:ბრაზ:

ჩემი ძმის ოთახის რესტავრაცია დაიწყეს, კი არა და დაასრულეს კიდეც. ოთახში 11 თარო აქვს:/ 11 დიდი თარო. წიგნები, რომლებიც შეკუჭული იყო ერთ კარადაში და ერთმანეთზე ელაგა და ძლივს ეტეოდა (გადმოლაგებისას თარო ჩამოგვივარდა) გადმოვალაგეთ და ჩემი ძმის ოთახში დავალაგეთ. ამ დროს გიორგი გამოხტა და ისტერიკა გამართა, ამ თაროებზე სხვა რაღაცების დალაგება მინდოდაო. და ამ სხვა რაღაცებში ენ რაოდენობის სანთებელა, პატარ–პატარა სათამაშოები და ნაგავი ითვლება.

როგორ მიყვარს თაროებით (თაროზე წიგნებით) სავსე ოთახი, რომ შედიხარ და წიგნი სუნს გრძნობ.ათასი რჯულის, გამომცემლობის, ფერის, სისქის და დაძველების წიგნი ერთად რომ იყრის თავს. ყოველი თვალიერებისას ერთს ისეთს მაინც აღმოაჩენ, რომელიც არ გინახავს და არ წაგიკითხავს და ამ დროს ჩემი კრეტინი ძმა სიტყვით გამოდის, რომ მისი ოთახია და რასაც უნდა იმას დადებს. მოდი და ელაპარაკე ესეთს რამეზე. იმედი მაქვს ოდესმე ჩემს ოთახსაც ეღირსება ბევრი თარო და ყველა წიგნს იქ გავიტან, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იქ ჩემს დასთან მომიწევს ერთი ბრძოლა. უკვე ჩხუბობს, ოთახი თაროებად არ მიქციო😦

სამაგიეროდ ამ წიგნებში ძრომიალისას ორი საინტერესო + გასართობი წიგნი ვნახე: 1.დიალოგი ინტიმურ თემაზე; 2.ქალთა სექსოპათოლოგია. რამდენად საინტერესო იქნება და ახალს გავიგებ თუ არა რამეს მერე დავწერ, როცა წავიკითხავ.

მანამდე კი მე ჩემი მომავალი ოთახის ოცნებაში ვიქნები.

6 thoughts on “:ბრაზ:

  1. anna

    უიმე, ასე რამ გაგაცეცხლა, პოსტი რომ დაწერე…
    პატარაა ჯერ შენი ძმა კაცო :დ

    Reply
  2. Mari

    შენი სახლი იმხელაა, სხვაგანაც მოახერხებ მაგ წიგნების შენახვას, მაინც და მაინც იმ ბავშვს რომ არ შეაჩეჩოთ. ისე, საძილენელში წიგნების ადგილი სულაც არ არის, რომ იცოდე, ნუ იმ წიგნის გარდა, რომელსაც ამ მომენტისათვის კითხულობ.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კაი რა. მაინც სად? ყველგან რაღაც დევს😐 ერთადერთი ჩემი ძმის ოტახი გამოდგა ისეთი სადაც უამრავი თარო იყო

      Reply
  3. oddcreature

    ხოო მეც მიყვარს ძაან ოთახი წიგნის თაროებით. სამწუხაროდ მეც ეგრე მაქვს წიგნები აქეთ იქით მიყრილიი. ოტახი მაქვს მარა თაროები არაა😀

    Reply
  4. vekoo

    მე რაები ვიპოვე ერთხელ თაროებში ქექიალისას, უბრალოდ არ ვიტყვი😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s