ნიჭიერიც არის და ნიჭიერიც

ნიჭიერის მეხუთე სერიაზე დამტკიცდა, რომ თვითნასწავლ მოცეკვავე/მომღერლებსაც უმართლებს და არც ისე წყალწაღებულნი არიან.

როდესაც სცენაზე ქალბატონი ციალა დავინახე და შემდეგ მისი ასაკი გავიგე მხოლოდ ის გავიფიქრე მისი ტოლი ადამიანები რატომ არ რჩებიან სახლში და ხალხის სამაიმუნოდ რატომ იგდებენ თავს–მეთქი, თუმცა როგორც ჩანს ქ–ნი ციალა გამონაკლისი აღმოჩნდა და მისმა შაირებმა უკლებლივ ყველა გაამხიარულა.

დამტკიცდა, რომ ფილარმონიის სცენაზე ყველა პატარას ბედი არ სწყალობს და 4 წლის ანანო დედასთან გაუშვა ჟიურიმ.  დამტკიცდა, რომ მეგრელებს აფერისტობას ტყუილად არ აბრალებენ. იხ. დაჩი თურქიასა და ნინო მამფორიას ნომრები. პირველი ამტკიცებდა რომ კატა ჰყავს მოლაპარაკე, ხოლო მეორე კონსტერვატორიაში სხვადასხვა ტურებში გამარჯვებას იბრალებდა. თუმცა ვინ იცის, იქნებ გაიმარჯვა კიდეც ?! საქართველოში მოიძებნება 1 ადამიანი ვისაც ველური დასავლეთი უყვარს. დამტკიცდა რომ ჯექსონი ისევ ცოცხლობს ქართველების პატარა გულებში, მაგრამ მის ნაირად ცეკვა სამწუხაროდ არ გამოსდით.

ჯექსონის უიღბლო გამგრძელებლები

ჯექსონის უიღბლო გამგრძელებლები

არ ვიცი რა დამტკიცდა აფრიკელების ქართული ცეკვით, მაგრამ მე მათში ნიჭი ვერ დავინახე. შეიძლება დააფასო და გაგიხარდეს, რომ იციან ქართული ცეკვები, იციან ქართული ენა და ჩიჩეჩიჩე მეგრული მაგრამ…

ქართულის მოცეკვავე აფრიკელები

ქართულის მოცეკვავე აფრიკელები

ამ სერიის ყველაზე უცნაური, ყველაზე გაუგებარი, ყველაზე დაძაბული ყველაზე არ ვიცი კიდე რა ვთქვა ილუზიონისტი ერიკ სააკიანის ნომერი იყო. სიმართლე გითხართ არ ვიცი ნამდვილად გაუყარა თუ არა დანა კისერში და ის სისხლი ნამდვილი იყო თუ არა. არ ვიცი რას შვრებოდა როცა თავისი მანტია მოახვია მსხვერპლს მაგრამ საშინელება კი გამოვიდა.

კისერში დანაგაყრილი მსხვერპლი

კისერში დანაგაყრილი მსხვერპლი

ინდური ფილმები, რომ მოსწონდათ ვიცოდი, მაგრამ სიმღერებითაც თუ იხიბლებოდნენ ისე, რომ მათი შესრულება ეცადათ არ ვიცოდი. მაგრამ შესრულებაც არის და შესრულებაც…

“გთხოვ ამაას, ნუ გაიკეთებ წამაალს…” დღის, თვის და ალბათ მთელი წლის (სანამ ჯეოსტარი ან ნიჭიერი დაიწყება) ჰიმნი.  ნამდვილად არ ვიცი რამ აიძულა, რომ სცენაზე ეს ორიოდე წინადადება ემღერა მაგრამ ხალხმა უკვე აიტაცა.

გთხოვ ამას, ნუ გაიკეთებ წამალს...

გთხოვ ამას, ნუ გაიკეთებ წამალს...

და ბოლოს ამ სერიის აღმოჩენა მარიამ ტომარაძე, რომელმაც ჯენიფერ ჰოლიდეის ერთ–ერთი სიმღერა არაჩვეულებრივად შეასრულა. მემგონი სიმღერის მხრივ პატარა ბავშვები, ბევრად სჯობნიან დიდებს.

აქვე ჟიურის დაზეპირებული ფრაზები:

1. თქვენ გაქვთ სამი არა და სამწუხაროდ ვერ გადახვედით შემდეგ ტურში.

2. თქვენ გაქვთ სამი კი და გელოდებით შემდეგ ტურში.

3. ეს პროექტი იმისთვის შეიქმნა, რომ თქვენაირი ნიჭიერი ადამიანი/ადამიანები გვეპოვა

4. მართალი გითხართ ნაკლებად მოველოდი ასეთ ეფექტს.

5. ეს არ იყოს ის ნომერი, რომელიც იმსახურებს სამ კის.

Advertisements

6 thoughts on “ნიჭიერიც არის და ნიჭიერიც

  1. Katiee.Ge

    ჯენიფერი ჰოლიდეისაა ის სიმღერა, არაა ჰადსონის ვა! :(((

    პ.ს. და მე ის ინდური ქალი მომეწონა, პირველი. პლებედინას თუ ბოროტინას რომ მღეროდა 😀

    Reply
  2. Dixtosa

    5. ეს არ იყოს ის ნომერი, რომელიც იმსახურებს სამ კის.

    pirvelad mesmis : ))

    Reply
  3. Jessie

    სტანდარტული ფრაზები ნამდვილად ესეინია. თან უკვე მაღიზიანებს… წინა პროექტშიც აცრემლიანებული ასათიანიც ამას იძახდა. ან ეს ადგილია დათარსული ან სცენარისტმა ვერ მოძებნა სხვა სიტყვები…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      უბრალოდ სხვას ვერ ეტყვი როცა სამ “არას” იმსახურებს ან სამ “კის” მაგრამ მართლა მოსაბეზრებელია :დ

      Reply
  4. ირმის ნახტომი

    სტანდარტულ ფრაზები კიდევ ხო, მაგრამ ეს გადაწყვეტილების მიღების წინ დარბაზს რომ უყურებენ ხოლმე ეგ მაღიზიანებს ძალიან.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s