ჭარბწონიანები ანუ მსუქნები

ჭარბი წონა რომ პრობლემაა ამაზე დიდი ხნის წინ შევთანხმდით. ერთი შეხედვით არაფერი. უბრალოდ ზედმეტი კილოგრამები გკიდია, ვიზუალურად ცოტა არ იყოს და ვერ გამოიყურები კარგად და შიგადაშიგ გაწუხებს პატარ–პატარა პრობლემები.  თუმცა დროთა განმავლობაში ეს პატარ–პატარა პრობლემები იზრდება და იზრდება. ჯერ სახსრები გაწუხებს, მერე ოფლიანობა, მერე აღმოაჩენ რომ ან დიაბეტი გაქვს ან დიაბეტისკენ გაქვს მიდრეკილება, მალე იმასაც გაიგებ რომ გულზე გაქვს პრობლემები, თუ მდედრობით სქესის ხარ შეიძლება სულაც უშვილობა გამოიწვიოს, კაცებში იმტონეციას იწვევსო და რაღა შორს წავიდე და შეიძლება სიმსუქნით ადამიანი დაიღუპოს კიდეც (ჩვენებურად მოკვდეს).

ჯერ იწყებს დედა, რომ უკვე პუტკუნა კი არა მსუქანი ხარ, აჰყვება ბებია ვითომ ხუმრობით და “სქელტრაკაო” გეძახის, მერე ნათესავებიც ყოველ ნახვაზე ხაზს უსვამენ რომ “უი, როგორ გასუქებულხაარ?”. ვინმეს ექიმთან თუ წაჰყევი ის ექიმი შენ გადმოგწვდება “და შენ როგორ ხარ? ციკლი ნორმალურად გაქვს? ჰორმონობზე შეემოწმე? სისხლის ანალიზი აიღე ყოველიშემთხვევისთვის” და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ჭარბი წონა გაქვს.

შემაწუხებელი ექიმები და ნათესავ–ახლობლები გვერდზე რომ ჩამოვიტოვოთ ქუჩაში თვალს ისე გაყოლებენ თითქოს მსოფლიოს მერვე საოცრება იყო. თანდათან გიტყდება ქუჩაში ჭამა იმიტომ რომ გგონია ხალხი გიყურებს და ფიქრობს “ამას კიდე ჭამა უნდა?”, გიტყდება მაკდონალდში მარტოს მისვლა და გემრიელად ჭამა რადგან გგონია ხალხი ამ დროს ფიქრობს “ჭამის მეტი არაფერი ახსოვს”.  მოკლედ, გგონია რომ ყველა შენ გიყურებს და ყველა შენ გლანძღავს მხოლოდ იმიტომ რომ ჭარბწონიანი ხარ (ჩვენებურად მსუქანი).

ამ დროს შენ ჯერ იგრუზები, ცდილობ დაიცვა ათასი სახის დიეტა რომელსაც მხოლოდ 1–3 თვეს ქაჩავ, იკიდებ ნერვოზს, გშურს მახინჯი ქალისაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის გამხდარია, ბოლოს “გასხამს”, იკიდებ ყველაფერს და თავისუფლდები ყველა კომლექსისგან. მე სწორედ დაკიდების სტადიაში ვარ.

მაგრამ, ამ დროს გამოჩნდება ვინმე კეთილისმსურველი (მშობლები), რომლებმაც ნახეს შაბათის (10/04/11) სპეციალური რეპორტაჟი მძიმე წონიანებზე, იქვე მოუსმინეს კეთილ, მეგობრულ რჩევას ზედმეტი წონის ქირურგიული გზით დაკლების შესახებ და აიტაცეს. აიტაცეს იმიტომ რომ დედა ბავშვობიდან მემუქრებოდა იცოდე კუჭის ოპერაციას გაგიკეთებო, მამამ ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა, რომ უკვე ჯანმრთელობისთვის საშიშია ჩემი წონა და თუ ნებითა ჩემითა არ/ვერ ვიკლებ ქირურგითა ძალითა დამაკლებინებენ.

ეს ერთი შეხედვით არც თუ ისე იოლი ოპერაცია 12 000 ლარი ჯდება. ძალიან ძვირია, მითუმეტეს რომ 100%–იან გარანტიას არ იძლევიან, რადგან ოპერაციის შემდეგ მთავარი მაინც პაციენტზეა დამოკიდებული. ჩემი წონის კლება ქირურგიული საშუალებით დამოკიდებულია ორ რამეზე: 1) ოპერაციის მერე უნდა შევძლო და მივეჩვიო იმას, რომ ადრე თუ 4 ხინკალს ვჭამდი ეხლა 1ც დამაკმაყოფილებს და თვალს, რომ ეშიება არ ვჭამო და 2) ფინანსურ საკითხებთან.

58 thoughts on “ჭარბწონიანები ანუ მსუქნები

    1. siyvarulovna Post author

      შეგიძლიაზე არ არის :დ
      ანუ 1–ს რომ შეჭამ უკვე მაძღარი იქნები :დ და თუ არ გინდა რომ კუჭმა უწინდელი ზომა დაიბრუნოს დანარცენი 3 და 7 აღარ უნდა შეჭამო :დ

      Reply
      1. Mari

        არ მოგინდება მეტი. გული აგერევა. საზიზღარი შეგრძნებაა კუჭი სავსე რომ გაქვს და არც მოინდომებ მეტს.

  1. me9blogi

    “გიტყდება ქუჩაში ჭამა იმიტომ რომ გგონია ხალხი გიყურებს და ფიქრობს “ამას კიდე ჭამა უნდა?”, გიტყდება მაკდონალდში მარტოს მისვლა და გემრიელად ჭამა რადგან გგონია ხალხი ამ დროს ფიქრობს “ჭამის მეტი არაფერი ახსოვს”. მოკლედ, გგონია რომ ყველა შენ გიყურებს და ყველა შენ გლანძღავს მხოლოდ იმიტომ რომ ჭარბწონიანი ხარ”
    მე მაქვს ეგ კომპლექსი. აი, მაკდონალდსში სხვებთან ერთადაც კი 2 ჩიზს რომ ვუკვეთავ (ანუ 2ს ჩემთვის, მიტყდება :დ)
    და ქუჩაში ჭამა ხომ საერთოდ ფანტასტიკის ზონაა, ქუჩაში რომ მომკლა ვერ შევჭამ. ნუ ისედაც არ მიყვარს ქუცაში ჭამა, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობისასაც, მირჩევნია შიმშილით მოვკვდე, ვიდრე ქუჩაში ვჭაო და ვინმეს ვათქმევინო ის შენ მიერ მოყვანილი სიტყვები “ამას კიდევ ჭამა უნდა?” :უსერ:

    Reply
  2. me9blogi

    ვაი რა უცნაური ექაუნთით დაიპოსტა :დ ჰომ, სახელსაც მივაწერ ბარემ, თუ არ გამთქვამთ (ფსიქე)

    Reply
  3. me9blogi

    ჰოდა ქირურგიულ ჩარევას ისევ კარგი დიეტოლოგი და ვარჯიში არ ჯობს? ნაკლებ თანხებსაც მოითხოვს

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვცადე ეგეც :დდ მანდ უნდა ითვალო კალორიები. ყოველ 4 სთ–ში ერთხელ უნდა ჭამო და მე ვერ ვახერხებდი მაგდენს

      Reply
  4. ირმის ნახტომი

    იცი რა არის, თუ ადამიანი კომფორტულად გრძნობს თავს და საკუთარ მესთან და არ აქვს პრობლემები, მაშინ რა წონა იქნება (ავადმყოფურად ჭარბწონიანებს არ ვგულისხმობ), არავის საქმე არაა და არც უნდა დაუგდოს სხვა ”კეთილისმსურველებს” ყური. მეორეა, როცა მასაც უნდა დაკლება, არა სხვების ლაპარაკის გამო, არამედ იმიტომ,რომ ვერ არის საკუთარ თავთან ჰარმონიაში, მეორე შემთხვევაში ყველაფერი უნდა გააკეთოს მიზნამდე მისაღწევად.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მარ, მე კარგად ვარ ძალიან, მაგრამ როცა საქმე უკვე ჯანმრთელობას ეხება ვალდებული ვარ რომ დავიკლო.

      Reply
      1. ირმის ნახტომი

        მაშინ აუცილებლად! კარგი დიეტოლოგი და პარალელურად ვარჯიში. ოპერაცია უკიდურეს შემთხვევაში რა.

  5. Mari

    ნათია, “დაკიდება” ძალიანაც კარგია, ოღონდ მხოლოდ ვიღაც გამვლელების აზრის და არა საკუთარი ჯანმრთელობის. მაგ ოპერაციას რაც შეეხება, არ გეგონოს, რომ მაგის შემდეგ მადა ისევ იმ ფორმაში გექნება, როგორც ახლა გაქვს. დანარჩენი თუ ყველაფერი წესრიგში გაქვს და მხოლოდ კუჭია პრობლემა, ეგ ოპერაცია მშვენიერი რამეა (ჩემმა მეზობელმა გაიკეთა და გახდა). მერე ფსიქოლოგიურად განეწყობი ისე, რომ ჭამა მხოლოდ იმდენი მოგინდება, რამდენიც არსებობისათვის გჭირდება :* წარმატებები შენ :*

    Reply
  6. tamaRa

    ნათ, მიუხედავად იმისა, რომ ეგ ოპერაცია საკმაოდ ძვირია და კარგი ქირურგიც აკეთებს, გართულება მაინც არაა გამორიცხული. წარმოიდგინე, ორგანიზმის ბუნებრივ პროცესში ერევი და ცვლი…
    ჩემი მეგობრის მეგობარს ისე გაურთულდა, რომ.. რა ვიცი… არ მინდა, განწყობა გაგიფუჭო, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ დიეტოლოგის დანიშნული კვების კურსი და ბალანსირებული მკურნალობა არ გირჩევნია?
    გარდა ამისა, ის ჩემი ზემოხსენებული მეგობრის მეგობარი საკუთარ თავს მადის დიდად დაქვეითებასაც ვერ ამჩნევს… მოკლედ, შენი საქმის შენ უფრო იცი, მაგრამ ეს უცაბედად გადასაწყვეტი არაა, ჩემი აზრით :*:*:* წარმატებები!!!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      საერთოდ რამდენიმე სახის მსგავსი ოპერაცია კეთდება. მადის დაქვეიტება არ ხდება მაშინ როდესაც კუჭზე გარგებენ ე.წ რგოლს, რითიტაც კუჭი იყოფა ორად რაც ძალიან ბევრ პრობლემას ქნის. ცუდი შედეგები ყველაფერი ამიხსნეს და მითხრეს ყველა ოპერაციისა. ამ ოპერაციის მერე, როგორც მიტხრეს არაფერი აღარ დამჭრდება. მადას არ დაკარგავ, მოგშივდება ჩვეულებრივად, უბრალოდ კუჭი მალე გაგევსება და მალე მიხვდები რომ აღარ გშია. და შესბამისად ეს დაგეხმარება. ქირურგმა ამიხსნა, რომ ჩვენ ლიანდაგზე გაყენებთო და დალშე შენ იციო. თუ მიუხედავად იმისა, რომ დანაყრებული იქნები და მაინც გააგრძელებ ჭამასო კუჭ ისევ მიიღებს თავის ფორმას და შედეგი არ იქნებაო.

      Reply
      1. tamaRa

        ჰო, ეგ სხვა საკითხია… რამდენიმე გზით აკეთებენ და რა ვიცი! მოკლედ, წარმატებები, აბა, შენ იცი!!!

  7. Natalia

    მე ყოველთვის სწორი და ჯანსაღი კვების მომხრე ვარ🙂 თუ არანაირი ენდოკრინოლოგიური დარღვევა არ გაქვს და მხოლოდ იმიტომ იმატებ წონაში, რომ არასწორად იკვებები, მაშინ კვების დარეგულირება საუკეთესო გამოსავალია🙂

    თუმცა, მე მაინც მგონია, რომ წონაში მატება უმეტესად ორგანიზმში გარკვეულ დარღვევებთან არის დაკავშირებული. მითუმეტეს, ეხლა თითქმის ყველას აწუხებს ჰორმონალური დარღვევა.

    ისე მახსოვს, ადრე თქვი, გამოკვლევები ჩატარებული მაქვს და ყველაფერი წესრიგშიაო. ოპერაციაზე ფიქრი, მგონი ნაადრევია. თუ სხვა ყველაფერი სცადე და მაინც ვერ დაიკელი ადამიანმა, მერე უნდა მიმართო ამ რადიკალურ მეთოდს.

    პ.ს როგორ მინდა, ნორმალურად ვიკვებებოდე და ნებისყოფა ვერ მოვიკრიბე, შოკოლადსა და ტკბილეულზე ვერასდროს ვამბობ უარს:/

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სხვა ყველაფერი ვცადე მართლა. :დდ
      დარღვევა, ის მაქვს რომ მეორე ხარისხოვანი თუ რაღაც ეგეთი დიებეტი მაქვს. ანუ წიპა არც დიაბეტია და არც უკლია რა

      Reply
      1. Natalia

        კაკ რაზ მაგის მკურნალობა სწორი კვებაა : )) როცა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. იმდენს ჭამ, რომ მშიერი არ ხარ, თავს მხნედ გრძნობ და თან საკაიფოდ იკლებ წონაში : ))

  8. MrsMarch

    ნათია მე მგონი არ ხარ შენ იმდენად ჭარბწონიანი რომ ოპერაცია გჭირდებოდეს:|

    Reply
  9. ნათია

    არ აქვს მნიშვნელობა ჭარბწონიანები ვართ თუ არა, ქუჩაში ჭამის დროს ყოველთვის ვგრძნობდი დისკომფორტს, რადგამნ ბევრი ირონიულად გაღიმებული თვალი მიმზერდა🙂 არადა, ცხოვრების ისეთი რიტმი მაქვს, რომ ყოველთვის მეგობრებთან ერთად სადმე შერბენას და ლობიანის ჭამასაც კი ვერ ვახერხებ, ხოლმე, ჰოდა, ენერგია რომ მჭირდება მარტო დავდივარ და თან ვჭამ ხოლმე. ადრე ძაან მიტყდებოდა, მაგრამ ბოლო დროს დავიკიდე, შიმშილისგან გადაქცევას მირჩევნია ხალხმა ,,ისე რა” შემომხედონ, აღარ მადარდებს რას ფიქრობენ🙂

    რაც შეეხება ჭარბ წონას. 3 თუ ოთხი წელია ლამის ყოველდღე ვაცხადებ რომ ხვალიდან დიეტაზე ვარ, მაგრამ ეს დიეტა მაქსიმუმ 3 დღე თუ გაგრძელებულა, ჩემმა დამ მითხრა ერთხელ – ეტყობა არ გინდა გახდომა და იმიტომ ვერ ჯდები დიეტაზეო, არადა გახდომა მთელი გულით მინდა😀 ბევრს არ ვჭამ, ვფიქრობ რომ ჩემი პრობლემა არასწორ კვებაშია. დილით არასდროს ვჭამ, ხანდახან მთელი დღე მშოიერი ვარ უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ვერ ვახერხებ რომ ვჭამო და სახლში ისეთი მშიერი მივდივარ ხოლმე ასე მგონია ერთ ხარს შევჭამ😀

    მთავარია ჩვენ როგორ ვგრძნობთ თავს და ჩვენი ჯანმრთელობისთვის რაა უკეთესი და არა სხვა რას ფიქრობს, წარმატებებს გისურვებ😉

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეგრე ვარ მეც, ყოველ დილით ვიწყებ დიეტას საღამომდე არაჩვეულებრივად მიდის საქმე და მერე ვჭედავ უკვე :დ

      Reply
  10. Jessie

    გოგო კაი რაღცა გამახსენე.. პოსტი უნდა დამეწერა დიეტის თემაზე :))

    შენ თუ გაწუხებს შენი წონა ამის მოგვარება ძლაიან ადვილია და ზედმეტი ქირურგიული ჩარევების გარეშე🙂 მთავარია როგორ ადამიანი ხარ და საზოგადოება როგორ აღიქვავს.. თორე რომ დადიან “გლისტი ვ ობმოროკე” გამხდრები და უჭკუოები… კი ბიჭებს ესეთები უფრო მოსწონთ, ამრა დამიეჯრ მხოლოდ ვიზუალურად , და ერთი–ორი პაემნისათვის

    მეც ყოველთვის მაწუხებდა ზედმეტი წონა და ძალიან მაკომპლექსებდნენ და მე ჩემით ვკომპლექსდებოდი მაგის გამო.. და პროსტა ერთხელ მოვინდომე და ცოტათი პუტკუნა დავრჩი :)))

    Reply
  11. Jessie

    და არ გაქვს შე არაფერი საოპერაციო ან სავალალო..ან “დედა ხლა რაღ მეშველება”–ს მაგვარი რამე .. ნუ კომპლექსდები🙂❤ იუ არ ბიუთიფულ

    Reply
    1. Dodka

      ში იზ, ბათ ში ვილ ბი ბეთერ ვიზაუთ სამ ვეით… ნუ იყრევინებით ნაცარს.

      Reply
      1. Jessie

        zedmeti zedmeti kiloebis moshoreba sruliad umtkvineulad, ubralo dietologtan tsasvlit an kvirashi erti dge shimshilobit an cotas chamit… da ar aris sachiro radikaluri operaciebi da rame…

      2. siyvarulovna Post author

        ეს ძალიან ხშირად გაგონილი და უკვე მობეზრებული ფრაზაა. “აი ნახე რა ლამაზი ხარ, როგორი სახის ნაკვტები გაქვს” და ბლა ბლა ბლა:/

  12. Dodka

    ძალიან მომწონს, რომ ამ თემაზე წერ. ბევრ ჭარბწონიანს თავდაცვის პონტშ ჩართული აქვს “მკიდია-მკიდია-მკიდია” და ამ თემის სრული იგნორირება, რაც ვფიქრობ, ძალიან არასწორია.ბოლოს და ბოლოს, საქმე ჯანმრთელობას ეხება + კიდევ საკუთარ თავში დარწმუნებულობას.

    თუმცა არ ვთვლი, რომ ოპერაცია არის გამოსავალი. კარგი ენდოკრინოლოგი, კარგი ტრენერი და ბევრი ნებისყოფა.

    და არ დაუჯერო “ასე უფრო საყვარელი ხარ”-ებს. მენდე, ყველა მასეთ უაზრო კომპლიმენტს ქუჩაში მამრის გაყოლებული თვალი სჯობს.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დოდ, ჰო. სხვების თვალში ჰკიდიათ მაგრამ დამიჯერე არც–ერთ მძმეწონიანს არ ჰკიდია თავისი ზედმეტი კილოგრამები იმიტომ რომ ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში ძალიან ბევრ წვრილმან პრობლემას აწყდება რაც საბოლოოდ დიდ პრობლემას ქმნის.

      მთავარი არა სილამაზე და რაღაც არის არამედ ჯანმრთელობა ამ ეტაპზე უკვე. და სანამ არ გაიაზრებენ რომ იცი რა ეს ჭარბიწონა უკვე ავადმყოფობაა და არა ფიზიკური ნაკლი მანამდე არაფერი ეშველებათ.

      “რა საყვარელი ხარ, რა ლამაზი ხარ” და რაღაც ეგეთი ფრაზები მომბეზრდა უკვე (ნოდ). ვარ საყვარელი და ლამაზი მაგრამ ავამდყოფი😐

      Reply
  13. აქსიომა

    მგონია, რომ რადგან ამ პრობლემას ასე სერიოზულად ჩაუღრმავდი ოპერაციის გარეშეც შეძლებ ზედმეტი კილოგრამების მოცილებას. და კიდევ ერთი: უთხარი ბებოს და დედას ყოველ დღე ერთგვაროვანი საკვები მოამზადონ ერთი თვის განმავლობაში და ნახავ რამხელა შედეგი გექნება. შენი ზედმეტი კილოგრამები ოჯახის ყოველდღიური, არასწორი რაციონის დამსახურებაა. ოპერაციაზე ფიქრს თავი დაანებე. ძალიან საყვარელი ხარ :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ბებო ჩემთან არ ცხოვრობს რაც შეეხება დედას. ის ისედაც საკმარისად დატვირთულია მტელი დღის მანძილზე სამსაურიდან დაბრუნებლუმა ჩემზე რომა რ იწყოს ზრუნვა

      Reply
  14. kevana

    mtavaria gqondes momrgvalebuli formebi.. anu uformo ar iyos adamiani, an araharmoniulad ganvitarebuli formebit ar iyos…

    sxva ra.. operacia ar momwons, tu hormonebis brali araa gasuqeba… magas mirchevnia adamiani varjishobdes.. nel-nela da chadgeba formashi… zogs yvelaferi echqareba. rata? ar jobia nel-nela da stabilurad daiklos?

    kide ra, xo, me magalitad gamxdari var da sashinlad ar momwons chemi tavi😦 aba isaa kai, gamxdar saxeze sachqmeti loyebi rom ar maqvs? :S :S

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მომრგვასლებული ფორმებიც არის და სმომრგვალებულიც :დდ ჰორმონების ბრალი არაა კიდევ კაი :))) ნელ-ნელა რომ უნდა და წლები და მაგის ნერვები რომ არ მაქვს მაგის ბრალია :სს

      Reply
      1. kevana

        მე მიყვარს მრგვალი ფორმები :უსერ:
        ჩემი მეგობარი იკლებს ასე ნელ–ნელა და სტაბილურად (ანუ არ იმატებს, ინარჩუნებს იმ დაკლებულს), ხოდა მიხარია რა. დიეტაზე არაა, უბრალოდ სპეციალური კვების რაციონი შეარჩა, როგორც ადრე მითხრა. დაიცა ვკითხავ ზუსტად როგორც იკლებს🙂

  15. lasha

    ნათი ყლეზე დაიკიდე რა. ან არ დაიკიდო🙂 რავი რამე ქენი🙂 ხო უნდა დამეკომენტარებინა რამე

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      :დდდდ “რამე” დაგეკომენტარებინა :დდდ და გეთქვა დებილი ხარ-თქო :დდ

      Reply
  16. Mallorie

    ნათი, მე ძალიანაც მომწონხარ ასეთი. სულაც არ მინდა გახდე. აი, სადმე თუ გნახავ, ერთს აუცილებლად მოგჩქმიტავ.
    მე მიყვარს პუტუკუნა ხალხი.. აი, ძალიან.
    ლოყების დაჩქმეტა არის ყველაზე ზეობა.. და კიდევ, ხელებზე რომ აქვთ რბილი კანი, აი, ეგ..
    იცი, რა მაინეტერსებს, აი, ბავშვობიდან ხარ პუტკუნა?
    შემიძლია დავიფიცო, რომ არცერთი მსუქანი ადამიანის დანახვისას, როდესაც რამეს ჭამს, არ გამიფიქრებია, ამას კიდევ ჭამა უნდა-მეთქი, არასდროს.. პირიქით.. ისე გემრიელად მიირთმეევნ ხოლმე, სულ ნერწყვი მადგება. ^^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მადლობა, რომ მოგწონვარ❤❤ და კაია, რომ არ გაქვს ეგეთი გართულებები❤

      Reply
  17. Andy

    აუ ის მიდგომა არ მიყვარს : აუ ნათი ეგრე უფრო საყვარელი ხარ არ დასუსტდე. არადა ის ვინც ამას ამბობს მთელი ცხოვრება კალორიებს ითვლის და დიეტაზეა. :დ

    ნათი თუ შენ თვლი გინდა დასუსტება დასუსტდი თუ არადა დაკიდების პოლიტიკა ყველაზე კარგია !😉

    Reply
  18. NinucaElectro

    თუკი ყველაფერი სცადე უკვე, მაშინ ეს ყველაზე ეფექტური გამოსავალი უნდა იყოს. წარმატებას გისურვებ და ჯანმრთელობას კიდევ.. ))))

    Reply
  19. Seymour Glass

    პირადი გამოცდილებიდან გამომინარე შემიძლია ვთქვა, თუ შინაგანი დარღვევების გამო არ ხარ გასუქებული, გახდომის ყველაზე კარგი გზა ჭამაზე უარის თქმაა ^_^

    Reply
  20. akunkula

    ვგონებ, დამკომენტარებელთა უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს, რას ნიშნავს ჭარბი წონა და მასთან ერთად ცხოვრება.
    იმაზეც შევთანხმდეთ, რომ კაცებს სულელი ქალები 2 პაემნისთვის არ სჭირდებათ, სულ ასეთებს ეძებენ. მათდა სასიხარულოდ (თუ სამწუხაროდ), მძიმეწონაინი ქლები სტატისტიკურად ორმაგი ინტელექტითაც გამოირჩევიან🙂
    “ბოლოს “გასხამს”, იკიდებ ყველაფერს და თავისუფლდები ყველა კომლექსისგან. მე სწორედ დაკიდების სტადიაში ვარ.”-ო სიყვარულოვნამ; მეც მანდ ვარ🙂 მაგრამ დიდი დრო დამჭირდა აქამდე მოსასვლელად და ნამდვილად არ ყოფილა ადვილი. არც ჩემი ბრალი იყო ჩემი დაკომპლექსება🙂 აქ საქმეში ნაგავი საზგადოება ჩაერთო, რომელმაც იზრუნა ჩემი სიყრმის გამწარებაზე იმის ყოველწამიერი აღნიშვნით, თუ რამხელა ვარ და რამდენად ბერ მათ წილ ჰაერს ვსუნთქავ🙂 არ უნდა გაგიკვირდეთ შეურაცხმყოფელი წამოძახილები უფროსებისა და ბავშვებისაგან; განსაკუთრებით მაშინ მწარდები, თუ მათ მომღიმარი დედა უცქერს 3:)
    თუ რაიმე უზუსტობაა, შემისწოროს პოსტის ავტორმა🙂

    რაც შეეხება დიეტებს, პანიკურად არასდროს დავმჯდარვარ. არ მიმაჩნია სწორად მთელი ცხოვრების დიეტაში გატარება, ვიღაცას ხოში რომ გავუსწორო, იმის გამო.
    და კიდევ, კუჭის რეზექციაზე იყო ლაპარაკი. ეს ოპერაცია მადას არ დაგაკლებთ, უბრალოდ, შეჭმთ ბევრს და გახდებით ცუდად🙂 შედეგად ეჩვევით ცოტას ჭამას და რადგანაც კუჭის მოცულობა ჩვეულებრივზე ბევრად ნაკლებია, თქვენ ილკებთ წონაში.
    რგოლის მოჭერა კიდევ, აქაც ბევრს შეჭამ და კუჭი გეტკინება, რგოლი მოგიჭერს🙂 პროცესი თთქმის ანალოგიური.
    თუ ჩემ ანარომიის ლექტორს დავუჯერებთ, მცირე შემთხვევებში უკუჩვენებაც აქვს, ანუ პაციენტი მაინც ძველ წონას უბრუნდება….
    დიდი კომენტარისთვის მაპატიეთ, პოსტის დაწერს ვაპირებდი და აქ მოვიოხე გული🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა, რგოლის შემთხვევაში სხვანაირად არის. რგოლი კუჭს ჰყოფს ორ ნაწილად. დიდ და პატარა ნაწილებად. როდესაც საკვებს იღებ გროვდება პატარა ნაწილში და ძნელად გადადის დიდ ნაწილში. დაგროვილი საკვები აღიზიანებს მადის რეცეფტორებს და აღარ გშია. მაგრამ ამ რგოლის გარდა ორგანიზმში მაგრდება კიდევ რაღაც, რისი საშულებითაც ამ რგოლში შეჰყავთ სითხე ან გამოჰყავთ და ამიტომ ცოტა საშიში და ბევრი უკუჩვენება აქვს.

      რაც შეეხება მწარე–მწარე კომენტარებს ამას ვერასდროს გაექცევი :)) და უნდა შეეცეცადო და ისწავლო ის, რომ არ მიაქციო ყურადღება

      Reply
  21. qristina

    ყველაზე ჯანსაღი დამოკიდებულება ზედმეტი წონის მიმართ, რაც ოდესმე საქართველოში მომისმენია/წამიკითხავს. ჩემს დეიდაშვილს აწუხებს ეს პრობლემა და ვიცი რამხელა სირთულეებს ქმნის… ელემენტარულად, ზაფხულში სხვებთან ერთად ვერ სეირნობდა, მარტო იმიტომ რომ მალე იღლებოდა. ალხა სკეიტითაა გატაცებული და ფიტნეს კლუბში დადის. 5 თვეში 20 კილო დაიკლო და ძალიან ვამაყობ. თუ ხვდები რომ სხვა გამოსავალი არაა (და შენი კომენატრებიდან ვნახე, რომ სხვა ყველაფერი სცადე) გაიკეთე ის ოპერაცია. შეიძლება გითხრან, რომ ასე უფრო საყვარელი ხარ, მაგრამ ჯანმრთელობად არაფერი ღირს🙂 წარმატებები :*

    Reply
  22. rockermeloman

    მეც მქონდა ეგ პრობლემა ადრე :დ 56 კილოგრამი ვიყავი და გარეთ გამოსვლის მრცხვენოდა :დ იცი ყველაზე მეტად რა გამიკვირდა? რომ გიწერია დიეტა მაქსიმუმ 1-3 თვე გაქაჩოო, მე გამოვიტანე დასკვნა რომ შენ ამდენი ხანი გაძელი და მშურს, ასეთი ნებისყოფა გაქვს? ჩემი არც ერთი დიეტა 5-6 საათზე მეტხანს არ გაგრძელებულა :დ
    პ.ს. წონა რომ პრობლემაა გასაგებია, მაგრამ როდესაც ეს მხოლოდ ჭამაზე არაა დამოკიდებული მართლაც სწორი გადაწყვეტილებაა დაკიდება :* კიდევ იმის მშურს რომ შენ წონა გიხდება :დ
    პ.პ.ს. ანორექსიას და სხვა მისთანანს არ ჯობია ოდნავ მეტი წონა? :დ ქალს ხელი უნდა მოეკიდებოდესო, ძველები ამბობდნენ ხოლმე :დ
    პ.პ.პ.ს. 48 კილო ვარ და დედას ვეხვეწები სპეციალურ მასაჟებზე მატაროს, 10 კგს დაკლება მინდა :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      48 კილოიანი რომ 10 კილოს დაკლებაზე იოცნებებს მოსაკლავია :დ

      Reply
    2. Marus Eden

      ნუ გაგიტყდება და მაგრა მაღიზიანებს ხოლმე ჯობნის ფსიქოლოგია.10 კილოდა 50 რადიკალურად განსხვავდება,არა მარტო ვიზუალურად და რაოდენობით,ჯანმრთელობით,ფსიქიკით.ადამიანმა ყველაფერი უნდა ცადოს ,რომ გაიუმჯობესოს ცხოვრება და ვერ დაიკიდებ ჭარბ წონას.ან უარესად მოიმატებ და ოდესღაც ასმაგად განიცდი.სანამ კიდევ გვიან არ არის,ნებისმიერი ჩარევა,რაც არ დაანგრევს ორგანიზმს,ცადო.ეს ოპერაციაც.ყველაფერს აქვს უარყოფითი მხარე.სიმსუქნითაც ბევრი ისწავლება.) შარლიზ თერონს 20 კილო მოამატებინეს რომ ‘მონსტრში’ ეთამაშა სერიული მკვლელი ილინ ვულოსის როლის სათამაშოდ,როგორც თქვა მან,სხვანაირად ვერ იგრძნობდა იმ სიმახინჯეს რაც ილინის სულში იყო ალბათ და შედეგად ფილმს მონსტრი დაარქვეს.მე არც კი მიგულისხმია რომ ჭარბწონიანი ადამიანი კავშირშია რამე ^ურჩხულისმაგვართან^,არანაირად,მაგრამ გაცილებით უმძიმდება ცხოვრება.მეც მაწუხებს ეგ პრობლემა.
      და კიდევ,უთავმოყვარეობის იარლიყი ,შენ შეი თავი ძალიან გიყვარს,მაგრამ შენთვის,რადგან გამორიცხულია კომპლეხები არ გქონდეს.ჭარბი წონაც ადამიანის ფიზიოლოგიის და ფსიქიკის ნორმებს ცდება,სხვა ადამიანი ხარ და შეგიძლია სხვა გახდე.პოსტივით გამომდის, მეც გასაღებისძიებაში ვარ)) სანამ არ დაიკლებ,იქამდე რომ კომპლიქსი მოგეხსნას ,ამას ვერ მიხვდები,ვინ იქნები გამხდარი.ალბათ ვინც გინდ აიყო,ეხლაც ხარ მაგრამ ფანტაზიბში,რადგარ რეალობა არაა მარტო შენი ,ის ყველას ეკუთვნის:~^ წარმატებები

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s