ოცნებები

ოცნება ისეთი ხილია გინდა არ გინდა ყოველთვის თან გდევს. მაშინაც როცა არაფერი გაბადია და მაშინაც როცა თავი ყველაზე ბედნიერი გგონია. ოცნებას ბავშვობიდან იწყებენ და ხშირად უსრულდებათ კიდეც. საერთოდ, რაზეც ხშირად ოცნებობ,ბევრს ფიქრობ და მართლა მთელი გულით გინდა, სულ რომ უსაქმოდ იჯდე სახლში მაინც მიიღებ შენსას. ცხოვრება ხომ სასწაულებით არის სავსე?!

ბავშვობაში, როდესაც რაიმე ძალიან გოგოშკურ ფილმს ვუყურებდი,  ყოველთვის მომწონდა და ოცნებას ვიწყებდი მშობლების სახლიდან გასვლისთანავე მოწყოფილ “ფართებზე”. ბევრი სასმელით და ბევრი სიმპატიური ბიჭით. როცა რუსთავი 2–ზე დაიწყო სერიალი “რებელდე ვეი” თუ რაღაც მსგავსი (მია და დაბალი წითური გოგო რომ მონაწილეობდა) ოცნებად გავიხადე ისეთ დაწესებულებაში სწავლა, რომელიც პანსიონს ჰგავს. კვირის დღეებს იქ ატარებ. იქ ცხოვრობ, გძინავს, ღამით ხან ვის ოთახში მიძვრები ჩუმად, ხან ვისაში. “ვიქენდებზე” შინ დაბრუნება და დასვენება ყოველდღიურობისგან სრული ნეტარებაა. შედეგად მშობლები უფრო მეტად გეყვარებოდა და უფრო მეტად იქნებოდი დამოუკიდებელი. ასევე ფილმების ყურებისას დაიბადა ჩემში ოცნება “პიჟამო ფართისა”. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს უკანასკნელი ამისრულდა. რამდენიმე კვირის წინ, მგონი პირველად საქართველოში, მოეწყო “პიჟამო ფართი”, სადაც ვიყავით 17–მდე გოგო პიჟამოებში, ვსაუბრობდით ძალიან გულახდილად ძალიან პირად თემებზე და ა.შ…

ასევე ფილმების და სერიალების ნაყოფია ჩემი ოცნება რომელიც “pool party”-ს უკავშირდება. ერთ მშვენიერ მზიან დღეს, ბევრი გოგო და ბევრი ბიჭი, ცოტა სასმელი, სასიამოვნო მუსიკა და გართობა. ამიტომ დღემდე ვოცნებობ აუზიან სახლზე, სადაც მარტო ვიცხოვრებ. თუ ოდესმე ბევრი ფული მექნება, აუცილებლად (!) ავიშენებ სახლს აუზით.

ეს ის ოცნებების კრებულია, რომელიც ბავშვობაში დაიბადა და დღემდე მომყვება. ამას კიდევ ერთი მიემატა, ამსტერდამში წასვლაზე და იქ “დასვენებაზე” სერიოზულად ვფიქრობ. ოცნებაა, მაგრამ ისეთი რომლისთვისაც ძალ–ღონეს არ დავიშურებ რომ ამისრულდეს. ამსტერდამი ქალაქია სადაც ყველაფერია, აბსულუტურად ყველაფერი.

19 thoughts on “ოცნებები

  1. vekoo

    ოცნებებში უნდა ჩაგიკუკო :დ

    იცი რამდენი დაგიჯდება კერძო სახლის აშენება თავისი აუზით? :დ

    მარტო სტანდარტული ზომის აუზი 10 000–მდე დაგიჯდება , ეს მინიმუმ :დ

    Reply
    1. LiLaC

      ადგება და ქალაქგარეთ იყიდის პატარა სახლს აუზით.

      Reply
      1. vekoo

        მითმეტეს უკვე მოწყობილაუზიანი სახლი ბევრად, ბევრად მეტი დაჯდება :დ

    2. siyvarulovna Post author

      მაგიტომაც ვთქვი ხაზგასმით ბეეევრი ფული–მეთქი :დდდ ხო და ოდესაც ბევრი ფული გაქვს ეგ 10 000 არაფრად ღირს, თანაც სტანდარტული ზომის კი არა დიიიდი აუზი მინდა❤

      Reply
  2. anna

    პირველად არამგონია ეგეთი ფართი მოწყობილიყო საქართველოში, შენ იყავი უბრალოდ პირველად, კარგი რა :დ
    ზოგჯერ რა უცნაურ რამეს იტყვი ხოლმე :დდდდ

    Reply
  3. ნათია

    ეჰ, ხანდახან მგონია, რომ ოცნების სამყაროში უფრო დიდ დროს ვატარებ, ვიდრე რეალურში…

    Reply
  4. knuti

    აუ ეგეტ სკოლაში სწავლაზე მეც ვოცნებობდი :დ

    პიჟამა ფათებს ბავშვობიდანვე ვწყობთ დაქალები. ჯასთ არ ვაპიარებთ ისე, როგორც ეს ბლოგერების შემთხვევაში მოხდა.

    ფუულ ფართი მეც მინდა :ს მაგრამ ცურვა არ ვიცი :დ

    Reply
  5. faifuris angelozi

    ძალიან ხშირად კეთდება დახურული ფართები აგარაკებზე,ასე რომ შეგიძლია გათხოვდე ისეთ ბიჭზე ვისაც აუზიანი აგარაკი აქვს თბილისთან ახლოს და ოცნებასაც აიხდენ)

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      :დდ აზრად არ მომსვლია ეგეთ ბიჭზე გათხოვება ^^ :დ მაგრამ ღირს დაფიქრება :დ

      Reply
  6. Mari

    მე უფრო მაგარი ოცნება მაქვს, მაგრამ არ ვიცი მართლა მინდა თუ არა, რომ ამისრულდეს.

    Reply
      1. Mari

        საშენო არაფერი. კუნძულზე მინდა გადასახლება😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s