ჭირი იქა ლხინი აქა… თბს–ის თამაში

უხსოვარ დროში TBC-მ საკუთარი განძი ტყეში, მიწაში დაფლა. მისი აზრით ეს ყველაზე საიმედო ადგილი იყო ფულის შესანახად. მაშინ ბანკები არ არსებობდა. იმისათვის, რომ დამალული ქონებისთვის ვერ მიეგნოთ ერთგვარი რუკები შეიმუშავა (სულ 3–4) და პატარ–პატარა მინიშნებები გააკეთა, რათა რუკის აღმოჩენის შემთხვევაში განძის პოვნა არ გაიოლებოდა მის შთამომავალს. გამოხდა ხანი. V საუკუნეში ამ ტყის ადგილას ქალაქი გააშენეს და TBC–ის შთამომავლებს გაუჭირდათ დამარხული განძის პოვნა.

ერთ მშვენიერ დღეს თბს–ის შთამომავალმა ჯერ ბანკი დაარსა და ბოლოს გადაწყვიტა მისი ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუის… ბაბუის განძის პოვნა.  საკმაოდ რთული აღმოჩნდა და გადაწყვიტა ამ “რბოლაში” ტყის ადგილას გაშენებული ქალაქის მოსახლეობა ჩაერთო. მისი მიზანი მხოლოდ დამარხული განძის პოვნა იყო. ხოლო მას ვინც ამ ადგილს იპოვიდა სწორედ იმ 10 000–ს ჰპირდებოდა რაც წლების განმავლობაში მიწაში იდო.

დღეს, დილის 10–საათიდან მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიოტორიაზე, სადაც მდებარეობს თბს ბანკის მთავარი ოფისი, შეინიშნებოდა ხალხმრავლობა. ისინი დამარხული განძის საპოვნელად და ჯილდოს მისაღებად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ ჩამოყალიბდა პატარ–პატარა გუნდები, რომლებსაც დაურიგდათ უკვე ნაპოვნი რუკები და მინიშნებები და დაიძრნენ მიზნის მისაღწევად.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხალხში ამ ამბავმა დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. გავრცელდა ხმები თითქოს ეს საზოგადოება ფულს ხარბდება, უსაქმურები არიან, ფულის ღორები და ა.შ. თუმცა იგივე ხალხს ეს 10 000 რომ მისცე დაუფიქრებლად გამოგართმევენ, უბალოდ ტრაკის განძრევა და ფიქრი ეზარებათ, რაც ორივე საჭიროა ამ “რბოლის” მოსაგებად.

მე ვწუწუნებდი დრო, ენერგია და ნერვები არ მაქვს ამის სათამაშოდთქო მაგრამ დღეს გასაშიფრი წერილები, რომ ვნახე მივხვდი არც ტვინი მქონია. ჰო და წარმატებებს გისურვებთ❤

ესეც პატარა ვიდეო თამაშის პირველი ეტაპის დროს გადაღებული:

2 thoughts on “ჭირი იქა ლხინი აქა… თბს–ის თამაში

  1. Jessie

    რატომღაც მიხარია, რომ ამ დომხალში არ ვიღებ მონაწილეობას.. არ ვიცი.გუშინნ ამდენი მორბენალი ადამიანი რომ დავინახე გული შემიწუხდა.. ღმერთმა გვიშველოს არაფერი ცუდი არ მოხდეს ამ კონკურენციაში
    მთავარია სიმშვიდე

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s