ნიჭიერი

მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონის დასრულების შემდეგ ათასი მითქმა–მოთქმა იყო და აუარება ტყუილ–მართალი ჭორი დადიოდა ჟიურზე თუ გამარჯვებულზე, წელს ნიჭიერის მეორე სეზონი დაიწყო! დაიწყო, თანაც აშლანგით, ფილარმონიის გადატენილი დარბაზით და ახალი ჟიურით.

ჟიურის რიგებში ამჯერად თქვენთვის კარგად ცნობილი და უკვე მობეზრებული სოფო, მთავრობის მასხარა ვანო და უცვლელი გეგა არიან. თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მეგონა სოფო უბრალოდ მაიას ჩაანაცვლებდა და მორიგი “ვაი რა საყვარელი ხარ”, “შენ გენაცვალე” “იცი, არ მინდა, არაჩვეულებრივი იყავი, მაგრამ– არა” იქნებოდა, მაგრამ თქვენ ხომ ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვიყავი, როდესაც “არასაც” ისევე ადვილად და უწი–უწის გარეშე ამბობდა როგორც კის. ვანოს თითოეული იუმორი, რომელიც მინახავს ან თვალი მომიკრავს ტელევიზორში დადგმული და საოცრად ყალბი მეგონა. მაგრამ, რომ დავინახე რომ ჟიურის სავარძელს მოკალათებული ვანო გაცილებით უკეთ ხუმრობდა ვიდრე “ვანოს შოუში” ცოტა არ იყოს და მომეწონა კიდეც ჟიურიში მისი აღმოჩენა. გეგა უცვლელი და განუმეორებელია როგორც ყოველთვის. მოკლედ, ჟიურითი კმაყოფილი დავრჩი.

დაგვიანება უყვართ ქალებსო მაგრამ მგონი ქალებზე მეტად გადაცემებს უყვართ დაგვიანება.  არაუშავს, როდის ყოფილა აქამომდის ზუსტად დაწყებულიყო რაიმე, თუ როგორც… მოკლედ, როგორც იქნა დაიწყო. თუმცა ცოტა არ იყოს და თავიდანვე რამდენიმე “არა” მიჰყვა. აშკარად ბედი არ სწყალობდათ ჩვენს “ნიჭიერებს”.

ჯერ იყო და 37 წლის ბელა გამოვიდა. თურმე ნუ იტყვი და ცეკვის და სიმღერის თანდაყოლილი ნიჭი ჰქონია და მისი ადგილიც სცნაზე იყო. ჟიურის წინ მდგარმა “მიშელ ჯექსონის” ერთ–ერთი სიმღერა შეასრულა და დამსახურებული  3 “არა” მიიღო.

მოცეკვავე ბელა მოტრიალე მაყვალა ქობუაშვილმა ჩაანაცვლა. რომელიც მიიჩნევდა, რომ მისი ნომერი სასიკვდილოც კი იყო! და ყველა იმ კაცზე უკეთესი იყო, ვინც თავში რაღაცებს ირტყამს. მოკლედ, ამბიცია ჰქონდა, რომ გამარჯვებულიც უნდა ყოფილიყო. თუმცა ვანომ სულ ტრიალ–ტრიალით უთხრა დიდი ბოდიშით მაგრამ “არაო”.

შედმდეგ იყო ზურა იოგის ილეთებით, ცეკვა, ედუარდის სიმღერა, ცეკვის მაგვარი ილეთები და ყველგან მტკიცე 3 “არა”. ის ის იყო ხელი ჩავიქნიე, პოსტის წერა გადავიფიქრე, რომ დაკი გამოჩნდა (ჰო დონალდი), გიორგის ეძახდნენ და არაჩვეულებრივად იცეკვა. გიორგის უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდები მიჰყვენ. ჯგუფი ფანტომი. ჯგუფის წევრებმა შეძლეს და ინტერნეტის საშუალებით 5 თვეში დაამუშავეს მატრიცული პანტონიმა. მსგავსი რამ, ჯერ საქართველოში არ ყოფილა! თვით გეგას შექებაც კი დაიმსახურა.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფრის შემდეგ საქმე “რიხინ–რიხინით” აეწყო და გამომსვლელები ერთმანეთის მიყოლებით “კი”–ს იმსახურებდნენ. ჯერ ოჯახურ–მეგობრული კვინტეტი გამოვიდა, და მათი მიზანი – გააგებინონ ხალხს, რომ არსებობს ჯგუფი, რომელიც უკრავს ჯაზს, შესრულებულია და  3 “კიც” აქვთ. შემდეგ იყო ჯგუფი მიქსი, უკაცრავად ვორტექსი. 22 ბავშვისგან შემდეგარი ჯგუფი, რომლებიც შეგნებულად და მიზანწრაფულად მიიწევენ წარმატებისკენ და “კი”–ც დაიმსახურეს.

ყველაზე გასაოცარი და ჩემთვის კულმინაცია კაუჩუკოს კაცი იყო, რომელმაც მოახერხა და 50X50-ზე ყუთში ჩაძვრა და გამოძვრა. ნუ, ჰო ვინმეს რომ ეთქვა არც მე დავიჯერებდი.

როგორც ჩანს გადაცემის მსვლელობისას ყველაზე ემოციური 3 წუთი ნატალი ვეფხვაძეს დაეთმო. მან შესძლო და ფეხზე დააყენა მაყურებელი, ჟიური. გაამართლა დედის იმედები და გავმეორდები და ვიტყვი, რომ ეს ის მომენტი იყო როდესაც მხოლოდ ერთმა სიმღერამ შესაძლოა მთელი ცხოვრება შეცვალოს. ამაღელვებელი რამდენიმე წუთის შემდეგ სცენა ლაგოდეხიდან ჩამოსულ გოგონებს დაეთმოთ, რომლებმაც აბბას პოპური შეასრულეს და საკმაოდ წარმატებულადაც.

მერაბ სვანიშვილი კი მაგიური ნომრის ჩატარებას და დარბაზის გათიშვას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ ხელში დამწვარი პატარა ხე და გასართობად სცენაზე ასული 4 ყმაწვილი შერჩა ხელთ. უცნაური კაცი კი იყო მაგრამ არ მეგონა დანარცენ გამომსვლელებზე ასე თუ იმოქმედებდა. ერთმანეთის მიყოლებით ამბობდნენ სოფო, გეგა და ვანო “არას”.

ასევე არ გაუმართლა სკოლის მოსწავლე დავითს, რომელსაც საკუთარი გამოსათვლელი ფორმულა ჰქონდა და  შეეძლო ერთნიშნა, ორნიშნა და სამნიშნა რიცხვები ზეპირად (!) გაემრავლებინე თავის თავზე. გეგა, ვანო და თიკა “კალკულატორით” ამოწმებდნენ და შეცომა მაინც ვერ უპოვეს, თუმცა შემდეგ ეტაპზე გადასვლა ვერ მოახერხა. მარტივი მიზეზით – შოუ არ დაიდგმევა ამ შენი ნიჭითო. თუმცა გადაცემა 8 წლის ნიცას ცეკვით დასრულდა. აღმოჩნდა, რომ ერთი შეხედვით პატარა, მოცუცქნულ, მორცხვ გოგოს არაჩვეულებრივად შეძლებია ჰიპ–ჰოპის ცეკვა.

შემდეგ სერიაშია კი:

18 thoughts on “ნიჭიერი

  1. tatatatuli

    დაკის ვიცნობ და მართლა ნიჭიერია. უმეტეს დროს ილეთების დამუშავებას და ახალი ვარიანტის მოფიქრებას ანდომებს, საუბრის დროსაც ცეკვა-ცეკვით ლაპარაკობს🙂

    რაც შეეხება პოსტს, პირველი ნახევარი კარგად ვიხალისე, ისეთი იუმორით გიწერია:) კარგია😉

    Reply
  2. prodigycow

    ვანოზე ზუსთატ იგივე ვიფიქრე მეც😀
    ის ბავშვი როგორ შემეცოდა დავითი,
    რა სახე ჰქონდა

    Reply
      1. LiLaC

        რავიცი, მე არ მომწონს ^^ მაგრამ ვიცი, რომ ქალები გჳჯდებიან. ერთხელ სანაყინეში ვიყავი და იქ შემოვიდა, გამყიდველი გოგო ისე დაიბნა, რომ გეგას თავისით მოუწია ნაყინის ამოღება : )))

  3. anna

    აუ მიყვარს ეს გადაცემა ….
    გეგაც მომწონს…
    მოკლედ რა.. ჩავუჯდები და ხვალ ალბათ პოსტსაც დავწერ ^^

    Reply
  4. anna

    ისე დავწერე კომენტარი , პოსტი არ წმაიკითავს, აქაოდა გადაწერა არ გამომივიდესთქო :დ

    Reply
  5. Qilipa

    კარგია, მაგრამ ,,აშლანგით” რა უბედურებააა? :დდ ა-შლანგი :დ

    Reply
  6. mariammakharadze

    es Jiuri momwons ! nika memanishvils ragacaniri gasjhterebuli saxe qonda yvelaferi
    vanom aq ufro macina😀
    da miuxadavad imisa,rom sofo ukve mogvbezrda mainc momewona
    raxan maia asatiani agar zis ik😀
    bolo bavshvi iyo usayvarlesi namdvili msaxiobi🙂
    natali vefxvadzem vagiareb da amatira

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, ჟიური მართლა წელს უკეთესია ვანოსგან გაოცებული დავრჩი, სასიამოვნოდ გაოცებული ^_^

      Reply
  7. ilyaverse

    ჯაზს რომ უკრავდნენ , ძალიან მაგარი იყო… მომეწონა ეგ ნომერი და ნიცაც ძალიან საყვარელი იყო = ))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      იყოს გეი ^^ მე მაინც მიყვარს❤

      თორე ჰეტერო რომ იყოს ხომ სულ ჩემტან იყო რა :დ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s