პირველი კვირა თსუ–ში

ალბათ ის, რის მიმართაც დადებითად ხარ განწყობილი და სინამდვილეში აზრზე არ ხარ რა არის, სულ რომ ერთი ნაგავი აღმოჩნდეს მაინც მოგწონს.

მთელი აბიტურიენტობა თსუ–ს ნატვრაში გავატარე და არ მოვხვდი, მაგრამ ჩემი იქ სწავლის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბოლოს თეუსუ და თსუ შეაერთეს (ჩემს თავზე ვიღებ ამ შეერთების ამბავს :დ ) და აგერ უკვე მესამედ II კორპუსში ლექციებსაც დავესწარი.

ბევრი თეუსუელისგან განსხვავებით საერთოდ არ გამჭირვებია http://sms.tsu.ge/ – ზე საგნების არჩევა, ამ საგნების ცხრილში მოძებნა და ინდივიდუალური ცხრილის დალაგება. არ გადმოვმდგარვარ თსუ–ს ფან ფეიჯზე და არ მიღრიალია თეუსუელებს ნუ გვჩაგრავთ–მეთქი.

თსუ თუნდაც მხოლოდ იმიტომ მომწონს, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე მასწავლიან იმას რაც კავშირშია უშუალოდ სამართალთან და არა მიკრო თუ მაკრო ეკონომიკას, თუნდაც ვერბალურ ტექნოლოგიებს. როგორც ვთქვი მესამეჯერ დავესწარი უკვე ლექციებს და სამივე ლექტორით აღფრთოვანებული დავრჩი. მათი საუბრის მანერა, დამოკიდებულება სტუდენტებთან და საკუთარ საგნებთან, ადგილი სადაც თსუს II კორპუსია, გარშემო უამრავი ნაცნობი და საყვარელი სახე… მოკლედ ყველაფერი მომწონს. სასემინარო ჯგუფების ცხრილიღა დამრჩა გასარკვევი და ყველაფერი კარგად იქნება.

ყოველთვის, როცა სწავლას ვიწყებ, იქნება ეს სექტემბერი თუ არდადეგებიდან დაბრუნებული თებერვალი ვამობ ხოლმე ” ვსო, ამ სემესტრში კარგად ვისწავლი”. არ დავარღვევ ტრადიაციას და გავმეორდები – ვსო! ამ სემესტრში კარგად ვისწავლი. არ ვისწავლი და ვისი აჯობებს ვნახავთ, უბრალოდ გამოცდებს ვერ ჩავაბარებ და ეგ იქნება.

წარმატებები მე!

11 thoughts on “პირველი კვირა თსუ–ში

  1. LiLaC

    წარმატებები, წარმატებები!!! )) ისე, კი მეგონა, რომ თსუ-ს ტერიტორიაზე ხშირად შევხვდებოდით, მაგრამ პეკინზე და თან შუქნიშანზე, ძაან სასაცილო იყო ^_^ ვერც მოგესალმეთ ნორმალურად, უცბად მანქანას რომ გავეტანეთ? : ))) ხოდა, გამარჯობა ))

    Reply
  2. knuti

    +1 მეც იგივე განწყობა მაქვს და ჩემი ჯგუფელების დაგრუზულ სახეებს რომ ვუყურებ და ფრაზებს რომ ვისმენ, ვცდილობ თვალები და ყურები დავხუჭო :დ
    მე მომწონს თსუ ^_^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მეც მომწონს ^^ ნუ ჯერჯერობით მაინც :დ
      ხო და რამ გადარია ეს ხალხი მაგას დღემდე ვერ ვხდები:/ თეუსუელები:/

      Reply
  3. knuti

    ბოლო–ბოლო ლექციაზე დასწრებას მაინც არავინ მავალდებულებს და მეე დეკანთან არავინ მიბარებს 1 გაცდენილი ლექციის გამო :დ

    Reply
  4. oddcreature

    კეთილი იყოს ჩვენს უნიში შენი ფეხი.უცებ სათაური რომ ვნახე, ალაბათ რაგაც სისაძაგლე ეწერება მეთქი თსუ-ზე მაგრამ ფრიად გაკვირვებული დავრჩი. კარგია რომ მოგწონს :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ალბათ ის, რის მიმართაც დადებითად ხარ განწყობილი და სინამდვილეში აზრზე არ ხარ რა არის, სულ რომ ერთი ნაგავი აღმოჩნდეს მაინც მოგწონს.

      რაც არ უნდა იყოს ეს ტსუ მე მაინც მომწონს, ჯერჯერობით ^^

      Reply
  5. prodigycow

    ველქამ,
    მაგრამ ნუ იფიქრებ რო ყველა ფაკულტეტი ეგეთი წკრიალა და იდეალურია😀
    აგე ერთი კვირაა სწავლა დამეწყო და რამდენი ლექციაზე მივდივარ, აუდიტორიაში რო შევდივარ ევროპის ქვეყნების პოლიტიკის მაგივრად ორსულობაზე კითხულობენ ლექციებს.
    მერე გამოვდივარ, გადავდივარ სხვა კორპუსში და ვპოულობ, რომ სულ რაღაც ორი დღის წინ ამოწერილი განრიგი უკვე ძველია😀
    და სულ ასეა ყოველ სემესტრში. ყოველშემთხვევაში უკანასკნელ ორს მოვესწარი და ორივეში ესე ხდება

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არც იურიდიული ფაკულტეტია წკრიალა. ბოლო–ბოლო სასემინარო ჯგუფები ჯერ არ გახსნილა😦

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s