ჩვენ ნიჭიერები ვართ!

9:30 სთ.

სადღაც ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მეტეხის 22 ნომერში ბლოგერები იკრიბებიან.
სადღაც დიდუბეში, რომელიღაცა კორპუსის რომელიღაცა ბინაში ვიმზადებ ყავას.

9:45

სქაი ბარში ბლოგერები სხდებიან, ლუდს წრუპავენ, სასუსნაოებს მიირთმევენ, ერთმანეთს ეკაიფებიან და ლაგდებიან ადგილებზე.
სადღაც დიდუბეში, რომელიღაცა კორპუსის რომელიღაცა ბინაში ვკალათდები სავარძელში, ვიფარეფ “პლედს” და ვემზადები.

9:55

ბლოგერები სქაი ბარში და მე სახლში, ბლოგერები იქ, და ბლოგერი აქ ვუყურებთ კურიერის უკანასკნელ წუთებს.

10:00

ორივეგან ყვირილი– იწყება! იწყება! სიჩუმე! და იწყება ნიჭიერის მეოთხე სერია

ნიჭია ის, რომ ფილარმონიის სცენის გადაწვა შეგიძლია და ჟიურს “ცეცხლოვანი კოკტეილი” დააგემოვნებინო. ნიჭიერებაა “ბელიე როზის” მღერა და დარბაზში 1 კაცის აცეკვება მაინც (ამ დროს ალბათ ბლოგერები სქაი ბარში მღეროდნენ).

აქვე პატარა ლოზუნგი:

ყველას ვისაც პირის პრუწუნი შეუძლია ნუ თვლის თავს ბიდბოქსერად

ვაგრძელებ:

ნიჭიერებაა როდესაც შეგიძლია დაუსტვინო სალამურის ხმაზე. ნიჭიერებაა როდესაც შეგიძლია იცეკვო ლათინო ამერიკული (ხალხის მოწონებული თანამედროვე ცეკვა) და ცეკვის განმავლობაში არა ერთხელ დააგდო ძირს პარტნიორი და მწარედ “დააბოლო” ჟიური, რომ მოეჩვენა.

დასაფასებელია ის ნიჭი, რომელიც ვანოს გააჩნია, კარგად სიმღერის ნიჭი! თიკოს და სოფოს გულისაჩუყების ნიჭი. აქვე პატარა შენიშვნა: სოფოს ტირილი არ უხდება, დაე სულ იცინოს!

მართალია ცუდია ჯგუფი “თავისუფალის” მიმდევრობა, რომ მგზავრებისა და ფრანის სტილს ჰგავს, მაგრამ დასაფასებელია ნიჭი რომ მათ შეუძლიათ სიმღერა, კარგად სიმღერა. დარწმუნებული ვარ თინეიჯერი გოგონები მალე აიტაცებენ: “ქალაქში სიყვარულს ელიან,ეს ქალაქი ვარდისფერია, ეს ცხოვრება…”

ნიჭია, როდესაც შეგიძლია უსმენო, უხმო და თვითდაჯერებული ჯგუფი “ფორ იუ” წარსდგება ჟიურისა და საოცრად კრიტიკული მაყურებლის წინაშე.  ნიჭია, როდესაც გოგონების ჯგუფს შეუძლია შეასრულოს დადგმა “გურული ბებია” და კილო და ინტონაცია თითქმის გურული ქალივით ჰქონდეთ (ნუ მერე რა რომ იუმორი აკლდა, ეგ სცენარისტის ბრალია). ნიჭია როდესაც ყმაწვილების ჯგუფი ცეკვავს ბრეიქდანს (დიდი ვეაფერი იმჰო), ნიჭია როცა პატარა ბიჭს შეუძლია სცენაზე იცეკვოს. ნიჭია როდესაც მთელ ქვეყანაში ხარ ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ცეკვავ აღმოსავლურ ცეკვებს და მიუხედავად იმისა რომ იცი ქართველების უმეტესობა ჰომოფობები არიან მაინც თამამად გადიხარ, იქნევ უკანალს, ცეკვავ მუცლის ცეკვას. მიუხედავად იმისა, რომ ჟიურიმ “არა” უთხრა მათი ჰომოფობებად მონათვლა უაზრობაა. უბრალოდ ლერი ცუდად ცეკვავდა და მსგავსი ნომრით გოგოსაც არ ეტყოდნენ “კის”.

აქვე მეორე ლოზუნგი:

ყველას ვისაც ტრაკის, თეძოს, ფეხის, მუცლის, ხელის და სხვა ორგანოების ქნევა შეუძლია არ არის ორიგინალური და ნიჭიერება!

დასაფასებელია ნიჭი, რომელიც დათიკაშვილების ოჯახმა გამოავლინა.დასაფასებელია ნიჭი რომელიც ბათუმელმა წყვილმა გვაჩვენა. იცოდნენ ცეკვა, ეწყობოდნენ წყვილში ერთმანეთს, ჰქონდათ არაჩვეულებრივი დადგმა და ერთი სიტყვით იცოდნენ რასაც აკეთებდნენ. ნიჭია, როდესაც გგონია რომ ბოდიარტი, როგორც ხელოვნება შენი შექმნილია და რომ საქართველოში ანალოგი არ მოიძებნება და ამ დროს ჩაცმულ ხალხზე ჯღაპნი ქართული მარადიულობის სიმბოლოს.ნიჭია როდესაც შეგიძლია თავდაყირამ გაიპარსო წვერი და ცალ მუშტზე დადგე. ნიჭია როდესაც ფოიეში არიგებ საკუთარ დისკს, გასაფორმებლად (ბექგრაუნდად) მიგყავს გოგო და მღერი რაღაც საშინელებას, კიდევ უფრო ნიჭიერი ჟიური გამოდგა, რომელიც სასწაულად ეკაიფა გულვერს. (ღამეს მთვარიან ღამეს… ალბათ ბლოგერები მღერია სქაი ბარში). ნიჭია როდესაც არ შეგიძლია სიმღერა და მაინც მღერი.

აქვე კიდევ ერთი ლოზუნგი:

იმის შესრულება, რასაც ნებისმიერი ანსაბლი აკეთებს არ შეიძლება იყოს ისეთი აღმაფრთოვანებელი, როგორც სხვა ნებისმიერი ნიჭიერება!

დასაფასებელია, როდესაც პატივს სცემ ჟიურს, საკუთარ თავს და მომზადებული გამოდიხარ ხალხის და სრულიად საქართველოს წინაშე. ამ სერიის ჩემი ფავორიტი ნია იყო. დასაფასებელია უხუცესების ცეკვა, ენერგია და სიხარული რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ სცენაზე იდგნენ. მაგრამ ჩემთვის მაინც გაუგებარია რატომ სწყალობთ ბედი მოხუცებს და ბავშვებს?!

 

ჩვენ ყველანი ნიჭიერები ვართ!!!

 

11:40

ბლოგერები იშლებიან, ნელ–ნელა ტოვებენ სქაი ბარს. ზოგი მეტროსკენ მიდის ზოგი დგას და დანარჩენს ელოდება.
მე ვდგები, ყავის ჭიქას ვრეცხავ, შევდივარ ოთახში ვიხდი და ვწვები.

Advertisements

3 thoughts on “ჩვენ ნიჭიერები ვართ!

  1. tamaRa

    მომწონს 🙂 🙂 🙂 მიყვარს სუფთა, შეულამაზებელი ემოციები 🙂

    Reply
  2. Jessie

    “და სხვა ორგანოების ” ლოლ კაი იყო

    აიიიი ძალიან კარგი პოსტია… მომეწონა :))

    ნიჭიერი ხარ 🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s