Boys I like you ♥

არა, კაცებში არ მიმართლებს. ამ საღამოს უკვე ღრმად დავრწმუნდი ამაში.

ბიჭებთან შეხვედრა 13 წლის ასაკიდან დავიწყე და თითქმის ყველა ურთიერთობა fail იყო და ამიტომ გადავწყვიტე მხოლოდ ერთჯერადი ურთიერთობებით დავკმაყოფილდე. არანაირი სერიოზულობა და გაბოს თქმისა არ იყოს ბიჭი წელს ზემოთ არასდროს უნდა მიუშვა, გულთან ანუ.

ჯერ იყო და პირველი ბიჭი, რომელსაც ჩემი პირველი კოცნა ვაჩუქე 13 წლის ასაკში სექს მთხოვდა:/ ნუ გასაკვირი არაა, რომ ისტერიკა ავუტეხე, დავშორდი და 1 თვე საშინელ მდგომარეობაში ვიყავი.

შემდეგი ასე თუ ისე შედარებით სერიოზული ურთიერთობა 15 წლის ასაკში მქონდა, რომელიც ყველაზე დიდხანს 6 თვეს გაგრძელდა და ყველაზე უაზრო მიზეზით დავშორდი. მეშინოდა არ შემყვარებოდა.

შემდეგი ბიჭი რომელიც გულთან შედარებით ახლოს მივუშვი, მაგრამ არა სიყვარულამდე 17–წლის ასაკში იყო და საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ გამომიყენა საეჭვიანებლად და წავიდა.

ამ ბოლო ურთიერთობაზე დღემდე გაჭედილი მაქვს.

ამის მერე საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი ბიჭებზე და არასდროს ვასერიოზულებ ურთიერთობას, არც რაიმე სტატუსს მოვითხოვ მათგან და არც ზედმეტ ყურადღებას. ჰო, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასე სჯობს ჩემთვის. ერთჯერადი, რამდენიმე დღიანი ურთიერთობები ყოველთვის ამართლებს.

თუმცა უკვე არც ამ ერთჯერად ურთიერთობებეში მიმართლებს. ჯერ იყო და თითქმის 1 თვის განმავლობაში ვხვდებოდი ბიჭს რომელსაც საცოლე ჰყავდა. როგორც კი გრძნობებს მიუახლოვდა ჩვენი ურთიერთობა მაშინვე გავწყვიტე კავშირი. ცოტა ხნის წინ კი ცოლიანი ბიჭი ამეტორღიალა. არა, იმდენად არ შემიტოპავს, რომ მასთანაც გამება სასიყვარულო ძაფები, უბრალოდ ერთხელ, ოდესმე დალევაზე შევთანხმდით.

უცნაური არსებები არიან მამაკაცები, რთულები. ნუ, შეიძლება ქალებზე რთულები არა, მაგრამ ჩემთვის ძალიან რთულები.ან ძალიან მარტივები და მე ვართულებ. ბოლო რამდენიმე ღამეა გაოგნებული ვიძინებ, ისეთი ბიჭები აქტიურობენ და მეფლირტავებიან, რომლებისგანაც ვერასდროს ვიფიქრებდი, რომლებზეც არც კი დავფიქრებულვარ მესიმპატიურებოდა თუ არა. არ ვიცი რისი ბრალია და მიკვირს, მაგრამ Boys I like you ♥

 

35 thoughts on “Boys I like you ♥

  1. anna

    ასეთი გულახდილი პოსტი ჯერ არ წამიკითხავს :დ
    არასდროს არ შემშინებია ვინმე არ შემიყვარდესთქო…

    Reply
    1. anna

      კიარადა, შემდეგი ვინ იქნება , იმას ვფიქრობ უკვე ;დდდდდდდდდდდდდ

      Reply
  2. gaygeo

    მცდარია მოსაზრება – ბიჭი წელს ზემოთ არ უნდა აუშვაო (გულთან მიშვებას ვგულისხმობ მეც). შენი ყველა მოკლე ისტორიიდან ჩანს რომ პრობლემა შენშია. თუმცა არც ასე უხეშად შეიძლება დავარქვათ ამ ყველაფერს პრობლემა. უბრალოდ მგონია რომ შენ თავად არ ხარ სერიოზული ურთიერთობისთვის ჯერ მზად🙂 დამიჯერე აუცილებლად დადგება შენს ცხოვრებაში პერიოდი, როცა საკუთარ გულზე, უკვე მკლავებით ჩაბღაუჭებულ ბიჭს აღმოაჩენ მოულოდნელად🙂
    ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიშვება არ მიშვების ამბავში ყველა უძლურია😉
    დიდ სიყვარულს გისურვებ სიყვარულოვნა :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ო,სერიოზული ურთიერთობებისთვის არ ვარ მზად, მეშინია და იმიტომ🙂 წინ იმდენი მაგალითი მაქვს ვინც მიუშვა და ინანა, რომ…

      მადლობა წარმატებისთვის ^^

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      წერის დროს იმაზე, რომ არ მეფიქრა რამდენი ნაცნობი კითხულობს ალბათ უფრო გულახდილი ვიქნებოდი

      Reply
  3. dreamar

    არასერიოზული ურთიერთობებიც მოსაბეზრებელია😐 ყველაფერს თავისი დრო აქვს🙂

    Reply
  4. Grio

    ცდები, არ შეიძლება ასე. სიყვარული 20 წლამდე ერთია და 24ის მერე სხვა. მათ შორის სექსია. რომ გიყვარდეს ამაში ცუდი არ არის არაფერი, ოღონდ უნდა იცოდე ვინ და თუ შეიყვარებ მერე შემეშინდა და ეგეთები უკვე სისულელეა. წარმოიდგინე 5 უახლოესი წელი იმ ადამიანთან ვის შეყვარებასაც დააპირებ. ფანტაზია არ გაკლია😉 ან შეყვარებამდე ერთი წელი მაინც გავიდეს და მერე თვითონ მიხვდები ყველაფერს…

    Reply
  5. Jessie

    არადა ერთი–ორი შემთვევის გამო არ შეიძლება ხელის ჩაქნევა. თან მაგ. ჩემ თავს ვამშვიდებ ყოველთვის იმით, რომ ე.ი არც იყო საჭირო ამ ადამიანთან ურთიერთობა.

    და ისე მეც გავექეცი ჩეს პრიველ შეყვარებულს ზუსტად იმის გამო, რომ ინტიმი მოუნდა ^^
    კაი პოსტია🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ასაკს გააჩნია, თორემ მხოლოდ ინტიმის გამო არ გავექცეოდი, ალბათ🙂

      მარტო ეს ერთი–ორი შემთხვევა არ არის. უბრალოდ შედარებით სერიოზული ურთიერთობები გამოვყავი. გარდა ამისა მეგობრები მაგალითიც საკმაოდ ბევრი მაქვს წინ იმის დასადგენად, რომ სიყვარული არ მინდა, ჯერჯერობით მაინც

      Reply
  6. 13th

    შენ იმ ეტაპზე ხარ, მე ასე მომეჩვენა, როდესაც timeout უნდა აიღო და საკუთარ თავს უთხრა,. ცოტა ხანი შევეშვები ამ სიყვარულობანას. სიტყვაზე ერთი თვე. no flirt, no sex, no letsmakefriends, no relationships, no თვალებისჭჟუჟუნIng🙂 მიმიხვდი, მოკლედ.

    შეიძლება ზუსტად ერთი თვის თავზე არ გამოჩნდეს ის ერთადერთი-თეთრ-რაშზე, მაგრამ ამ პერიოდში საკუთარ თავზე მუშაობა “სარკის.წინ.მე.ყველაზე.ლამაზი.და.კარგი.ვარ” ძალიან აგიმაღლებს თვითშეფასებას. და დაიკიდევ წარსულ მცირე წარუმატებლობებს.
    🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თვითშეფასება ამაღლებული მაქვს🙂
      no flirt, no sex, no letsmakefriends, no relationships, no თვალებისჭჟუჟუნIng –ნუ ცოტა არ იყოს და რთულია :დ

      Reply
  7. Mari

    რა კარგია, რომ მასეთი პრობლემები არ გამაჩნია. ნუ, ჯერ სერიოზულ ურთიერთობებს მეც არ ვაპირებ, მაგრამ არასერიოზული მითუმეტეს არაფერი მჭირდება. ისედაც არ ამომხდება მოწყენილობით სული. ვოტ!

    Reply
  8. LiLaC

    ყოველთვის მიკვირდა, როგორ შეიძლება აკონტროლო გრძნობები… მე არასოდეს გამომდის, ნუ არც მიცდია, პრინციპში ^_^

    Reply
  9. Kate_AlukaЯD

    უკვე იმდენჯერ გავფეილდი აღარც სერიოზული ურთიერთობა მინდა და აღარც არასერიოზული… :დ

    Reply
  10. knuti

    ყველანაირი ურთერთობები მაქვს: სერიოზული, არასერიოზული, ფლირტი, გველობა, კბენა, ეჭვიანობა, სიყვარული + სიძულვილი…

    იი რა საინტერესო ცხოვრება მქონია ^_^

    Reply
  11. Mallorie

    gaygeo-ს თავიდან ვეთანხმებოდი, თუმცა შემდეგ ქრონოლოგოგიურად რომ წავიკითხე სიყვარულის ისტორიები, მივხვდი: პირველად, როდესაც სერიოზული ურთიერთობის დაწყება გადაწყვიტე იყავი თინეიჯერი, 13 წლის ასაკი ყველაზე რთულად მახსოვს. სწორედ მაგ წელს აჩუქე პირველი კოცნა, შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად ჟღერს, მაგრამ ეს იმდენად დიდი რამ არის, მითუმეტეს პირველი.. მოკლედ, პირველად ენდე ადამიანს ძალიან და მანაც იმედი გაგუიცრუა, ვიმეორებ ეს ხდება გარდატეხის ასაკში, როდესაც ხშირად არ იცი რა გინდა და არაფრიდან ქმნი ყველაფერს. პირველი პრობლემა, თუ რაც ჰქვია უკვე 15 წლის ასაკში ახალ შეყვარებულთან ურთიერთობისას იჩენს თავს, შეგეშინდა ახალი ურთიერთობისა და თავიდან გაცურების. გავიდა რამდენიმე წელი, 17 წლისა უკვე ბევრ რამეს აანალიზებ და ლოგიკურად უფიქრდები ყველაფერს. ვფიქრობ, ჩათვალე, რომ მხოლოდ ბავშვური გატაცება და უჭკუობა იყო, 13 წლის ასაკში მომხდარი ისტორიის გამო, გაქცეოდი რეალობას, ან რაც გინდა ის დაარქვი. მოკლედ, გადალახე რაღაც ზღარი და შეეცადე სხვა შეგეყვარებინა, გამოვიდა-სავით, რადგან იგი მოგწონდა მაინც, თუმცა საბოლოოდ ისევ იმედგაცრუებასა და ტყუილს გადააწყდი. ახლა არ ვიცი რამდენი წლის ხარ, არ მგონია 25-26 წლის იყო, ამიტომ ხელის ჩაქნევა არაფრად არ გამოგადგება, მითუმეტეს ახლა იწყებ ცხოვრებას.. წარმატებები.. :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რა კარგად აღწერე ყველაფერი ^_^
      თითქმის მასე იყო და იმედგაცრუების ბრალია ჩემი ეხლანდელი დამოკიდებულება სიყვარულისადმი.

      ეხლა 19–წლის ვარ, და მადლობა წარმატებისთვის^^

      Reply
      1. Mari

        თქვენ იცინეთ და მეც მჯეროდა ერთ დროს :))

  12. Kate

    პირველი წინადადება წავიკითხე და ისეთ სიცილი ამივარდა, რომ ძლივს გავჩერდი. თან შენ წარმოგიდგინე😀😀😀😀

    Reply
      1. Kate

        ხო, თან შენი სახე წარმოვიდგინე. ირონიულ–პოხუისტური.

  13. alluballi

    ici xandaxan metismetad tavdajerebul gogoebs goniat rom eflirtavebian daje coliani bichebic ki😀 magram sinamdvileshi es flirti sulac araa da mxolod tavdajerebaa rom geflirtaveba🙂 bevrs mosdis ese , ai ritia zogjer tavdajerebuloba cudii🙂 :* :* :* abdaubda azria vici magram imedia azrs gamoitan🙂

    Reply
  14. Thoughts of a passenger

    chemi azrit ragac dozit problema shenshia🙂 ar gipiqria imaze rom shentan tu modian bichembi da gepranchebian anu geplirtavebian ertjeradad undixar .uxeshad rom vtqvat gaataon lijbi da gogo naxes romelic gausworebs. mshieri dzaglebivit romarian kacebi da lijbi rame dabicha naxon , vot Ты просто позволяешь использовать тебя i думаешь что такое отношение не навредит тебя. magram cdebi chemo kargo shen gaurbixar imas risi kontrolic ar shegidzlia anu gdznobebs🙂 amitom kmayopildebi tavis motyuebit da tt cdilob daaprogramo sheni . shen ici rom rtulia gaerkve sva adamianshi , amoicno is da amdenis nervi ar gaqvs🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s