მარტინ იდენი

მარტინ იდენი კაცია, რომელმაც მიაღწია იმას რაც უნდოდა და დაკარგა სიყვარული და თვით სიყვარულის რწმენაც კი. მარტინ იდენი კაცია, რომლისთვისაც მიზანი უმთავრესია. მარტინ იდენი კაცია, რომელმაც შესძლო წარმოუდგენლლად მოკლე დროში აეთვისებინა ის, და იმაზე მეტი, რაც ხალხმა წლები მოანდომა. თუმცა ღირდა კი?

ის უბრალო მუშათა კლასში აღზრდილი მეზღვაური იყო. სიარულიც მეზღვაურისა ჰქონდა. სიყვარულის ძალამ შეაძლებინა დაევიწყებინა ყველაფერი წარსულიდან და გაეზარდა უფსკრული რომელშიც თავად ჩაიკარგა. სიყვარულმა აიძულა განევითარებინა გონება და იდეოლოგიით კიდევ უფრო დაშორებოდა საყვარელ ქალს.

ცოდნამ, წიგნებმა, განათლებამ, აზროვნების უნარმა დაანახა რომ ბურჟუაზია სხვა არაფერია თუ არა ერთი დიდი ნეხვის კასრი, რომელიც მხოლოდ ფულზე და სახელზეა ორიენტირებული. სწორედ წიგნებმა აუხილა თვალი და დაანახა რომ ამ “ნეხვის კასრს” ეთაყვანებოდა. თვით საყვარელი ქალიც კი, რომლის სიყვარულმა აამაღლა მარტინის გონება ძალიან შორს დარჩა იდენისგან.

მარტინი ებრძოდა ჩამოყალიბებულ დოგმებს, აზროვნებას და იმას რაც “უნდა” და არა საჭიროა. მარტინმა ზედმეტად ბევრი იცოდა, ზედმეტად ჭკვიანი იყო და ზედმეტად ჩაუღრმავდა წუთისოფლის სიმყრალეს, ზედმეტად ბევრი გაიგო და ამ ცოდნამ შეიძლება ითქვას დაღუპა კიდეც.

არ ვიცი მომეწონა თუ არა… რაღაცნაირი წიგნია, ბევრ რამეში ვამტყუნებ ბევრშიც ვამართლებ. მისი ერთ–ერთი ნაკლი ალბათ ის იყო, რომ ზედმეტად ბევრი იცოდა.

რაც მთავარია, მან 1.ვერ ისწავლა ფულის “ყადრი” და 2.ისე მოკვდა, რომ ყველას აუსრულა დანაპირები.

27 thoughts on “მარტინ იდენი

  1. lasha

    ჩემი უსაყვარლესი წიგნია. უუუსაყვარლესი. ეს წიგნი არის ის, რომელიც გასწავლის ოცნებად და რომელიც ჩაგისახავს იმედს. რამდენჯერ მიოცნებია მარტინ იდენობა. დღესაც კი ვფიქრობდი მაგ წიგნზე🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეს წიგნი მასწავლებელია იმისა, რომ ცხოვრებაში რასაც მიზნად დაისახავ აულებლად აგისრულდება და ყველაფერი უნდა გააკეთო მიზნისთვის და ასეც მოიქცა, მაგრამ ღირდა კი?
      მისთვის ყველაზე ძვირფასი სიყვარული და სიცოცხლე დაკარგა.

      Reply
      1. Mari

        არ წამიკითხავს, მაგრამ შენი ნაწერის მიხედვით მგონია, რომ არ ღირდა.

  2. ჯუნა

    ძალიან მომეწონა მარტინ იდენი და სიამოვნებით წავიკითხე. მე ამ წიგნმა დამანახა რომ ბევრად უფრო მიზანდასახული და შრომისმოყვარე უნდა ვიყო.
    მართალია იდენის შემთხვევაში ყველაფერი ცუდად დასრულდა, მაგრამ სამაგიეროდ მან განვლო ძალიან საინტერესო ცხოვრება, გახდა რეალიზებული და ის დასასრული ვფიქრობ ამად ღირდა.

    Reply
  3. siyvarulovna Post author

    მარ, არა ჩემი ნაწერით ნუ ისმჯელებ.შენ პირიქით, შეიძლება მოგეწონოს კიდეც.
    ადამიანზეა, რომელმაც დაისახა მიზანი და მიაღწია და რა გზა განვლო ეგ არის აღწერილი…

    Reply
  4. ninnaka

    საკმაოდ დიდი ხნის წინ წავიკითხე ეს წიგნი და ჯერ კიდევ მაშინ მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება, რომელიც დღემდე მომყვება, სწორედ ის მომწონს რომ აღწერილია ბურჟუაზიის სიბინძურე და ისიც საკმაოდ კარგად ჩანს რომ კუდაბზიკა არისტოკრატზე მაღლა ღირსებით და შეგნებით შესაძლებელია უბრალო მუშათა კლასის წარმომადგენელი იდგეს. მას შეუყვარდა თავისი ფანტაზიის ნაყოფი, მან შექმნა მისგან ანგელოზი და გააღმერთა, თუმცა რეალობა აღმოჩნდა მწარე… მაინც ასეთ დასასრულს არ ვუსურვებდი… მაგრამ ადამიანს ტრაგიზმი იზიდავს როგორც სჩანს და მე გამიჩნდა სურვილი ხელახლა წამეკითხა ეს რომანი🙂

    Reply
  5. anna

    არ მიყვარს, მაგრამ მომწონს.. რაც წერია,. მართლა კარგად წერია…
    მეცოდება ეგ ადამიანი :ს

    Reply
  6. Kejeradze

    საკმაოდ დიდი ხნის წინ წავიკითხე. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი საყვარელი ნაწარმოებია, მაგრამ მარტინ იდენი ძალიან საინტერესო პერსონაჟია🙂 ჩემთვის ყველაზე საინტერესო ლონდონის გმირებიდან

    Reply
  7. sofo

    რამდენიმე წლის წინ მაქვს წაკითხული, მაგრამ ერთი რამე მახსოვს ძალიან მკვეთრად. მარტინის სატრფომ (რუფი ერქვა მგონი) ალუბლის წვენი დალია და ტუჩებზე დარჩა, მარტინმა ეს რომ დაინახა ის შეგრძება გაუქრა, რომ რუფი არამიწიერი ქმნილება იყო🙂 საინტერესო ნიუანსი იყო.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რუთი ))
      ხო, ალუბლის წვენით მოესვარა ტუჩი და თითქოს დაახლოვა ერთმანეთთან ამ “შეცდომამ”

      Reply
  8. სალი

    ძალიან კარგი ნაწარმოებია ბერვ რამეზე დაგაფიქრებს

    Reply
  9. თიკა

    ძალიან საინტერესო წიგნია, მე ძალიან მომეწონა, წელს აბიტურიენტი ვიყავი და ეს წიგნი ძალიან დამეხმარა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რომ მთავარია ადამიანმა მოინდომოს და ყველაფერს შეძლებს.
    და ამასთანავე ლოგიკური დასასრულიც ჰქონდა, მარტინი უნდა მომკვდარიყო, კითხვის პროცესში მეგონა და მინდოდა რომ რუთი და მარტინი ერთდ ყოფილიყვნენ, მაგრამ რუთის აღზრდისა და ცოდნის მიუხედავად ის მარტინს თავისი შეგნებით ბევრად ჩამოუვარდებოდა.

    Reply
  10. Salome

    ეს არის წიგნი რომელმაც ბევრ რრამეს მიმახვდრა, დამანხა რა არის მთავარი ცხოვრებაში და რა მეორეხარისხოვანი , ჩამისახა წარემატებისთვის სულისკვეთების იმედი .. წიგნი რომელიც ჩემი ცხოვრების მეგზურია .. წიგნი რომლის სადარიც ვერ ვნახე .. ეს სასწაული ნაწარმოებია

    Reply
  11. daaatoo

    martin idenii erterti sauketeso wignia imatgan rac wamikitxaavs……davad pirovneba martin ideni cxovrebas mowyurebuli adamiania ar enaxaa is rac bolos naxaaa……swored xalxma sheazizga cxorebaa romeltac mashin moundat ideni roca mdidari gaxdaaa….martins yoveltviis misabadz adamianad vtvlidi vtvli da chavtvlii…..bolo momentamde :*:*

    Reply
  12. გიორგი

    ძალიან საინტერესო პერსონაჟია და ძალიან ბევრი დადებითი თვისების მქონე. არაჩვეულებრივადაა ყველაფერი აღწერილი და პირველ რიგში ადამიანის შესაძლებლობებს უსვამს ხაზს. ამ ადამიანის წარმატების მიზეზი სიყვარული იყო და ამ სტიმულით მან თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინა. ნამდვილად არ არის ეს ადამიანი შეცოდების ღირსი. შეცოდების ღირსი ყველა დანარჩენი ადამიანია ვინც გარიყა იგი მხოლოდ იმის გამო რომ განსხვავებული იყო. ჩემი აზრით სხვანაირი დასასრული უაზრობა იქნებოდა და გასაკვირი არაა რომ ბევრს არ მოსწონს ეს წიგნი :)))

    “რუთმა წამიერად შეხედა მას — გაბრწყინებულ თვალებში ნაზი ალერსი ჩაღვროდა. მარტინსაც ასევე უბრწყინავდა თვალები, მაგამ რას იფიქრებდა, რომ რუთის თვალების ელვარება სინამდვილეში მის თვალებში მოგიზგიზე ცეცხლის ანარეკლი იყო. “

    Reply
  13. mariami

    ამ ნაწარმოებს ახლა ვეცნობი.ძალიან მომწონს.მოთხრობაში გადმოცემული თითოელი სიტყვა თითქოს იმედისმომცემია.ამ ნაწარმოებით ბევრი რამე ვისწავლე,რაც მთავარია ის რომ ცხოვრებაში მთავარი რწმენა და იმედია.ეს უბრალოდ საოცარია! საოცარია! საოცარია!

    Reply
  14. moseshvili m.

    ძალიან კარგი ნაწარმოებია, დიდი ხნის განმავლობაში მარტინ იდენზე ფიქრი არ მასვენებდა: როგორ, რა ძლიერი მონდომების შედეგად შეძლო მიეღწია თავის საწადელს…კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი იმაში, რომ მთავარი მონდობაა, მიუღწეველი არაფერია…მარტინი ჩემ საყვარელ ლიტერატურულ გმირად იქცა :))

    Reply
  15. sofio kupatadze

    ამ ქვეყანაზე ყველაფერი შედარებითია,ჩვენ მანამ ვჩანვართ კარგები,სანამ ჩვენზე უკეთესი არ გამოჩნდება და ესაა ცხოვრების”მუღამი”.ასე იყო მარტინ იდენის შემთხვევაშიც,რუთი და მისი საზოგადოება მანამ ჩანდა მარტინისათის მიმზიდველი,სანამ მათზე ნაკლები იყო,როცა მათ გაუთანაბრდა და გაუსწრო კიდეც,როცა მასზე უკეთესი აღარ გამოჩნდა ცხოვრების”მუღამიც”დაკარგა. სულაც არაა საცოდავი იდენის გმირი,მე ვისურვებდი მარტინ იდენობას,შესაშურია მისი ნებისყოფა და მისი მიზანსწრაფულობა.დიდი ხნის წინ წავიკითხე ეს წიგნი და დღემდე იმ ემოციის გავლენის ქვეშ ვარ…ვფიქრობ რომ ყველამ უნდა წაიკითხოს და არა მხოლოდ ერთხელ,ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე,ცხოვრების წინააღმდეგობებმა ხელი რომ არ ჩააქნევინოს და სულ”მუღამში”იყოს!

    Reply
  16. ANTONINA

    “მარტინ იდენი”არის წიგნი, რომელმაც შეძლო და ისეთ ადამიანებს შეაყვარა კითხვა, რომელთაც მანამ თითქმის არაფერი წაეკითხათ. თუნდაც ამისთვის არის იგი შდევრი,. აქვს ამ წიგნს რაღაც განსაკუთღებული და გასაოცარი, რაკი დაუვიწყარი აღმოჩნდა მკითხველისთვის. მარტინი არის პერსონაჟი რომელშიც მეტ–ნაკლებად თითოეული ადამიანი აღმოაჩენს ხოლმე საკუთარ თავს. ლოგიკური დასასრული აქვს ნაწარმოებს, რადგან მარტინის მსგავსი ხელოვანი ადამიანები უკვდავებისაკენ მიილტვიან და მწვერვალისკენ უჭირავთ გეზი. ტრიუმფზე ყოფნისას განიცდიან ღრმა სიცარიელეს, ვერ ეგუებიან ცრუ დიდებას და ეძებენ გამოსავალს ამ მდგომარეობიდან. მიზანი რაც ცხოვრებს აზრს აძლევდა მიღწეულია, ან იქნებ დაკარგული?! ცხოვრება უაზრო და უფერული შეიქმნა, ამქვეყნად აღარაფერი დარჩენია. რაკი იგი უნუგეშოდაა და თანაც მარტო, ამიტომაც მათთვის მარტივია თვითმკვლელობით დააღწიო თავი ამ საზარელ ყოფას, სინამდვილეში კი ცხოვრების ასე დასრულებით სამუდამოდ სწირავენ თავს საუკუნო ტანჯვისათვის. მარტინს არ ჰყავდა ღმერთი და ამიტომაც დარჩა მარტო ამ უზარმაზარ და საზარელ სამყაროში, დაუცარიელდა გული რადგან დროებითი გრძნობებით ჰქონდა სავსე და არა უფლის უკვდავი სიყვარულით, მას რომ ღმერთი ჰყოლოდა არასოდეს დარჩებოდა მარტო, ასე უნუგგეშოდ, რაკი ყველაზე დიდი ნუგეში ღმერთია.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s