ცემა–ტყეპა და ერთად თავმოყრილი ინფორმაცია

დაიწყო “თარგმენს” პრეზენტაციით და გაგრძელდა ცემა–ტყეპით რომელიც არა აფექტის მდგომარეობაში ხდებოდა.რადგან მეორე დღეს გაგრძელებულ ჩხუბს, რომელიც გვერდზე გაყვანით იწყება შეუძლებელია აფექტის მდგომარეობა უწოდო. დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც სიტყვის თავისუფლება არ არსებობს და საკუთარი აზრისთვის პატარა სახელმწიფოს(თსუ) პატარა მმართველები წიხლებით გისწორდებიან. ისჯებიან თავისუფალი სიტყვისთვის და მწვავე კრიტიკისთვის, რომელიც მმართველობის ფორმას ეხებოდა.

თავისუფალ ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი აზრი, სამაგიეროდ არსებობს დაცვა, რომელიც “პატიოსნად” ასრულებს საკუთარ მოვალეობას – იცავს შენობას და შორიდან უყურებს ჩხუბს. თავისუფალ ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი მედია, რომელიც  გააშუქებდა ამ არც თუ ისე უმნიშვნელო “შეტაკებას”. არ არსებობენ მმართველები, რომლებიც უძლებენ კრიტიკას. არ არსებობს ხალხი, რომელიც სიტყვიერ იარაღზე სიტყვიერი იარაღით გიპასუხებს. თავისუფალ ქვეყანაში არ არსებობენ დამოუკიდებელი ადამიანები. არსებობენ პაიკები, და ცხოველის ინსტიქტით მოაზროვნე არსებები…

დღეს და გუშინ ბევრი დაიწერა ბლოგებზე და შევეცადე ყველა მათგანისთვის ერთად მომეყარა თავი.

” გამოჩნდა რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელმაც ღიად დააკმაყოფილა თავისი უკმაყოფილება და საკმაოდ მწვავე სიტყვითაც გამოვიდა. ამ სიტყვებს, წესით, მწვავე პასუხებივე უნდა მოჰყოლოდა, თუმცა პასუხებში, სიმართლე გითხრათ, მუშტებს ნამდვილად არ ვგულისხმობ.

თუმცა, იყო მუშტებიც. რამდენიმე ადამიანს, რომელმაც დისკუსიისას განსხვავებული აზრი გამოთქვა, მარტივად, გაიყვანეს და სცემეს.”    წყარო ფორთხლების ბლოგი

“მას მერე, რაც ჩემმა ნაცნობმა დატოვა დარბაზი და წავიდა, თუ არ ვცდები ორმა პიროვნებამაც ,საჩქაროდ დატოვა პრეზენტაცია. ხუთიოდე წუთის შემდეგ , აუდიტორიის წინ ყვირილის და მამაპაპური შეძახილების ხმა გაისმა და აუდიტორიაში თვალჩალურჯებული სტუდენტი შემოვარდა. (ხო, დამავიწყდა მეთქვა, რომ იმ ხუთ წუთში კიდევ სხვებიც გავიდნენ გარეთ). მოკლედ, რამდენიმე სტუდენტი ერთმანეთს თავგამეტებით ურტყამდა, იქვე აუდიტორიის წინ.” წყარო იბერიელის ბლოგი

“მოკლედ, იქ მოსული სტუდენტების ნაწილმა მწვავე შეფასებები გამოთქვა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის მისამართით. ამ უკანასკნელი ორგანოს დარბაზში მყოფმა წარმომადგენლებმა კი აქეთ არ დააკლეს მწვავე შეფასებები. თვითმმართველობა რომ ამ თარგმანების პრობლემაში არანაირი დამნაშავე არაა, ეგ ცალკე ამბავია ( თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ამ პრობლემის ლობირება პირველ რიგში მას უნდა აინტერესებდეს, ეგეც იქით იყოს), მაგრამ იქ დამსწრე სტუდენტებმა ტაშ–ფანდურაზე ორიენტირებული ორგანო რომ უწოდეს (არადა თვითონაც ხომ არ მალავენ, კაცო, ამას) და პრივილეგირებული სტუდენტების საზღვარგარეთული ვოიაჟები და წიგნებისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტში გამოყოფილ თანხასთან შედარებით მათი ბიუჯეტის სიგრძე და სიგანე რომ ახსენეს, ეს ამბავი არაფრად ეპიტნავათ. ეს სიტყვის თავისუფლების ზეიმი კი იმით დაგვირგვინდა, რომ თვითმმართველობის რამდენიმე წარმომადგენელმა 3 ადამიანი სცემა” წყარო: ნეტგაზეთი


 მეორე დღე:

“ამ წუთას გავიგე რომ თვთმმართველობის წევრებმა ცემეს გიორგი გოგუა და ლაშა ქავთარაძე.
გიორგი გოგუა ,,თარგმნეს” საინიციატივო ჯგუფის წევრი, ჟურნალისტი და ბლოგერია. აი ამ ბლოგის და ამ პოსტის ავტორი.
ლაშა ქავთარაძეც ჟურნალისტი და ბლოგერია, რომელმაც გუშინ შეხვედრაზე თვითმმართველობის მიმართ კრიტიკული აზრი დააფიქსირა და თვითმმართველობის ბიჭებმა წუხელ დაიმუქრეს მაგას ვცემთო” წყარო : chankotadzi’s blog

2-ის ნახევარზე მომავალ ჟურნალისტებს მეექვსე კორპუსში ახალი ამბების ლექცია გვქონდა. ცოტა ადრე მივედი, ბავშვები გარეთ იყვნენ. მათ შორის ჩემი 2 მეგობარი (ორივე ბლოგერი), გიორგი გოგუა და ლაშა ქავთარაძე . ასევე, გიორგი ხატიაშვილი, რომელსაც გუშინდელი პრეზენტაციის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სანამ მე გიორგის ველაპარაკებოდი, ლაშასთან და ზეროსთან მივიდა 3 ბიჭი და ხუთივენი ერთად დაიძრნენ მეორე კორპუსის ეზოსაკენ. რა თქმა უნდა, ყველანი მივხვდით, რომ ეს გუშინდელი ამბის გაგრძელება იყო (რა მოხდა გუშინ – წაიკითხეთ ზეროს ბლოგზე ).

სულ რამდენიმე წუთში ორივენი დაბრუნდნენ ნაჩხუბრები და ნაცემები. როგორც გაირკვა, მეორე კორპუსის ეზოში მათ კიდევ დახვედრიათ რამდენიმე ბიჭი, რომლებმაც ლაშას მხრიდან გუშინ საღამოს გამოთქმული შენიშვნები თვითმართველობისა და უნივერსტეტის ადმინისტრაციის მიმართ, რატომღაც პირად შეურაცხყოფად მიიღეს და ძველბიჭური გარჩევები დაიწყეს.

ამ ყველაფერს თურმე მშვიდად უყურებდა იქვე მდგომი დაცვის 2 წევრი, რომლებიც ჩვენი ლექტორის ჩარევის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.” წყარო: ლილაქის ბლოგი 

და ბოლოს, ლიტერატორის პოსტი ტაბულას ბლოგზე.

დღევანდელი ცემა–ტყეპა როგორ დასრულდა არ ვიცი. მაგრამ სავარაუდოდ დღის ბოლოს ან ხვალ ლაშა ქავთარაძე და გიორგი გოგუა დაწერენ. ისინი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ამბებში. ბლოგი: http://lashaqavtaradze.wordpress.com/  და http://portxlebi.wordpress.com/

ერთ–ერთი ინფორმაციით სეირის მომზირალი დაცვა გაათავისუფლეს და ნაცემი ბიჭებიც კარგად არიან. რა იქნება ხვალ არავინ იცის…

Advertisements

6 thoughts on “ცემა–ტყეპა და ერთად თავმოყრილი ინფორმაცია

  1. otius

    ეს არის ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყნის სახეა ეს უნივერსიტეტიც… თუ პირიქით…

    ცემა-ტყეპა, საქმის გარჩევა და ფიზიკური ანგარიშსწორება…

    Reply
  2. kevana

    ძალიან ცუდი რამ მომხდარა… თვითმართველობაში სულელები სხედან…
    პასუხი უნდა მოეთხოვოთ ამ ქუჩური გარჩევებისთვის 🙂

    Reply
  3. გველი

    რაღაც ასე მთავრდება პოსტი: “მთავარია ვინ იქნება შემდეგი! :მუჰაჰა: ”
    😦 სამწუხაროდ მართლაც ეგრეა.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დაახლოებით. ეგრე მინდოდა დამთავრება მაგრამ… რაღაც ვერ გავიმეტე ეს 20–22 წლის ბიჭები ყოველდღე უნივერსიტეტის ეზოში საჩხუბრად :ს

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s