დამნაშავე უნდა დაისაჯოს

სტუდენტები ძალადობის წინააღმდეგ.

კრიტიკა უზრდელობა არაა!!!

იყავი სტუდენტი და მოკეტე

იყავი სტუდენტი და მოკეტე

გუშინ, უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ გაიმართა სტუდენტების მშვიდობიანი აქცია. ისინი მოითხოვდნენ:  1. გაირიცხონ თვითმმართველობიდან და სტუდენტის სტატუსი შეუჩერდეთ მათ, ვინც “თარგმნეს” პრეზენტაციაზე სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორნენ.2. თვითმმართველობის საქმიანობის ხარჯთაღრიცხვა გახდეს საჯარო. მასალები გამოქვეყნდეს ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (http://www.tsu-tvitmmartveloba.ge/).3. შეიცვალოს ამ ორგანიზაციის სტატუსი. მისი ფუნქციები აღარ შეიზღუდებოდეს კულტურულ-გასართობი ღონისძიებების ორგანიზებით და მიეცეს საშუალება, იქონის გავლენა აკადემიურ პროცესსა და ამ პროცესისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტური მოწყობაზე და ა.შ.

აქციაზე 150-200-მდე სტუდენტი მოგროვდა. მათ შორის უყვნენ “მეზობელი უნივერსიტეტებიდან”, რომლებიც თანადგომას უცხადებდნენ და გამოხატვდნენ თავიანთ დამოკიდებულებას თსუ-ს თვითმმართველობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენდებმა ისურვეს თვითმმართველობის წევრების დიალოგზე წამოსვლა, მათი სურვილი მხოლოდ სურვილად დარჩა და თვითმმართველობის არც-ერთ წევრს არ გაუკეთებია კომენტარი მოხდართან დაკავშირებით. სტუდენტები იყვნენ პირბადებიით, რომლებზეც გამოსული იყო შავი X იმის ნიშნად, რომ მათ ეკრძალებათ თავისუფალი აზრის დაფიქსირება, ან არ ეკრძალებათ მაგრამ სამაგიეროდ “სათანადოდ” ისჯებიან.

სტუდენტები ძალადობის წინააღმდეგ

სტუდენტები ძალადობის წინააღმდეგ

აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

და მაინც, ჩემი აზრით ეს აქციები და ლოზუნგები არ გამოიღებს არანაირ შედეგს, არც თვითმმართველობის წევრები შეიცვლებიან და არც მათი პოლიტიკა თუ კი 90% სტუდენტების აზრი მომხდართან დაკავშირებით იქნება ის, რომ ცემაზე ცემით უნდა უპასუხო. უკეთეს ვარიანტში ფიქრობენ, რომ უნდა უჩივლონ. სიმართლე გითხრათ თავიდან მეც ამ აზრზე ვიყავი, რადგან დამნაშავე უნდა დაისაჯოს. თუმცა თუ გავიაზრებთ უკეთესად მივხვდებით მომხდარს ჩივილს აზრი არ აქვს, რადგან არ იციან იმათი ვინაობა ვინც უშუალოდ მონაწილეობდა “წიხლი-ხელი-მუშტით გარჩევაში”. შეესაბამისად, გამოძიებას არ ექნება არანაირი საბუთი რის საშუალებითაც შეძლებდა დამნაშავის დასჯას.

და მაინც, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ფასი არ აქვს აქციებს, სადაც თავისუფალი სიტყვა მუშტი-კრივით ისჯება, სადაც არ არსებობს სამართალი.

სტუდენტები ძალადობის წინააღმდეგ

სტუდენტები ძალადობის წინააღმდეგ

6 thoughts on “დამნაშავე უნდა დაისაჯოს

  1. Seymour Glass

    უჩივლონ რა მართლა. თორე მიტინგობანას, (მითუმეტეს სუილ რაღაც 200 კაცი რომაა მოსული) მგონი აზრი არ აქვს:/

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰომ ვთქვი პოსტში რატომაც არ გამოვა ჩივილი? კონკრეტული პირები არ ჰყავთ ვისაც უნდა უჩივლონ და აზრი არ აქვს უბრალოდ

      Reply
  2. ნინო

    მე ყოველთვის ვაკრიტიკებდი თვითმმართველობას, მაგრამ როგორც ისინი იქცევიან,ვინც ცემეს,უფრო უარესიაა. კარგი პოსტია,მაგრა ერთს გირჩევ ცოტა უფრო ღრმად დაუკვირდი საკითხებს და სიტუაციებს,მითუმეტეს რომ ამის უშუალო მონაწილე ხარ და დაკვირვების საშუალება გაქვს. შენ რა ნამდვილად გგონია,რომ თვითმმართველობა მონსტრია,რომელიც ცემს სტუდენტებს,რომლებსაც მხოლოდ “სწავლა,განათლება,წიგნების თარგმნა” აინტერესებს და საშინელი წინააღმდეგია გართობისაა?თვითმართველობა კი ექაჩება არა წიგნები არ უნდა თარგმნოთ,წამოდით ფართიზე გაერთეთ,თორემ გცემთო და ცემს?ასე გგონიაა?ესენი არიან ხალხი,რომელსაც უნდათ პოპულარობა დაა ეკრანებზე მოხვედრაა და მომავალში უკვე სკამების დაკავება და აი გავა ერთი-ორი წელი და დაინახავ,რომ ეგრეც მოხდება . ამათ იმაზე კი არ შესტკივათ გული,რომ არაა თარგმნილი ლიტერატურა,არც იმაზე რომ ძალადოაა, პიარს იკეთებენ და ეგაა. ალბათ ზოგს გული წყდება კიდეც,მე რატომ არ მცემესო. პ.ს. მე სულაც არ ვფიქრობ,რომ რაიმე სახის გამართლება აქვს თვითმმართველობის წევრების საქციელს.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      საინტერესო აზრია, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ვინც ცემეს იმათგან რამდენიმეს ვიცნობ, შემიძლია დაზუზსტებით გითხრა, რომ არც–ერთი იმთგანი არ არის პიარშიკი, და არც ერთი მათგანი არ ზრუნავს საკუთარ კარიერაზე თუ მომავალში საჭირო სკამის დაკავებაზე :))
      არ ვამბობ რომ თვითმმართველობა მონსტრია, რომელიც ხალხს სცემს. მაგრამ ფაქტია, რომ მათი ინტერესის 80% გართობისკენაა, 10% სტუდენტური პრობლემებისკენ, და 10% იმათ ეთმობა ვინც აკრიტიკებს ამ თვითმმართველობას.

      ყველაფერი ჯანდაბას, იყვნენ ესენი პიარშიკები და თვითმმართველობა ზე ორგანო, მაგრამ როდესაც 100–200 კაცი გთხოვს გამოხვიდე და დიალოგზე წახვიდე და ამ დროს ფანჯრიდან გაღიმებული უცქერი, ცოტა არ იყოს და… რავიცი

      Reply
  3. ნინო

    მეც ვიცნობ ვიღაც-ვიღაცეებს:)))ანუ ვინც ცემეს მაგათ არა,მარა ამ ამბების მერე ეკრანებზე რო აქტიურად ჩნდებიან და აქციებზე რო ბოლოხმაზე ყვირიან და სამართლიანობის გულისთვის თითქოსდა სიცოცხლესაც რომ დათმობენ.და ეგ ხალხი მახსოვს მე თუნდაც ლექციებიდან, ზუსტად იგივე თავდადებით ცდილობენ ლექტორებს თავი მოაწონონ, :შეუძვრნენ”, ოღონდ სხვაზე მეტი გამოჩნდნენ , მათი პოზიცია მუდამ ასეთია “მე ყველაფერი ვიცი, შენ რა უნდა იცოდე!!” ოღონდ თავი გამოიჩინონ და ა.შ. პიარს იკეთებენ ლექციებზეც და ახლაც. ხოდა ამაზრზენიააა ეს ყველაფერი,თორემ შეიძლება შენი ნაცნობი მართლა იმითაა შეწუხებული,რომ გართობა მობეზრდა,სწავლა უნდა,თაგმანები უნდა(ეს მეც მინდა:)) და მართლა ძალადობას აპროტესტებს. უბრალოდ არ შეიძლება ჩემი აზრით ყველაფერი შევაფასოთ პრინციპით:შავი და თეთრი. არსებობს ნაცრისფერი თუნდაც და კიდევ უამრავი ფერი…..იმედია სწორად გამიგე:)))))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი🙂 რა თქმა უნდა სწორად გაგიგე :)) იმ აქციაზე ათობით ადამიანი იყო და ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავთ, თვითმმართველობაშიც ათობით ადამიანია და ასევე შეუძლებელია მათი ერთ ქვაბში მოხარშვა. ნაცემიც რამდენიმეა და მაინც არ შეიძლება მათი ერთ არსებად აღქმა. ყველას სხვადასხვა პრინციპი და მიზნები აქვს :))

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s