ძალიან პირადი

დიდი ხანია არაფერი დამიწერია ჩემზე.ვერ ვხვდები რა მჭირს. უბრალოდ თითები მექავება საწერად და თემა არ მაქვს ხოლმე. მოსაყოლი თითქოს ბევრი მაქვს და ამავე დროს არაფერი. თითქოს ყოველი დღე ერთფეროვანია და ამ დროს ყოველი დღე წინასთან შედარებით რადიკალურად განსხვავდება, და მიუხედავად ამისა საწერი მაინც არაფერი მაქვს.

ყოველთვის მეგონა, რომ ჩემს პრინციპეპს არ შევიცვლიდი, მიზნისკენ დაუბრკოლებლად ვივლიდი მაგრამ ვცდებოდი. თუნდაც სიგარეტი ავიღოთ, მეგონა არ მოვწევდი, მუღამს ვერ ვუჭერ–მეთქი ვამბობდი. თუმცა ბოლო 4 თვე ჩანთაში სიგარეტი მედო, სახლში ჩუმად აივანზე ვეწეოდი. როდესაც იტყოდნენ რა სიგარეტის სუნიაო ვიტყუებოდი აივნის კარი გავაღე და იქიდან შემოვიდა–მეთქი. გუშინ, ღამით როდესაც სახლში ვბრუნდებოდი ამოვიღე ჩანთითად თითქმის სავსე კოლოფი, სანთებელიანად გადავაგდე. არ მინანია, არც ეხლა ვნანობ. ხვალ არ ვიცი რა იქნება.

ჩემი ერთ–ერთი დოგმად ჩამოყალიბებული პრინციპი იყო, რომ ა) არასდროს გავიკეთებდი აბორტს; ბ) ვერ გავუგებდი ქალს, რომელიც საკუთარ შვილს მოკლავდა. მაგრამ ყველაფერი იცვლებაო, ჰოდა ეს შეხედულებაც შემეცვალა. ჩემს გარშემო ძალიან ბევრი რამე ხდება და ეს ყველაფერი მოქმედებს ჩემზე, ჩემს პრინციპეპზე. ყოველთვის ვამბობდი დამცავი საშუალებები რისთვის არის–მეთქი, მაგრამ როდესაც ჩემს წინ იდგა გოგო, რომელიც დაორსულდა მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა იცოდა პრეზერვატივის შესახებ და ეს უკანასკნელი გამოიყენეს კიდეც, მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, და არასოდეს თქვა არასოდეს. ბანალურია, მაგრამ ჭეშმარიტება.  გარდა იმისა, რომ სხვას გავუგე აბორტის აუცილებლობა, საკუთარ თავზეც დავფიქრდი და დავუშვი, რომ აბორტს გავიკეტებდი თუ არასასურველი ორსულობის წინაშე ავღმოჩნდებოდი.

ჩემი პირადი ურთიერთობები?
უბრალოდ ვერ გამირკვევია რა მინდა. ინერციით და სიტუაციის შესაბამისად ვმოქმედებ.  შემთხვევითი კოცნის თუ სექსის შემდეგ უბრალოდ მგონია, რომ ეს ურთიერთობა არ უნდა გაგრძელდეს, და გაგრძელების შემთხვევაში მომავალი არ აქვს. ამიტომ ხშირად ვერ ვიგებ რატომ სურთ ამ ურთიერთობის გაგრძელება.

სხვა თითქოს ყველაფერი კარგად არის. ძველებურად დავდივარ უნივერსიტეტში, სახლში ისევ ვიტყუები რომ ვითომ ბიბლიოთეკაში ვარ და ამ დროს სად ვარ ღმერთმა იცის. ისევ ვკითხულობ წიგნებს და უმეტესობა ისევ არ მომწონს. მაგრამ თუ მომწონს, მზად ვარ გავაცდინო და დავიკიდო ყველაფერი, დილით ადრე ავდგე და გვიან დავწვე მხოლოდ იმიტომ რომ წავიკითხო.

ყველაფერი კარგად არის.

9 thoughts on “ძალიან პირადი

  1. anna

    სიგარეტზე კარგი გიქნია ^^ თუ ქენი საოლოოს და არაფერმა წამოგიარა :S
    ამ შენ ურთიერთობის ვერაფერი გავიგე, ერთჯერადი სექსები არაა კარგი :S

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      და მრავალჯერადი სექსის მერე არასასურველი ემბრიონი არ ჩნდება?🙂

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      არის არის ^^ მტავარია შენ გჯეროდეს და ყველაფერი კარგად იქნება

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s