები-იმწამსვე ვწყვეტ ყველაფერს, ბლოს დავასკვენი რატომ- მეშინია სიყვარულის… =((

    Reply
  8. oddcreature

    “ურთიერთობას ყოველთვის მაშინ ვწყვეტ როდესაც უბრალო მოწონება გრძნობებში და სიყვარულში გადადის.” ჰმ! როგორ მესმის შენი მეც ეგრე ვარ :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მიხარია რომ გესმის❤ რატომრაც გოგონების უმეტესობას სწორედ სერიოზული ურთიერთობები ურჩევნიათ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s