სათაურის წერისას ყოველთვის ვიჭედები

გუშინდელი დღით უკმაყოფილესი ვარ. დილით ვიფიქრე სიტყვები არ მეყოფა პოსტი რომ დავწეროთქო და მაინც ვიწყებ.

100–ბლოგერი ერთად არასდროს მინახავს. მეგონა ყველას ვიცნობდი, მეგონა ყველა ვიცოდი ვინ იყო, ყველა თუ არა უმეტესობა მაინც.

თბს ბანკმა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ბლოგერების წიგნი გამოუშვეს. გუშინ კლუბ–რესტორან two-side-ში პრეზენტაცია იყო. ყველანი ისეთი კარგები იყვნენ, ისეთი ლამაზები.. სიტყვები არ მენანებოდა ვინმე შემექო. მეორე დღეა ვამბობ რომ ლიტერატორი, ეკატერინე, პაწუ, ეკუსი ულამაზესები იყვნენ… დოდკა სექსუალური, როგორც ყოველთვის❤ ლაშარელა გაცილებით სიმპატიური აღმოჩნდა ვიდრე ფოტოებზე (მზე).

ამდენი მთვრალი ბლოგერი ერთად… ალუკარდი უსაყვარლესი, დადიოდა და ამბობდა: “გამარჯობა, მე მთვრალი ვარ”, მერე იწყებდა სიყვარულის ახსნას. ლანდიშას არ მეგონა ესეთი კარგი სიმთვრალე თუ ჰქონდა :დ მერე რა, რომ აურია და ცოტა ვერ იყო, სამაგიეროდ გიჟივით იღიმოდა/იცინოდა. ლადოს ქილიფაც არ ჩამოუვარდა სიმთვრალეში😀

ზოგი წყნარად იჯდა კუთხეში თავისთვის და წიგნს უკირკიტებდა.. ჰმ, როგორ შეიძლებოდა მსგავს ივენთზე ჯდომა და წიგნის კითხვა, ან დაგრუზვა?! მესმის უცნობები ვიყავით/იყვნენ მაგრამ დავიჯერო რთულია ხალხთან გაიხსნა, იცეკვო, დალიო თუნდაც პირველად ხედავდე იმ ადამიანს?!

მსგავსიი ივენთები თუნდაც იმიტომ მიყვარს, რომ მონატრებულ ხალხს ვნახულობ. ცოტახნით, მაგრამ მაინც ხომ ვესაუბრები ხოლმე, თუნდაც: გიორგაშვილს, ზურ.გე, სვანი,მამიდები   ვასასი და ჰექსე… :))

მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ. უმშვენიერესი საღამო/ღამე იყო. მადლობა ყველას🙂

პ.ს მაინც ვერ გავიგე, მე უფრო დიდი მკერდი მაქვს თუ ანინას?😀

29 thoughts on “სათაურის წერისას ყოველთვის ვიჭედები

  1. ჰექსე

    უნდა დაგეტოლებინათ – საკუთარი ღირსების დასაცავად ბრძოლაა საჭირო :)))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი ვიფიქრე გავიხდი–მეთქი… მაგრამ, აი ვიდეო რომ არ ყოფილიყო იქნებ გამეხადა კიდეც :დ

      Reply
  2. Gio Rgashvili

    მე: – ანინ, ნათიას უფრო დიდი აქვს.
    ანინა: – უუფ.. ჰო? ჰაჰ… ისა [შუბლი შეკრა]… სამაგიეროდ, მე უფრო ლამაზი მ აქვს! – სთქო და მორიგი ჭიქა არყისკენ გაეშურა…

    :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      უფრო ლამაზი? :დ :დ სად ნახა ჩემი თორე ჰო :დ

      კაი, ანინას უფრო ლამაზი მე უფრო დიდი :დ :დ

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      პოსტი ბოლო კითხვისთვის კი არ დამიწერია :დ
      ეგ აინტერესებს უბრალოდ და კომპეტენტური პირისგან მოველი პასუხს :დ

      Reply
  3. Qilipa

    ,,გუშინდელი დღით უკმაყოფილესი ვარ” – ქილიფასთან გიზასავია და მა როგორ იქნები? :დდ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, ეტყობა ეგაა მიზეზი ჩემი კმაყოფილების :დ
      ნუ შენს გარდა კიდე ბევრი იყო (მზე) ხო და ამრტო საკუთარ თავს ნუ დააბრალებ :დ

      Reply
  4. Qilipa

    შანსი არაა გამტყდომოდა ტო :დ ნუ მტენი ნახალკას… არც ახლა ვთვლი თავის მოჭრად, მეტი სირფრცხვილი ნუ მაჭამოს ღმერთმა :დ

    Reply
  5. joshu100

    ისა მამენტ უცხოს რაზე უნდა ელაპაკა ? მე მაგალითად ვიჯექი რედბულლს ვსვამდი და მოწყენილობით ვათვარიელებდი არემარეს რადგან არავის ვიცნობდი და რაღაც რაოდენობა არც იყო ბლოგერო (აქ არის ამ კომენტარის შესაფერისი სმაილი)

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ბლოგერები თუ არა თბს ბანკის თანამშრომლები მაინც იქნებოდნენ :))
      არც მე ვიცნობდი ბევრს, თმცა მაგრად გავერთე ისე რომ დღესაც მაგ ივენთზე ვლაპარაკობ ^^

      Reply
  6. Grio

    კარგია თუ იკრიბებით ხოლმე. ბათუმელებს არ პატიჟებთ? რაც შეეხება მკერდს, თუ არ ვნახე ვერ გეტყვი.🙂 ისე…. არა მაინც ნახვა ჯობია…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი, ბათუმელებსაც დავპატიჟებთ თუ გინდა :პ
      ეს შეკრება კი თბს–მ მოაწყო. უფრო სწორედ ბოგერების პირველი პლოგპოსტების კრებულის პრეზენტაცია იყო :პ

      რაც შეეხება ნახვას :დ ჰო რა ვიცი :დ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s