მე და ის

ეს ის ღამე იყო როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჯავახიშვილში კი არა თავართქილაძეში მოვხვდი და გამწარებული ვცდილობდი რაიმე ინფორმაცია გამეგო ამ უნივერსიტეტის შესახებ. როგორც გავარკვიე მათი საიტი გინდ ყოფილა გინდ არა, იქ ვერანაირ საჭირ–ბოროტო საკითხს ვერ მივაკვლიე. ბოლოს უკვე ფეისბუქზე დავიწყე ხალხის ძებნა, იქნებ ვინმე იქ სწავლობდა და მეც დამხმარებოდა და მწირი ცოდნა მაინც მიმეღო. სწორედ ამ დროს მომწერა, მე ვსწავლობ თეუსუ–შიო, გამიხარდა რომ ვიღაც მაინც აღმოჩნდა მთელი 500–კაციდან. არ ვიცი როდის ან რატომ დავიმატე მეგობრებში მაგრამ ფაქტი იყო, რომ ძალიან დამეხმარა. ყველა ნიუანსი გამაცნო, წესები თუ ადგილმდებარეობა. ბოლოს ნომრები გავცვალეთ და სწავლა რომ დაიწყებოდა ერთმანეთი უნდა გვენახა. რამდენიმე დღეში ისევ მომწერა, რა ქენი დარეგისტრირდიო? მიაგენიო? მიქო და მიდიდა მთელი თეუსუ, მაგრამ მარის თქმისა არ იყოს მიმიქარავს უიზლების სახლი შენობა ისეთ მდგომარეობაში იყო.

პირველად მაშინ დავინტერესდი ამ ადამიანის ვინაობით, როდესაც სწავლა უნდა დაწყებულიყო. ბოლო–ბოლო ნახვას ვგეგმავდი. სურათებში შევედი და მალევე გამოვედი. ვიღაც უბრალო, უგემოვნო, საშინელი ფოტოების მქონე მეგონა. სწავლა, რომ დაიწყო ნახვა ვერ მოვახერხე. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ამეტუზა მეოთხე სართულზე (სადაც იურისტები არიან. თვითონაც იურიდულზე სწავლობდა, მეორე კურსზე). გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და დავასკვენი, რომ ადამიანზე ფოტოებით არ უნდა იმსჯელო. მეორე დღეს მახსოვს კიდე, ჩემს აუდიტორიაში იჭყიტებოდა მე მეძებდა და ამ დროს გვერდით ვედექი (სიბრმავე თურმე თავიდანვე გქონდა და “იმას” ტყუილად ვაბრალებდი). ნელ–ნელა შესვენებზე ვნახულობდი, ვჭორაობდით ბლოგერბზე და თითქმის ყოველდღე ვეუბნებოდი ბლოგი გააკეთეთქო. პირველად მაშინ მივხვდი, რომ “ვერ იყო” როცა მითხრა შეყვარებულს რბილი “ლ”–ს გამო დავშორდიო და თან გამაფრთხილა არ დამცინოვო.

ამის მერე მოხდა ის, რომ ბლოგიც გააკეთა, აქტიურიც გახდა და პირველად ვერის ბაღშიც მოვიდა. პირველად რომ შუბლზე კოცნა დავუპირე მისი შეშფოტებული სახე არ დამავიწყდება, რატომღაც ჩემგან სხვას ელოდა… სამაგიეროდ ეხლა როცა ვეუბნები გაკოცოთქო შუბლს მიშვერს და ელოდება როდის ვაკოცებ. ჩვენმა ყოველდღიურმა ურთიერთობამ განაპირობა ეს და დღეს ბედნიერად ვცხოვრობთ❤

19 thoughts on “მე და ის

  1. anna

    ვაიმე ლოოოოოოოოოოლ :დდ
    ნათია მოვკვდი სიცილით :დ
    ეს მე ვარ?^_^

    Reply
      1. siyvarulovna Post author

        :დ :დ :დ აი რაღაცნაირი ფოტოები ედო, რომ არ მოგეწონება :დ

  2. ilyaverse

    ვაიმე, გავსკდი სიცილით ! სულ სხვანაირ დასასრულს ველოდი😀😀

    Reply
  3. mari

    ოჰ, რამდენჯერ დავბლოკე ფეისბუქზე მაგისი მეგობრობის თხოვნა.. მოგზავნილი მეგონა ვიღაცა :)))) პირველად რომ ვნახე, ჩემზე უკვე იმდენი რამე იცოდა, გავგიჟდი ლამის.
    აუ, გვიყვარხარ, ანა. :*

    Reply
    1. anna

      ო ღმერთო, ხომ ხართ ღირსები, ხმა არ გაგცეთ არასდროს ;დდდდდდდდდდ

      Reply
  4. ჭინკა

    loool
    დედიკოსა და მამიკოს გაცნობა :დ❤
    მიყვარხართ ორივე ;დ
    მე ბიჭი მეგონა ვიღაც და//"დ

    Reply
    1. anna

      ეს შვილო, კინაღამ ეჭვიანობის სცენა მოვაწყვე,,ეც ბიჭი მეგონა ;დ

      Reply
  5. Kate_AlukaЯD

    ძროხააა ^^ უკვე თვალსა და ხელს შუა გაგვეზარდე :დ:დ:დ
    გვიყვარხაააააააარ <3<3<3<3 :*:*:*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰოო :დდდდ ეგ ძააან მახსოვს ;დ და მეც დიდსულოვნად დავპირდი რომ არ დავცინებდი :დ

      Reply
  6. Marie

    “სიბრმავე თურმე თავიდანვე გქონდა და “იმას” ტყუილად ვაბრალებდი” – ლოლ
    ჩვენზეც დაწერე რა ;დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჩვენზე რა დავწერო :დ ნუგეშს რომ შენს ვოლზე ვეძებდი ხოლმე? :დდ

      Reply
  7. Pingback: ნათია « სიყვარულოვნას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s