მიყვარს

ჩხუბისთავობა – ჩემი მოწოდება

შარიანობა – პროფესია

ჭორიკნობა – ჰობი

ნუ ბოლო პუნქტი არაფერ შუაშია, სიტყვას მოჰყვაო რომ ამბობენ ეგ იყო.

რაც ვიზრდები მით უფრო შარიანი ვხდები. კვირაში ერთხელ მაინც ვნატრობ ჩხუბს, კამათს ან მსუბუქ დაძაბულობას მაინც. ნეგატიური ემოცია უნდა მოჰქონდეს წესით, არა და სხვანაირად მოქმედებს. თუ ჩხუბს და კამათს ვერ ვიღებ, როგორც კვირის ნორმას, მაშინ  გადავდივარ კბენაზე, დავდივარ აღრენილი და ვეიაზვები და ვესწერვები ყველას განურჩევლად ერისა თუ სქესისა. თუ გადმოვანთხიე ჩემი ყველა ცუდი ემოცია არაჩვეულებრივ ხასიათზე ვდგები. კმაყოფილი საკუთარი თავით და ნამოქმედარით.

არა და რომ უფიქრდები ჩხუბი იდეაში სულაც არაა ნორმალური. კი, ჭეშმარიტება კამათში იბადებაო, მაგრამ ჭეშმარიტებას სულაც არ ვეძებ. უბრალოდ ჩხუბი მიყვარს❤ ჩხუბი და კამათი განსხვავდება მაგრამ კამათი, როგორც წესი ჩხუბის წინაპირობაა როდესაც ნორმალური მოკამათე არ გყავს, ასე რომ… ^_^

15 thoughts on “მიყვარს

  1. alleskreativ

    ჩხუბის დროს ცუდი განწყობისგან იცლები,მაგრამ ვისაც ეჩხუბები ისაა ცოდო. :S

    Reply
  2. Mari

    ახლა რასაც გეტყვი, არ გესიამოვნება, მაგრამ ასეა. დაბალი ღობეების ძებნაში ხარ სულ. თუ იპოვე, ეგრევე დააჩმორებ. ჰო, კიდევ ვინმემ ერთხელ თუ გაპატია ხმამარალი ლაპარაკი, მერე დაუკრეფავებში გადადიხარ და მორიდება აღარ გაქვს. ჰა, დამცხე ახლა.

    Reply
  3. Jessie

    უხ როგორ მესმის შენი ^^ ნამეტანად ბევრი ენერგია გაქვს და მაგიტომაც ხდება ეს ყველაფერი.. ბევრი ენერგია კაია ^^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დღეს დავიცალი იმდენი ვიჩხუბე ^^ მაინც მოახერხე! აი ეგრე! :დ

      Reply
  4. Lord Vader

    მთავარია, რასაც აკეთებ ყველაზე მაგარი იყო.
    ნუ ტოპ 10 მაინც.

    Reply
  5. მოხეტიალე

    ყვითელი ჟურნალების სათაურს ჰგავს შენი პოსტის სათაური. შემომიტყუა და ლავსთორის ნაცვლად ჩხუბსთორი შემრჩა ხელთ :)))

    Reply
  6. Lord Vader

    ვგიჟდები სათაურების მოგონებაზე.
    აი ახლაც ერთი 15 სათაური მაქვს მზად და პოსტებს ვეძებ🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე ვერ ვფიქრობ ხოლმე. პოსტს დავწერ და მერე 15 წუთი ვიტანჯები რა დავარქვა იმის ფიქრში

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      ნებისმიერს რაც მომწონს :დ მაგრამ საერთოდ მუსიკას არ ვუსმენ ^^

      Reply
      1. Kent

        suicede silence < es naxe amas mousmine, shtabechdileba damrcha rom mogewoneba😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s