Peace Times-დრო მშვიდობისა

მშვიდობას რომ წარმოვიდგენ  გამეფებულლი სიწყნარე მიდგება თვალწინ. ბედნიერი და მომღიმარე ხალხი. თუმცა მშვიდობა ისეთივე შორია, როგორც გაღიმებული და უდარდელი ხალხი.

"დრო მშვიდობისას" პირველი ნომერი

"დრო მშვიდობისას" პირველი ნომერი

არ ვიცი რა არის საჭირო მშვიბოდოსთვის. ომი? ხალხის ენთუზიაზმი? მოლაპარაკებები? თუ უბრალოდ დინებას უნდა მივყვეთ? ოცდამეერთე საუკუნის საქართველოს კვალდაკვალ ჟურნალი “დრო მშვიდობისა” მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე და ამავე დროს იცავდა საკუთარ პოზიციასა და მიმართულებას, რაც ისეთ მნიშვნელოვან თემებში გამოიხატებოდა, როგორიცაა შემოქმედება, თავისუფლება, მშვიდობა, არაძალადობა, თანასწორობა. ჟურნალი პირველად 2001 წელს გამოიცა და მისი დევიზი იყო “მშვიდობა უნდა მოიპოვო”. მშვიდობას მოპოვება უნდა, მის კვალდაკვალ იარო და ახალ თაობას გაუფრთხილდე, აღზარდო და მშვიდობა შეაყვარო, ბრძოლა ასწავლო მშვიბობისთვის.

ახალგაზრდებისთვის ცოტა რთულია წარმოიდგინონ სიმშვიდე, როცა არ ყოფილან ომში, როცა მის თვალწინ არ მოუკლავთ ვინმე, როცა არ უნახავთ სამოქალაქო ომი, როცა… უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ 10 წლის შემდეგ ჟურნალს “დრო მშვიდობისას” სწორედ ახალგაზრდები ჩაუდგნენ სათავეში და სწორედ მათი წამოწყებით და მეცადინეობით განახლდა ჟურნალი. პრინციპი იგივე: “გამოხატვის თავისუფლება, შემოქმედება და მშვიდობა.”

წარმატებები მათ და თქვენ გირჩევთ შეიძინოთ ჟურნალი “Peace Times-დრო მშვიდობისა” ჯიხურებში!

 

One thought on “Peace Times-დრო მშვიდობისა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s