მაშინ, როდესაც არ იცი რა ქნა

მაშინ როდესაც არ იცი რა ქნა, უბრალოდ უნდა მოეშვა ფიქრს.

“არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე” – მომენტი ძირითათად მხოლოდ მაშინ გვაქვს, როდესაც:

  • ძალიან გაბრაზებულები ვართ
  • ძალიან გვიყვარს
  • აზრზე არ ვართ რა ხდება ჩვენს გარშემო

ბედნიერება და უბედურება გვიკარგავს აზროვნების, ანალიზის, განსჯის უნარს. გვტოვებს ხახამშრალს და მოდებილო ელემენტს. სწორედ ამ დროს იწყებს ადამიანი ინსტიქტით მოქმედებას და უჭირს შეაფასოს ყოველი გადადგმული ნაბიჯი ან/და არ იცის რა ქნას, როგორ მოიქცეს.

ხშირად გვაქვს ადამიანებს მომენტი როდესაც ვითიშებთ და უბრალოდ არ ვიცით რა ვქნათ. თავში ისეთი ბანალური აზრიც არ მოგვდის როგორიცაა მაგალითად წყლის დალევა. ვზივართ/ვდგევართ/ვწევართ, მივშტერებივართ ერთ წერტილს და ვფიქრობთ რა ვქნათ.  უბრალოდ უნდა შეწყვიტო ფიქრი, ყურადღება გადაიტანო სხვა რამეზე და აი სწორედ მაშინ, როდესაც აღარ ფიქრობ როგორ მოიქცე თავში ნათურა აგენთება და მიხვდები, როგორც უნდა მოიქცე.

თუმცა არსებობს ისეთი გამოუვალი სიტუაციებიც, როდესაც ვერც ნათურა გიშველის და ვერც “პროჟექტორი”. მაშინ უბრალოდ ბედს უნდა მიენდო, რომელიც ან სინათლეში გაგიშვებს და ამოისუნთქავ, ანდაც სიბნელისკენ გკრავს ხელს და მარტივად, რომ ვთქვათ დაგენძრევა.

როცა არ იცი როგორ მოიქცე, მაშინ როდესაც ვიღაცის რაღაცაში მხილება გინდა და + არანაირი ნივთმტკიცება ამ ფაქტისა არ გაგაჩნია უბრალოდ უნდა დაელაპარაკო გულახდილად ან/და გამოიყენო გენიალური ფრაზა “მე ყველაფერი ვიცი” და შემდეგ თავისით აჭიკჭიკდება. მაგრამ ყველაფერი არც ისე იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

6 thoughts on “მაშინ, როდესაც არ იცი რა ქნა

  1. ნათია

    მართალია, ხანდახან უნდა მოვეშვათ ფიქრს, უეცრად თავში ენთება ნათურა და ყველაფერი ნათელი და გასაგები ხდება😀 ხანდახან გონებით მოქმედება არ ჭრის და ინსტიქტებს უნდა მივენდოთ, ან დავასვენოთ ტვინი და ისიც დაალაგებს თავში მომხდარ ფაქტებს და მერე შედეგად აენთება პასუხი😀

    Reply
  2. Jessie

    არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია და ცუდი თუ კარგი გამოსავალი მაინც არსებობს🙂

    რა კარგად გიწერია ჩემო კარგო ..

    Reply
  3. Mari

    ზოგჯერ როგორ მესმის შენი. ბოლო დროს მეც ხშირად მაქვს ეგეთი კრიზისები და არც მაინტერესებს და არც ვფიქრობ რა ვქნა. არც არ უნდა ვცადო, მაინც არაფერი გამოდის, ჰოდა ინერციით მივდივარ.
    ისე, როგორ მაინტერესებს, ვისი გამოტეხვა გინდა. ნივთმტკიცებების შოვნაში მაინც დაგეხმარებოდი :))) :კაგებეშნიკი:

    Reply
  4. ლაშა

    “რა ვქნისა ციხე ავაგე,
    ჯავრი შავუბი კარადა,
    საიქიოდან მოიდნენ
    იმ ციხის სანახავადა,
    ბევრი უარეს გარშემო,
    კარ ვერ გასტეხეს ძალადა,
    მერმე თქვეს, დრო რომ მოალის –
    კარ გაიღების თავადა.”

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s