რა უნდა…

რამდენიმე დღის წინ მარიმ მკითხა სად არის შენი სამოქმედო გეგმაო, ვერ ვხედავო. არ მიყვარს გეგმები, მერე მგონია ამ გეგმით ვარ ჩარჩოში მოქცეული და აუცილებლად (!) უნდა შევასრულო. არა, ისეც კი მაქვს შესასრულებელი მაგრამ არ შესრულების შემთხვევაში წინ “გეგმა” არ დამხვდება რომელიც გამახსენებს, რომ რაღაც ნიტოდაა. თუმცა თავისუფლად პარპაში არ გამომადგება. მერე რა რომ არ მიყვარს ჩარჩოები, არ მიყვარს to do list-ები რომელიც მახსენებს რომ ჩემი აუცილებელი საქმე მაქვს, რომელსაც ჩემ გარდა ვერავინ გააკეთებს.

სიყვარულოვნა

სიყვარულოვნა

პირველ რიგში ამდენი ხნის მანძილზე, რომ ენას კბილს ვაჭერდი ისევ უნდა დავაჭირო. არ მიყვარს ხალხის გაოგნებული სახეები, (არც მათი წარმოდგენა), გაოგნებული, გაკვირვებული და ხშირად აღშფოთებული ტონით ნათქვამი სხვა და სხვა ფრაზები, ძირითადად მხოლოდ ერთი ფრაზა.

ვუბრუნდები დიეტას. “ვისვენებ, დავიღალე, აღარ შემიძლია” ძალიან გამიგრძელდა და აშკარად მოვიმატე წონაში. ხო და კმარა!

წინის წინა თუ იმის წინა პოსტში ვთქვი და აქაც უნდა გავიხსენო, სწავლას ვუბრუნდები. უნდა ვისწავლო. თანაც უკვე იმდენად უსაქმურად ვარ, რომ მომენატრა კონსპექტების გაკეტება, ნერვების მოშლა და ხანდახან დროის უქონლობა.

უკანასკნელი relationship-იდან გამომდინარე, ვისწავლე რომ ყოფილებთან დაბრუნება არ გამოვა. და კარგად უნდა გავითავისო ეს, რომ გული არ დამწყდეს რაღაც–რაღაცებზე.

რაც ნაკლები იცი უფრო მშვიდად გძინავსო, ხო და აღარ ვიკითხავ როდის? როგორ? რატომ? ვინ ვისთან? რამდენჯერ? რანაირად? და ა.შ

სამაგიეროდ რაც უფრო ნაკლებს ვლაპარაკობ საკუთარ თავზე და ჩემი კარგი თუ ცუდი ვიცი მხოლოდ მე, არ მაწყობს. არ მაწყობს რა… უბრალოდ ცუდად მოქმედებს ჩემს ხასიათზე. ხო და ხანდახან მეგობრებისთვის მოყოლა უბრალოდ გრძნობებისგან გათავისუფლებაა და ცუდი სულაც არაა.

რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა გავატარო კომპიუტერთან, უფრო სწორედ ფეისბუქზე. შევეცადო მობილურით ყოველ 2 წუთში ერთხელ ფბ–ზე არ ვიყო და notifications-არ ვამოწმებდე.უკვე იმდენად აქტიური ვარ ფბ–ზე, რომ მროველმა წამშალა კიდეც ^_^ ყველგან ეგ იყოვო :დ

ყველაზე საჭირო, ყველაზე მნიშვნელოვანი–ვიშოვო სამსახური (!!!). არ მაქვს პრეტენზია, რომ პირველივე კურსზე ჩემი პროფესიით დამასაქმებს ვინმე, ან თუნდაც სტაჟიორად ამიყვანს. უკვე ისე ვარ, რომ ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვარ. ნებისმიერში ვგულისხმობ ნებისმიერს. მთავარია, რომ ლექციების დროს არ დაემთხვეს.

შევეჩვიო ადრე დაძინებას (12–ზე ან 1–ზე მაინც). და სხვათაშორის ამ “პუნქტზე” უკვე ვმუშაობ. ვწვები ადრე, მერე რა რომ მთელი 2 საათი უაზროდ ვგიდვარ ლოგინში და ხელი ისევ მობილურსიკენ (ფბ–ზე შესასვლელად) გამირბის. მთავარია რომ ვცდილობ!

მივხედო საკუთარ თავს. 1.შევიჭრა თმა. უკვე ისე გამეზარდა რომ ძალიან უფორმოდ მაქვს, ნორმალურად ვერც ვიკრავ და დავდივარ გაწეწილი, თან ამ ქარში. 2.მივიდე “მანიკურშასთან” და მივხედო ჩემს ფრჩხილებს, ძალიან დავიკიდე და არ მომწონს. 3.ვისწავლო პარფიუმერიის გამოყენება. უკვე იმდენი ნივთი დამიგროვდა, რომ სინდისი მქეჯნის უაზროდ, რომ მიყრია ჩანთაში, უფრო სწორედ უჯრაში. პრინციპში რომც ვისწავლო მაკიაჟის კეტება გამკეთებელი მე არ ვარ და :/

გავუფრთხილდე ნერვებს. არ გავღიზიანდე უაზრო იუმორზე, უაზრო საქციელზე, უაზრო კომენტარებზე, უაზრო ადამიანებზე და ვიყო ჩემთვის.

საკმაოდ დიდი გამოვიდა. ხო და ვიწყებ ამ გეგმის განხორციელებას ❤

UPDATE

ძალიან მინდა ტატუ უკვე დიდი ხანია. თითქმის ბავშვობიდან ვოცნებობდი და ყოველთვის ვამბობდი, რომ გავიზრდები უნდა გავიკეთოთქო თუმცა არ ვიცოდი რა დამეხატა :/ ეხლა ვიცი, სამაგიეროდ ისიც ვიცი რომ ტატუ რომ გავიკეთო მამაჩემი რბილად რომ ვთქვათ მომკლავს ^^ ხო და უნდა მივაღწიო იმდენს, რომ ჩემს ტატუზე რეაქცია არ ჰქონდეს, ან მაქსიმუმ შემომხედოს “ვაი შენს პატრონს” თვალებით.

ასევე ძალიან მინდა პირსინგი, წარბზე. ფსიქემ გაიხვრიტა, თან თავისით და მშურს :(( არ ვიცი ამას რამდენად მოვახერხებ უახლოეს მომავალში მაგრამ მე მაინც მექნება ნახვრეტი წარბზე! ^^ ნუ თუ არა და გადამივლის სურვილი რა :დ

Advertisements

13 thoughts on “რა უნდა…

  1. wissner

    ოოო რა ძნელია მაგის განხორციელება მხოლოდ თინის გამოსდის :დ

    Reply
  2. Mari

    ეუ, რა კაია.. ე.ი. აწი მომიყვები ხოლმე ხო რაღაცებს?
    მომეწონა შენი იდეები. წარმატებებს გისურვებ :*

    Reply
  3. ირმის ნახტომი

    “რაც ნაკლები იცი უფრო მშვიდად გძინავსო, ხო და აღარ ვიკითხავ როდის? როგორ? რატომ? ვინ ვისთან? რამდენჯერ? რანაირად?” – კაი იყო ;))

    Reply
  4. Mari

    აჰა, ბოლო რომ მიუმატებია… არადა ყველაზე ბავშვური აზრი ეგ არის.

    Reply
  5. fsiQe

    “რაც ნაკლები იცი უფრო მშვიდად გძინავსო, ხო და აღარ ვიკითხავ როდის? როგორ? რატომ? ვინ ვისთან? რამდენჯერ? რანაირად? და ა.შ” -ექსთან მიმართებაში ეს ყველაზე მაგარია, თუ გამოგივა 🙂

    და აი პირსინგი წარბზე მრთლა მოგიხდება ^_^ და არ დაინდო, გაიკეთე. მერე მოიხსნი თუ რამეა :დ თან სულ არაა მტკივნეული :გამოცდილისმაილი:
    ტატუ კიდევ, მეც მინდა, მაგრამ მეშინია არ მომბეზრდეს

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სანამ მამაჩემს დავარწმუნებ რომ ტატუ,პირსინგი,სიგარეტი,გვიან სახლში დაბრუნბა და ა.შ სულაც არაა წინაპირობა მომავალში ბოზი გახდე მანამდე არ გამომივა არაფერი 😦

      ხო და როცა ეგ გამომივა მერე ალბათ სურვილიც აღარ მექნება 😦

      Reply
  6. Seymour Glass

    აბსოლუტურად გეთანხმები. გეგმები არც მე მიყვარს, კაი ჯიგრულ სპონტანურობას რა ჯობია? 😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არც არაფერი ❤
      მაგ სპონტანურობით მოვედი აგერ 19–წელია უკვე ^
      მაგრამ რავიცი, ამბობენ კაიაო და ვცადოთ აბა :დ

      Reply
  7. vekoo

    სიახლეებს შენს ცხოვრებაში რაც შეეხება, ხო, ჯობია შენთვისვე დაიტოვო და სახალხოდ არ ისაუბრო : ))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s