ბლოგერები სხვადასხვა TV შოუებში

ბლოგერები პროფილში

რეკლამა: ხუთშაბათს, საღამოს 10–სთ–ზე მე და ბლოგერები ვემზადებით თქვენთან შესახვედრათ.

დასაწყისი, ანუ შესავლის ნაცვლად მაია სიტყვით: საქართველოში სოციალურმა მედიამ სულ ცოტახანია რაც ფეხი მოიკიდა, თუმცა ახალი მედიის წარმომადგენლები საკმაოდ ბევრნი არიან და მათი ასაკი  განსაზღვრული არ არის. აი ასინიც (ტაშის ფონზე შემოდის 10–15 ბლოგერი და იკავებენ ადგილებს).

მაია: მოგვიყევით თქვენს შესახებ (გაბადრული სახით).
აქ, ერთ–ერთი ბლოგერი იწყებს საუბარს იმაზე, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები და რომ სოციალური მედია და ბლოგინგი ეს არის…
მაია სიტყვას აწყვეტინებს (როგორც სჩვევია) და სვამს არც თუ ისე მოულოდნელ კითხვას: კი მაგრამ, თქვენ ხომ საათობით დროს ატარებთ კომპიუტერებთან და პირადი ცხოვრებისთვის დრო როგორ გაქვთ?

აქ ერთხმად იტყვიან ბლოგერები, რომ მათი ცხოვრება კომპიუტერს და ინტერნეტს ცდება (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს) და მათნაირი პირადი ცხოვრება (მრავალფეროვანი) შესაძლოა ბევრისთვის სანატრებელიც გახდეს.
მაია ინტრიგდება და გაოცებული სახით ჩამოუჯდება გვერდზე რომელიმე ბლოგერს და იტყვის: მოგვიყევით!

ერთ–ერთი ბლოგერი, ან რამდენიმე, ვისაც არ ეზარება და ეხალისება კიდეც საკუთარ ცხოვრებაზე ლაპარაკი (პრინციპში ბლოგერების უმეტესობა მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე საუბრობს ბლოგებზე) დაიწყებს  და გადმოალაგებს საკუთარ “ბინძურ თეთრეულს” (ბინძური შეიძლება არც იყოს, უბრალოდ ფრაზაა ეგეთი). ძალიან გულღიად მოჰყვება თუ ვის დაშორდა გუშინ, დღეს ვის სხვდება და როგორ ზასაობს მისი მეგობარი (დაქალი ან ძმაკაცი). აქვე გაიხსენებენ ბლოგერების ერთ–ერთ მთავარ მიღწევას “facebook-მა რა ჰქმნა?”–ს და აღნიშნავენ, რომ პრეზენტაციამ თუსაიდში ძალიან კარგად ჩაიარა . გაიხსენებენ ძირს განთხმულ ერთ–ერთ ბლოგერს, მოზასავე წყვილებს (გოგო გოგოსთან, გოგო ბიჭთან, ბიჭი ბიჭთან) და მაია სულ “ვაი”–ს ძახილით და ვიშვიშვით დაემშვიდობება მაყურებელს და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან.

ბლოგერები ნანუკას შოუში

ბლოგერები ნანუკას შოუში ისაუბრებენ იმაზე, რაც მაიამ არ დააცადა, ანუ: ისაუბრებენ ზოგადად სოციალურ მედიაზე და სოციალური მედია საქართველოში, ბლოგერებზე და ბლოგერები საქართველოში, ბლოგინგი როგორც ჰობი, ან ბლოგინგი როგორც პროფესია. იქვე ნანუკა მოაწყობს პატარა შეჯიბრს ვინ უფრო სწრაფად + ხარისხიანად დაწერს პოსტს რამეზე, მაგ: ნანუკას შოუზე. ნანუკა ბლოგერებს გააფრთხილებს და ეტყვის, რომ მას კრიტიკის არ ეშინია, არ აღიზიანებს და პირიქით, უყვარს კიდეც. გამარჯვებულს სავარაუდოდს აჩუქებს რამეს (როგორ უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული გადაცემის ბოლოს და რას აჩუქებს ეგ ჯერ კიდევ არ მომიფიქრებია). დამშვიდობებისას ნანუკა იტყვის, რომ ისიც სიამოვნებით დაიწყებდა ბლოგერობას.

ბლოგერები ნიჭიერში

როგორც მაიას “პროფილში” ითქვა და ხაზი გაესვა ათასჯერ, ბლოგერები ჩვეულებვი ადამიანები არიან და შესაბამისად რაღაც–რაღაც ნიჭი მათაც გააჩნიათ.

ნიჭიერზე გასავლელად ზურიუსი მოამზადებს ორ ნომერს 1.სტვენა; 2.სიმღერა. თუმცა გადაწყვეტს, რომ სიმღერა ძალიან ბანალური გახდა და დაუსტვენს. ჟიური ერთხმად აღნიშნავს, რომ მსგავსი ნომერი ფილარმონიის სცენაზე ჯერ არ უნახავთ და 3 “კის” მიიღებს. ჟიურის წინაშე სიმღერით წარსგება გრინ მარი და the phantom of the opera–ს იმღერს და ცოტა ხარვეზებიც მიუხედავად ჟიური ერთ შანს მისცემს (ისინი ხომ კეთილები არიან?!). ეგოისტი იცკვებს. თინი ვიოლინოზე დაუკრავს. ყვავა უკვდავი სოფიკოთი წარსდგება. ასევე იქნება სტრიპტიზის მოცეკვავე ადო, რომელსაც სტრიპტიზის ცეკვის გამოცდილება მხოლოდ skype-თი აქვს და გადაწყვეტს, რომ თავისი ნიჭი მთელს საქართველოს უჩვენოს. თავზე ფეხს შემოიდებს ანა, გადავა ხიდზე და შეასრულებს რამოდენიმე ელასტიურ ნომერს (wtf?). ფილარმონიის სცენაზე ვიხილავთ შაირებს, რომელსაც ქილიფა იქვე შეთხზავს. ლეონსიო იხუმრებს და ოთხი “არათი” გაუშვებენ. სამწუხაროდ სიყრუით და სიბრმავით არაფერი გამოვა თორემ ლანდიშაც ცდიდა ბედს.

დასასრულის ნაცვლად: დიდი ხანია პოსტი არ დამიწერია. ამის დაწერის იდეაც ძილში (?) მომივიდა და მერე მთელი ღამე ვფიქრობდი რას და როგორ დავწერდი. საბოლოოდ დღეს ერთ–ერთ ლექციაზე ფურცელზე (პირველად) დავწერე და უკვე აქაც გადმოვიტანე. ბევრისთვის სისულელე იქნება, უბრალოდ მთელი (ის) ღამე იმდენად გამაწვალა ამაზე ფიქრმა და არ დამაძინა, რომ უნდა(!) დამეწერა.

31 thoughts on “ბლოგერები სხვადასხვა TV შოუებში

  1. ირმის ნახტომი

    კარგია, რომ გადაიტანე.
    ისე, ღამე, არა რაღა ღამე და როცა დავწვები მეც ვწერ ხოლმე და თუ ლეპტოპის ჩართვა დამეზარა მერე რჩება ისე “დაწერილი”.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ფურცელზე რატომღაც ვეღარ ვწერ. ბლოგის new post-ის ფანჯარა უნდა მქონდეს გახსნილი, რომ ვწერო. უბრალოდ ამ “იდემა” მართლა ისე გამაწვალა :დ და თან იმ ლექციაზე ვკვდებოდი ისე მეძინებოდა და პოსტის წერის დროს გამოვფიზლდი და ენერგიაზე მოვედი❤

      Reply
  2. ჭინკა

    აააააა
    რა მაგარია❤
    მომეწონა ძალიან..❤
    ანაზე ვიცინე ბევრი :დ და ლეონსიოზე

    Reply
  3. Mari

    lol:mrgreen: გავსკდი სიცილით. რამ მოგაფიქრა ეეეეს? :))))))))))))))))))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გოგო ვიღაცამ ნანუკას შოუს ფან ფეიჯზე დაწერა, რომ ბლოგერები მიიწვიეთ გადაცემაში საინტერესო იქნებაო. ჰო და ეგ ვნახე ძილისწინ, ჩამყვა ძილში და მთელი ღამე არ მომასვენა და აი! 3 დღის მერე მოვახერხე და დავწერე

      Reply
  4. LiLaC

    ”ნიჭიერი” მაგარი იყო ^^
    შენ? რა ნიჭით წარსდგებოდი? :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აუ :დ ჩემზე არ მიფიქრია რატომღაც :დ მაგრამ დაბლა ვეკოს კომენტარი არის ის რითათ მე წავრსდეგბი ნიჭიერში :დ

      Reply
  5. knuti

    ლოლ :დ ძალიან მომეწონა ;დ მართლ მასეთი იქნება ბლოგერლი პროფილი,ნანუკას შოუ და ნიჭიერი :დდ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      :დდდდ ჰო :დ მეც ესეთი წარმომიდგენია :დ
      + ყოფილი ცოლების კლუბი დამავიწყდა :დ

      Reply
      1. knuti

        მანდ ბლოგერ ქალები მივლენ და ბლოგერი კაცების უხეშობაზე და საკუთარი ცხოვრების ტანჯულობაზე იწუწუნებენ? :დ

  6. vekoo

    მე ვიცი ნათია რა ნიჭითაც წარსდგებოდა :დ :დ

    ქალი ძუძუებით მაგიდას რომ ტეხავს და რაღაცებს :დ ლინკს ვეღარ ვპოულობ :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      და რაღაც ბოთლებს კიდე :დდდ ზუსტად :დ მარა მაგხელა მკერდი + მასეთ რაღაცებს რომ გაუძლოს ნაღდად არ მაქვს :დდ

      Reply
  7. BigCrow

    😀😀😀
    ლეონსიო იხუმრებს და ოთხი არათი გაუშვებენ-ზე ჩავიხოცე😀

    Reply
  8. siyvarulovna Post author

    მგონი მთელი იმ დროის მანძილზე რაც ბლოგი მაქვს ესე ძალიან ჯერ არც–ერთი პოსტი მოგწონებიათ :დ ამდენი ლაიქი და ამდენი მაგარია როგორ მახარებს❤❤

    Reply
  9. NinucaElectro

    ნიჭიერზე მომეწონა.. :დ და საერთოდაც მმაგარია… ფურცელზე დაწერილი დრაფტები მეც უფრო კარგად გამომდის ვიდრე “ვორდში” ჩაგდებული (ან უარესი “ვორდპრესშივე”), თუ მითუმეტეს გაკვეთილზე ვწერ.. :დ

    Reply
  10. Jessie

    ძალიან მომეწონა..ძალიან ორიგინალური და საინტერესოა ^_^ მალადეეეეეეეეც ^_^

    Reply
  11. lasharela

    ყოჩაღ შენე. გქონია ჰუმორი :))

    ნეტა მე რას ვიზამდი ნიჭიერში? ისე ანეგდოტი მოვიფიქრე ჩემზე ადრე:

    ლაშარელა მიდის ნიჭიერში და სოფო ეკითხება რა შეგიძლიაო.
    – რაღაცას ვამბობ და არავინ მილაიკებს, მეტი რა უნდა შემეძლოსო🙂 (ხო ვიცი ბანძია მარა ანეგდოტების მოფიქრება არ ყოფილა იოლი საქმე :)) )

    Reply
  12. კახი

    კარგი იყო, ნიჭიერზე გავერთე :დ მე ვამბობ კი-ს და გადასული ხარ შემდეგ ტურში :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s