დისკუსია თემაზე: “ბლოგერი” ჰობიდან პროფესიამდე

დღეს საღამოს ვლოგერის ოფისში პატარა დისკუსია მოეწყო და საუბარი ბლოგებზე, მათ მომავალზე, განვითარებაზე და მთლიანად ბლოგოსფეროზე იყო. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ახალი გავიგე ან აღმოვაჩინე ან რაიმე მსგავსი, თუმცა საინტერესო იყო იქ მყოფი ბლოგერების მოსაზრებები ბლოგერებთან და მკითხველებთან დაკავშირებით.

ზოგიერთ მათგანს ამბიცია გააჩნია, რომ ბლოგზე დაახლოებით 1000–1500 ვიზიტორი შემოვა და ეს გახდება მისი ერთ–ერთი შასემოსავლო წყარო. თუმცა როგორ მაინც არ მესმის :ფიქრ: , ა, თუმცა როგორ არ მესმის ვიზიტორების ამბავი, სექსი ხომ ყოველთვის აქტუალური თემაა საქართველოში, აი საშემოსავლო წყარო სექსზე წერა როგორ გახდება მაგაზე ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიფიქრო. კიდევ უფრო საინტერესო ერთ–ერთი იქ მყოფი არაბლოგერის “კომენტარი” იყო, რომლის მიხედვითაც დაახლოებით გამოვიდა, რომ ბლოგი კომპლექსიან ხალხს აქვს და საკუთარი თავის რეალიზებას მხოლოდ ასე ახერხებენ რადგან უჭირთ რეალურ ცხოვრებაში კომპლექსების აღიარება, ან ამ კომპლექსებით გამოწვეული პრობლემების და ბარიერების გადალხვა. არ გამკვირვებია, რადგან უარესები მომისმენია.  არა–ერთი ჩემი ნაცნობებისგან გამიგია მსგავსი ფრაზები. ყოვლად წარუმატებელი, ხელმოცარული, ბომჟების “ბანდა” რომ ჰგონიათ ბლოგერები, რომლებიც სახალხოდ ჰყვებიან ყველაფერს და ერთი ჩემი კლასელი ვითომ დასამცირებლად “წადი შე ბლოგეროვო” ყოველ ნახვაზე მეძახის. ხო, კიდევ თურმე დასაბანებიც ვყოფილვართ ბლოგერები (გაგვიგეს!). ნუ რას ვიზამთ, ვისთვის სოციალური მედია ჯერ კიდევ უცხო ხილია (და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია) ალბათ არც უნდა გეწყინოს (ქართული ანდაზის: “ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს” მაგალითზე). სწორედ ამიტომ ძალინ, ძალიან მადლიერი ვარ პროექტისა, რომელიც სკოლებში ასწავლის სოციალური მედიის ანა–ბანას და უკვე პირველი სახელმძღვანელოც გამოსცეს. (პროექტის: “სოციალური მედია სკოლბში” ფან ფეიჯი)

კამათის ფორმა მიიღო საკითხმა: “რა არის ბლოგი?”. არ ვიცოდი და როგორც აღმოჩნდა, ბლოგი ინტერნეტში განთავსებულ ნებისმიერ მასალს ნიშნავს (?!). მე ბლოგი უფრო სხვა რამ მგონია🙂 საშუალება დაწერო, განათავსო ნებისმიერი ტიპის (წერილობითი, აუდიო, ვიდეო) მასალა, იყო ობიექტური, თუ გინდა სუბიექტური და ამაზე არავინ შემოგედავება, არ დამესგავსო სტატისკურ ჟურნალისტს, რომელიც მშრალად ყოველგვარი ემოციის, მსჯელობის თუ საკუთარი აზრის გარეშე “აფაბლიშებს” მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. თუმცა ალბათ ბლოგის რაობასთან დაკავშირებით იმდენი მოსაზრება არსებობს რამდენი ადამიანიცაა. პირადად ჩემთვის, ჩემი ბლოგი დღიურს წარმოადგენს და სამომავლოდაც სწორედ ამ “პროფილში” ვხედავ.

მორიგი ასე თუ ისე შეთანხმებას მიუღწევადი თემა იყო “რეკლამა”. ნუ, რეკლამაც არის და რეკლამაც. მაგრამ, როდესაც ესა თუ ის კომპანია, კინოთეატრი, დაწესებულება გთავაზობს ერთგვარ “პაკეტს” სადაც აღნიშნულია, რომ პოსტი გაქვს დასაწერი მიღებული სარგებელის სანაცვლოდ არ არის აუცილებელი აქო და ადიდო და მკითხველი შეცდომაში შეიყვანო., ან პირიქით მოძებნო ყველა ნაკლი რაც გააჩნია და “ფარდა ახადო”. უბრალოდ დაწერე ის რაც საჭიროა, ყოველგვარი გაზვიადების თუ ნაკლების აღმოჩენის გარეშე.ანუ უნდა ვისწავლოთ მსგავს სიტუაციაში პოსტების წერა ისე, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური (თუ როგორც არის).

მეტი საკამათო თემა აღარ მახსენდება. სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდი კი ალბათ შემდეგ პარასკევს ისევ შემოგვთავაზებს დისკუსიას : )) ეცადეთ წამოხვიდეთ.

35 thoughts on “დისკუსია თემაზე: “ბლოგერი” ჰობიდან პროფესიამდე

  1. stary,stary night...

    “ბლოგი კომპლექსიან ხალხს აქვს და საკუთარი თავის რეალიზებას მხოლოდ ასე ახერხებენ რადგან უჭირთ რეალურ ცხოვრებაში კომპლექსების აღიარება,” ესეთი რაღაც მეც გამიგია, თან ისეთებისგან ბლოგსაც რომ ვერ აკეთებენ:) საერთოდ კი პირიქითაა, ის რომ დაწერო ყველაფერი რაც გაგონდება ან გინდა, მხოლოდ უკომპლექსობისა და თვითდარწმუნების ბრალია, ისე კი რა თქმა უნდა ბლოგი რაღაც მომენტში, მართლაც მეხმარება საკუთარი თავის რეალიზაციაში, მაგრამ ამაში ცუდი რა არის?:)

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თავის რეალიზაციაში პრობლემა ნამდვილად არ არის :))
      უბრალოდ მჯერა, რომ ბლოგერები კომპლექსიანი როჟები არ არიან :დ

      Reply
  2. idato

    სამწუხაროა, რომ ვერ წამოვედი. არა და მაგრად მაინტერესებდა😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მეც მინდოდა, რომ ყოფილიყავი იქ. შენი აზრი საინტერესო იქნებოდა სხვადასხვა საკიტხებზე.
      ნუ ამათი აზრი დაახლოებით ვიცოდი და რაიმე ახალი მჭირდებოდა.

      Reply
  3. Danny Brown

    ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო.

    Reply
  4. faifuris angelozi

    “საშემოსავლო წყარო სექსზე წერა როგორ გახდება”–ამაზე მეც საკმაოდ ბევრი ფიქრი დამჭირდება რომ რამეს მივხვდე)))
    დაკვეთას გააჩნია,თუ კინოეთატრი გაძლევს დაკვეთას შესაძლებელია რეცენზია დაწერო და არა უკიდურესი პოსტი,თუმცა შეიძლება სწორი მენეჯმენტით ბლოგერის ერთმა სიტყვამ ფილმი გააპიაროს ან გააბანძოს)))
    პ.ს. ვაპირებდი მაგრამ ვერ მოვაღწიე თქვენამდე.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო ალბათ :))
      ყველაფერს “დამურამება” უნდა და ალღოს აღება

      Reply
  5. Qilipa

    მართალია, რომ როცა ადამიანი არ ლაპარაკობს, ყველაფერს კარგად ისმენს! :დდ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ქილიფ წარმოიდგინე თან მე ძირითადად გასული ვიყავი და მაინც მოვისმინე და წყნარად, რომ ვმჯდარიყავი ჩემთვის კიდე ბევრ რამეს აღმოვაჩენდი :დ

      Reply
  6. Taa

    მე ბლოგი უფრო სხვა რამ მგონია🙂

    მეც🙂
    ჩემთვის ბლოგი არის საყვარელი საქმე და საყვარელ რაღაცეებზე წერა
    ადამიანებისთვის რჩევების მიცემა
    და ჩემი პირადი გამოცდილების თუ სხვა რამეების გაზიარება

    Reply
  7. ჭინკა

    მეც მყავს ნაცნობები რომლებსაც ბლოგერები რაღაც ცალკე სექტა და რაღაც ჰგონია. და ვითომ შეურაცხყოფის მიზნით “ბლოგერი ხარ”-ს რომ გეტყვის რა..მაგრამ მკიდია :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      შიო მღვიმის #3 როგორც მახსოვს, ისე კი კაზინო საქართველოსთან (ვერაზე) უნდა მოხვდე, პირდაპირ რომ ცასახვევია (თბს ბანკთან) მანდ ჩაუხვიო და იარო პირდაპირ, რაღაც სასტუმროა იქ იმას რომ გასცდები ერთი შესახვევია მარცხნივ მანდ არა და აი მეორეშესახვევში უნდა შეუხვიო.

      Reply
  8. alleskreativ

    ჩემთვის “ბლოგერი” უფრო ჰობია ვიდრე პროფესია. ბლოგი კი ის ადგილია სადაც ვწერ,გამოვხატავ ჩემს აზრს,მაგრამ არა მგონია ბლოგერი ჩემთვის პროფესია გახდეს.

    Reply
  9. ♥ Summer ♥

    კარგი პოსტია, მე პირადად ცხოვრებაში ნახევარზე მეტი ადამიანისგან ვინც იცის რომ ბლოგი მაქვს, იგივე აზრები მომისმენია რაც შენ მოისმინე. უფრო ჩემი ასაკის 15–16 წლის ბავშვებისთვის უაზრობაა, ცოტა უფრო დიდებისთვის 18–20 გონიათ რომ ბლოგის შექმნის მიზეზი მხოლოდ უსაქმურობაა და ბლოზგე წერ იმას რისი აღიარებაც სინამდვილეში გრცხვენია და ა.შ და მერე მიდი და უმტკიცე ასეთ ადმაიანებს რომ ბლოგი სხვა რაღაცაა, მაინც აზრი არ აქვს. უბრალოდ მთავარია მეც, შენც და კიდებ ბევრმა ადამიანმა იცის რისთვისაა საჭირო ბლოგი და რაში გვეხმარება, რისთვის ვიყენებთ, და ასეთი არაადეკვატური ადამიანების აზრები ნაკლებ მნიშვნელოვანია🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჩემთვის ასე თუ ისე მნიშვნელოვანია ჩემ გარშემო მყოფნა ხალხმა იცოდეს რა არის ბლოგი, რა დანიშნულება აქვს და ვინ არიან ბლოგერები, რა არის სოციალური მედია და რომ ინტერნეტი მხოლოდ ოდნოკლასნიკი და სკაიპი არ არის და ფბ “უიმე რა საყვარელი სტატუსები”–სთვის არ შექმნილა.

      ენივეი, მე ჩემსას ვცდილობ ვუხსნი და ე.წ ანა–ბანას ვაგებინებ და ვინც ვერ იგებს მარტივად ვიკიდებ. მათი დროც მოვა

      Reply
  10. bodiala

    ბლოგი კომპლექსიან ხალხს აქვს და საკუთარი თავის რეალიზებას მხოლოდ ასე ახერხებენ რადგან უჭირთ რეალურ ცხოვრებაში კომპლექსების აღიარება, ან ამ კომპლექსებით გამოწვეული პრობლემების და ბარიერების გადალხვა. < ar mgonia vinme tavis blogze iset rames werdes risi tqmac realurad ar sheuzlia.. aset ragacebs marto is ambobs visac tvitonve awuxebs kompleqsebi da tavis satqmels verc realurad da verc blogit ver ambobs…

    Reply
  11. Mari

    ვერ გამიგია, რა საჭიროა ამ თემაზე ამდენი ფიქრი და მსჯელობა? ყველა თავის ბლოგს მიხედავს და თუ ვინმე დაინტერესდება, შევა და წაიკითხავს. გამოიყვანეს ბლოგინგი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერება 😛

    Reply
      1. Mari

        გასაგებია, რომ ყველას საკუთერი აზრი გაქთ მაგ თემასთან დაკავშირებით. ასე მგონია ცდილობთ რაღაც შეთანხმებამდე მიხვიდეთ, არადა სავსებით შესაძლებელია ყველამ თავისი გზით იაროს. ვიღაცას თუ ბლოგი ფულის კეთების საშუალება ჰგონია, ვიღაცას კი – გასართობი, არ ნიშნავს, რომ რომელიმე ცდება. ძალიან შეუზღუდავია ზოგადად ეს სფერო და არაფერს გამორიცხავს.

  12. vekoo

    ვაიმე, როგორ ვერ ვიტან ეგეთ უაზრობებს, – არაბლოგერის შეფასებაზე ვამბობ…

    Reply
  13. Jessie

    “ბლოგი კომპლექსიან ხალხს აქვს და საკუთარი თავის რეალიზებას მხოლოდ ასე ახერხებენ რადგან უჭირთ რეალურ ცხოვრებაში კომპლექსების აღიარება, ან ამ კომპლექსებით გამოწვეული პრობლემების და ბარიერების გადალხვა.” >> ამაზე რა კარგად გამეცინა :ლოლ: ,არა ვაღიარებ, რო მზოგიერთი მართლაც რომ იმალე ბლოგის უკან და რასაც უნდა იმას წერს და საშინლად დაკომპლექსებულია, მაგრამ ამ ადამიანებს ბლოგი მასე მაინც ეხმარება გამოაჟღავნონ თავი და ბლოგზე მაინ არ დაიმალოს ნიღბის უკან

    და ზოგადად კარგი პოსტია ..გული გამითბო.. ახლა საქართველოში ბლოგერობა ნამდვილად თავისებური პროფესია გახდა ^^ ზოგიერთ შემთვევაში “დაჟე” მომგებიანი პროფესიაც

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო ნამდვილად. რა თქმა არსებობენ ისეთებიც ვინც მხოლოდ ბლოგზე იხსენება და ბლოგზე ახერხებს საკუთარ ტავთან და ხალხთან აღიარებითი ჩვენების მიცემას. მაგრამ ზოგს ეგეც არ შეუძლია საკუთარ კომპლექსებში იხრჩობა

      Reply
  14. ჰექსე

    1)რატომ არ ვიცი, მაგრამ ზუსტად არც ვიცი და არც დათვლის სურვილი მაქვს დღეში რამდენი ადამიანი შემოდის ჩემს ბლოგზე. რატომღაც მგონია რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან წერით ყოველთვის ვწერდი, მაშინაც კი როცა ჩემს ნაწერს მხოლოდ მე ვკითხულობდი და ახლაც.🙂 მხოლოდ იმიტომ ვწერ რომ ეს მომწონს და შეიძლება ითქვას იმიტომ რომ სათქმელი მაქვს, მიხარია თუ ჩემი პოსტით კიდევ ვინმეს სათქმელს ვამბობ და სხვაც იზიარებს ჩემს აზრს. ეს არის და ეს.

    2) ყველაზე მეტად ის არ მიყვარს როდესაც ყველას ერთ ქვაბში ხარშავენ. შესაძლოა ბლოგერებიდან ვიღაც იყოს უსაქმური, კომპლექსიანი, დასაბანიც, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველა ასეთია.
    სხვანაირად რომ ვთქვათ, გვაქვს ასეთი ორი პირობა
    – ვინმე ჯემალი არის უსაქმური, ლუზერი, კომპლექსიანი
    -ჯემალი ბლოგერია
    ამოცანა გვეკითხება ყველა ბლოგერი უსაქმური, ლუზერი და კომპლესიანია?
    რა თქმა უნდა არა და ამის გასაგებად ზოგადი უნარების წარმატებით ჩაბარება სულაც არ არის საჭირო.
    და კიდევ ის ვერ გავიგეთ, თუ გაიგეს რომ ბლოგერი როგორც ასეთი არ არის რაიმე განყენებული კატეგორია, ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ჩვენშიც როგორც ყველაში არიან როგორც კარგები, ისე ცუდები. საერთოდ სტერეოტიპები ღუპავს ამ ხალხს, სულელური წარმოდგენები არსებობს ყველაზე და ყველაფერზე და ამაშია პრობლემა.

    3) რაც შეეხება ბლოგით ფულის შოვნას, აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების ვინც ამას სერიოზულად აღიქვამს და ამის ამბიცია აქვს. ბლოგინგი არის საქმე რომელსაც მე სიამოვენბით ვაკეთებ და თუ ვინმე იმაში გიხდის ფულს რისი კეთებაც მოგწონს მშვენიერია.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, ეგაა პრობლემა, რომ ერთ “იარლიყს” ყველას აწებებენ და რაღაც უაზრო სტერეოტიპეპის მსხვერპლნი ხდებიან.

      Reply
  15. Teaa

    ბლოგი იმითაა კარგი, რომ გაძლევს საშუალებას გააკეთო ის ისეთი, როგორიც გინდა. იყოს იგი პირადი, ზოგადი ინფორმაციის წყარო თუ სხვა რამ. გასაგებია, რომ რამდენი ადამიანიცაა, იმდენია აზრი არსებობს.. მე სანამ ბლოგერი გავხდებოდი, შემთხვევით აღმოვაჩინე ბლოგი და მომეწონა.. იმდენად, რომ ბლოგის შექმნის ისტორიაც მოვიძიე–
    http://sakitxavi.wordpress.com/2011/02/20/ბლოგის-შექმნის-ისტორია/

    Reply
  16. axsiom

    იცი გულწრფელად რა მიკვირს? ვიკიპედიაში მაინც ჩაიხედონ და წაიკითხონ განმარტება ბლოგის შესახებ. რა რჩევები? რა პრობლემები? პერსონალურ ბლოგს რა მიმართულება და გზები უნდა მოუძებნონ?!!!! სერიოზულად ვერ ვხვდები და ამიხსენით რატომ უნდა ვაკეთო ბლოგი ვინმეს რჩევით და გემოვნებით? ბლოგი შენს ინდივიდუალურ სივრცეს წარმოადგენს და ისე გამოიყენებ როგორც გინდა. ხო , ისა და ეგენი დემოკრატიაზე და ლიბერალიზმზეც დებენ მგონი თავ თავებს ხოოოო????? :)))))))))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s