სტრიპტიზი სპეციალურად ჩვენთვის

By Vasassi.com

არაფრისმთქმელი რეპორტაჟი

საღამოს ცხრა საათია. მე და ჩემს მეგობარს სტატია გვაქვს დასაწერი. თემა – ღამის ცხოვრება თბილისში. ჟურნალის თანამშრომლები არ ვართ, უბრალოდ, პრიზით მოგვხიბლეს: ბათუმის ჯაზ-ფესტივალს დაესწრებითო და ჩვენც, ჰიუ მასაკელას ცოცხლად მოსმენის ხათრით, ორ დღეში თბილისის ყველა ღამის კლუბი და (რუსული რომ არ ვიხმარო გაუგებრად ვიტყვი) პრესტიჟურლი ადგილი შემოვირბინეთ.

დაღლილები კოსტავაზე ჩამოვედით. ერთ-ერთი ღამის კლუბიღა გვაქვს დარჩენილი. აქ არის სადღაც. იმედგაცრუებულები ვდგავართ: ბარი დაკეტილია.

რა ვქნათ?! უცებ მოცემული თემა და მოსამზადებლად მცირე დრო.

– უნდა შევიდეთ! – და საქმიანი სახეებით გავემართეთ იქვე მდებარე სტრიპტიზ-კლუბისაკენ. კარში დაცვა გვხვდება.

– უკაცრავად.. – გზას გვიღობავს მაღალი.

– ჩვენ ჟურნალისტები ვართ და ბლა ბლა ბლა.. – ვაყრით.

– ერთი წუთით, – დაცვა მაღალ გოგოსთან ერთად ბრუნდება.

– რა ხდება? – კითხულობს გოგო ამრეზით და გვათვალიერებს. ახსნის პროცესში სახე ეცვლება და მფლობელის კარამდე თავაზიანად მივყავართ.

რამდენიმე წამში საბილიარდოში აღმოვჩნდით. ღია ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი დაბალი, ჩაჯირკული კაცი ალექსად გაგვეცნო. მეპატრონე ფუმფულა, ქერათმიანი და ბეჭდებასხმული ქალია. ვუხსნით,  რა გვინდა. როგორც ყველა, ისიც თავისი კლუბის უნიკალურობაზე აკეთებს აქცენტს. დროდადრო ალექსთან თურქულად საუბრობს.

– ქვემოთ დიდი ფართი გვაქვს და არ გინდათ ნახოთ? – საუბრის დასასრულს იმ ქლესა ტონით გვეკითხება, რომლითაც ჟურნალისტებს ესაუბრებიან ხოლმე და, რომელსაც, ჭირის დღესავით ვერ ვიტან.

რატომაც არა?! დარბაზში ჩავდივართ. შუაში დიდი პოდიუმი რომ არა, მუსიკით, ძველებური თაღებითა და მიმტანების ჩაცმულობით თავი სახინკლეში მეგონებოდა.

– აქ ცხოვრება ღამის 12-ს მერე იწყება და ექვსამდე ვმუშაობთ, ბოლო კლიენტამდე. ბევრი ცნობილი სახე მოდის ჩვენთან, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც (გეგონება, ხელისუფლებაში ადამიანები არ მუშაობენ). ახლა მუსიკა გამორთულია, სტუმარი ჯერ არაა მოსული. როგორც კი გამოჩნდება ვინმე, გოგონები მაშინვე ავლენ პოდიუმზე. გინდათ, ნახოთ გოგონების შოუ?! – მოგვიბრუნდა ალექსი.

– და სტუმრები ხომ ჯერ არ არიან?! – რა ვიცით, მაინც. ავტობუსის სტუდენტური პალსტიკურებით დავდივართ და უკანასკნელი 1.60 კალორიებით ამოტენილ მიწისთხილში დავხარჯეთ.

– სპეციალურად თქვენთვის, – იღიმის ალექსი და დიჯეის ანიშნებს.

ქვემოთ ჩავდივართ. ვიკავებთ ზემოდან წინასწარ შეგულებულ საუკეთესო ადგილს და პოდიუმზე ასულ გოგონას შევცქერით. გოგონა ოსტატურად ეხვევა ბოძს. ვხვდებით, რომ ეს რთულია.

– რამეს ხომ არ ინებებთ? რძიანი კოქტეილი გვაქვს, საფირმო, – გვთავაზობენ მესამედ.

– გმადლობთ, მე მარხვაზე ვარ, – დავასწარი მეგობარს.

– წყალი, თუ შეიძლება, – მის ტონზე ვხვდები, რომ ერთი გულიანი გადახარხარებისათვის ყველაფერს მისცემდა.

– გოგონებს ორ-სამთვიან კონტრაქტს ვუდებთ. მათი 90% უკრაინელია, – აგრძელებს ალექსი.

– ასე მოკლევადიანს რატომ?

– მოსაბეზრებელი რომ არ გახდეს. ყოფილხართ როდესმე სტრიპტიზ-კლუბში?

– არა.

ამასობაში ჰაუსი დამთავრდა და რუსული მუსიკა დაიწყო. ცეკვა გაგრძელდა.

– რატომ მაინცდამაინც რუსული მუსიკა? – ვიმრიზებით სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე.

– ხომ გითხარით, გოგონების უმეტესობა უკრაინელია და მათ თან ჩამოაქვთ უკვე მომზადებული ნომრები. მაგალითად, ზოგი სტინგზე ცეკვავს, ზოგი ბილანზე. ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, – გვპასუხობს ალექსი.

– გასაგებია, – სინქრონში ვიყუდებთ ყინულიან წყალს და ახალ, გაცილებით მაცდურ შემოთავაზებას ვიღებთ:

– გინდათ ჯგუფური სტრიპტიზი ნახოთ?

ბუნებრივია, უარი არ გვითქვამს. ალექსი მიდი და ხუთი წუთის შემდეგ ბრუნდება:

– თუ ნახევარ საათს დაიცდით, ყველა გოგონა მოვა. ახლა მათი ნაწილი აკლია. 10 საათია. ძალიან გვინდა ნახვა, მაგრამ მალე ავტობუსები აღარ იქნება.

– ვფიქრობთ, საკმარისია. მადლობა, – ხელს ვართმევთ მასპინძლებს და წმინდა თანამშრომლობის თვალსაზრისით ვცვლით ნომრებს.

– წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, აეროპორტით რომ ჩაგწეროთ (ჟურნალი, რომლისთვისაც სტატია მზადდებოდა, ერთ-ერთი ქართული ავიაკომპანია გამოსცემს)? – გულწრფელია ალექსი.

– მე სტრიპტიზად ჩაგწერთ, – არ ჩამორჩა ჩემი მეგობარი.

კლუბიდან გულდაწყვეტილები გამოვდივართ. ჯერ ერთი, ჯგუფური სტრიპტიზის ნახვა გვინდოდა და მეორეც, შიშველი მკერდის დანახვაზე ვერაფერი ვიგრძენით.

 

P.S. ისე, მაგარია ჟურნალისტობა. რასაც გინდა, ყველაფერს ნახავ, თან უფასოდ.😀

17 thoughts on “სტრიპტიზი სპეციალურად ჩვენთვის

  1. Mari

    ვასასიიი, სახლში იციან სტრიპტიზ-კლუბებში რომ დადიხარ?:mrgreen:

    Reply
  2. vasasi

    არა.. :უსერ:

    კი არა, მე ჩემს პროფესიულ მოვალოებას ვასრულებდი..😀

    Reply
  3. siyvarulovna

    აუ, არასდროს ვყოფილვარ სტრიპტიზ კლუბში😦 მინდა ერთხელ წასვლა და ამ შემთხვევაში მშურს შენი :დ

    აი, ჯგუფური სტრიპტიზი პირველად გავიგე :დ
    მესმის 2, 3 ერთად მაგრამ ჯგუფური რაღაც მაშტაბური მგონია.

    რატომღაც ვერ წარმომიდგენია ბილანის სიმრერაზე მოცეკვავევ გოგო:/

    შიშველი მკერდის დანახვისას რა უნდა გეგრძნო :პ ალბათ ისედაც ყოველდღე უყურებ ხოლმე და :პ

    ხო და welcome ვასასიკო ჩემს ბლოგზე❤❤ გამიხარდი :*

    Reply
  4. vasasi

    სხვისი ვიგულისხმე.. :შ

    არ ვიცი, სავარაუდოდ, ორი-სამი გოგო იცეკვებდა..

    ნუ, შესაშური არაფერია. დიდი ვერაფერი იყო..😀

    ჰო, ოღონდ ვერ გეტყვი რა პასუხს გაგცემდი, კაცი რომ ვიყო.. :

    Reply
  5. エカ (aka Katiee)

    აუ რა გულისწყვეტა იყო,
    რა იყო, შენც მოგინდა ბი-სექსუალური ექსტრემალური შეგრძნებები?😀

    Reply
    1. vasasi

      ეკა, არა..

      ჰეტეროს ტყავში თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.. :))

      Reply
    1. vasasi

      კი, მანდ ვიყავით…
      “კუბიკში” უნდა მივსულიყავით იმ დღეს, მაგრამ დაკეტილი აღმოჩნდა, ბოლო დღე იყო თან რესერჩის და მანდ შევიარეთ.

      Reply
  6. Lord Vader

    ვასასის ავატარი ვორდპრესზე…
    დამბურძგლა, რომ დავინახე😉

    Reply
      1. siyvarulovna

        არ გელოდა თუ ბლოგსპოტს უღალატებდი და :დ
        ან რავი, რატომ დაგბურძგლა ვადერ? :დ

  7. prodigycow

    მე სტრიპტიზად ჩაგწერთო ჰაჰააა😀
    მეც არ ვიტყოდი უარს ეგეთ სტატიაზე

    Reply
  8. knuti

    მარხვა და სტრიპ.კლუბი მოუხდა განსაკუთრებიტ ერთმანეტს😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s