პმს

პმს–პრემენსტრუალური, ანუ წინამენსტრუალური სინდრომი.

 

პმს-ი მენსტრუაციის დაწყებამდე 2-10 დღით ადრე ყველა ქალს აღენიშნება და ქრება პირველსავე დღეს ან დამთავრებისთანავე. ზოგს არანაირ დისკომფორტს უქმნის, სხვების ყოველდღიურობაში კი მნიშვნელოვანი კორექტივები შეაქვს. დადგენილია, რომ ქალები დანაშაულის უმეტესობას სწორედ ამ პერიოდში ჩადიან, სწორედ ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში პმს შემამსუბუქებელ გარემებადაც კი ითვლება.

ექიმები პმს–ის 150 სინდრომს გამოყოფენ, თუმცა მათი სხვადასხვა კომბინაცია პმს–ის 4 სხვადასხვა ფორმას შეადგენს:

1. ნერვულ–ფსიქიკური: ხასიათდება სისუსტით, გულაჩუყებით, დეპრესიით ან, პირიქით, გაღიზიანებით.
2. შესიებებით მიმდინარე ფორმა: სარძევე ჯირკვლების შესიება და ტკივილი, შესიებები, ოფლიანობა, წონაში მატება, გემოს და სურნელის შეგრძნების შეცვლა.
3. ცეფალგიური ფორმა: ვლინდება თავის ტკივილში და გულისრევით, მადის გაძლიერებით, კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევით; ასევე შეიძლება ტკივილი გულის არეში გაჩნდეს ან დეპრესია.
4. კრიზული ფორმა: აჩქარებული გულისცემა, დაბოლოებების უგრძნობლობა და სიცივის შეგრძნება. შესაძლოა, ხშირი შარდვა, ცრემლდენა, გულმავიწყობა, უძილობა და უხასიათობა.

ჩემ გარშემო თუ მივიხედ–მოვიხიედავ დავასკვნი, რომ უმეტესობას პმს–ის პირველი (ნერვულ–ფსიქიკური) ფორმა აღენიშნება, რომელიც ძალიან ადვილად “იკითხება” ფეისბუქის სტატუსებში ან პირად ურთიერთობებში.როგორც წესი ამ დროს ძალიან გამაღიზიანებელია ხოლმე ქალი,  მგრამ კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ მის მდგომარეობას და არ აჰყვებით 🙂

რატომღაც მეგონა, რომ პმს უბრალოდ ბუნებრივი მოვლენა იყო და ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როდესაც აღმოვაჩინე, რომ პმს განკურნებადია და დაახლოებით 3–6 თვე სჭირდება.ამისათვის მხოლოდ გინეკოლოგათან ვიზიტია საჭირო.

 

პ.ს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მსგავსი სიმპტომები არ მაწუხებს ^_^

Advertisements

16 thoughts on “პმს

  1. vasasi

    ბლოგი ხრამია და რომ არ დამავიწყდეს ბლოგზე დავწერ და რომ დამჭირდება, მოვძებნი ხოლმე პონტია?

    🙂

    ასეთი პოსტების არსი და მიზანი ყოველთვის მაინტერესებს.. 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა, უბრალოდ ამ ბოლო დროს ხშირად მესმის ფრაზა “პმს ხომ არ გაქვს?” ან “პმს მაქვს” და დავინტერესდი რით ხასიათდებოდა ეს პმს რომ ამით “დაავადებულები” უცბად შემეცნო.

      თანაც, ვინ იცის რამდენი უცოდინარია ამ საკითხში და იქნება რამეში გამოადგეთ ეს პოსტიც.

      Reply
  2. Jessie

    უიმე, არანაირად არ მაწუხებს მასეთი სიმპტომები, ზოგჯრ ძალიან აგრესიული ვხვდები, მაგრამ მგონი ამის ბრალი არ უნდა იყოს 🙂 🙂 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      +1 არც მე მაწუხებს საბედნიეროდ ^^ აგრესიული როცა ვხდები ვგიჟდები მაგ დროს ჩემს ტავზე ❤

      Reply
  3. mari

    ხასიათდება სისუსტით, გულაჩუყებით – ესენი მუდამ მაწუხებს.
    გემოს და სურნელის შეგრძნების შეცვლა – ამათ ისედაც უაზროდ აღვიქვამ
    აჩქარებული გულისცემა, ცრემლდენა, სიცივის შეგრძნება, უძილობა – ამათ გარეშე 1 დღეც ვერ წარმომიდგენია.
    ე.ი. რა გამოდის? :))

    Reply
  4. vekoo

    2. შესიებებით მიმდინარე ფორმა: სარძევე ჯირკვლების შესიება და ტკივილი, შესიებები, ]

    რა გინდა, ეს მშვენიერი ფორმაა :დ ძუძუები “გებერება” ამ დროს :დ

    Reply
  5. Di@

    სამწუხაროდ, ზოგს ცხოვრებისეული პმს – აქვს 🙂

    Reply
  6. Danny Brown

    ვა ეს არ ვიცოდი :დ საინტერესოა. ბავშვობიდან მიხაროდა გოგოდ რო არ დავიბადე :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s