როდის უნდა მიიღოს ადამიანმა სექსუალური განათლება?

როდის უნდა მიიღოს ადამიანმა სექსუალური განათლება? ამ კითხვაზე თითქოს ყველას ერთი პასუხი აქვს –  როდესაც მზად იქნება.
როდის იქნება ადამიანი მზად მიიღოს სექსუალური განათლება? პასუხი ისევ ერთნაირი– როცა გაიზრდება.
როდის გაიზრდება? პასუხი – “ის ჩემთვის ყოველთვის ბავშვი იქნება” (c) დედა

ამ კითხვა–პასუხში გადის დრო, ბავშვი იზრდება და იმ ინფორმაცას რაც წესით თეორიულად უნდა მიეღო, იღებს პრაქტიკაში. უშვებს ისეთ შეცდომებს რაც წესით არ უნდა დაუშვას. ვერ იცავს თავს სხვადასხვა დაავადებებისგან თუ არასასურველი ორსულობისგან. გადის დრო და რომ დაუსვან მასაც იგივე კითხვა, ძალიან მარტივად გიპასუხებს – მე თუ არ მქონდა სექსუალური განათლება ვერ შევქმენი ოჯახიო?

მივადექით პრობლემასაც, ხშირად სექსუალური განათლება მხოლოდ სქესობრივი აქტის დეტალურად ახსნა–განმარტება ჰგონიათ და ამიტომ მშობლები ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ როცა დრო მოვა ყველაფერს თავისით ისწავლიან (თუ შვილი ქალია, მაშინ მას ქმარი ასწავლის).

სექსუალური განათლება მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

* ხილული და უხილავი ცვლილებები, რაც ადამიანის ორგანიზმში ხდება გარდატეხის ასაკში
* ჩასახვა, ორსულობა, მშობიარობა, არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვა
* ვენერიული დაავადებები და მათგან თავის დაცვა
* სექსთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ასპექტები
* ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა
და სხვა…

ამ საკითხებით მოზარდების ინფორმირება არათუ საჭიროა, არამედ აუცილებელიც კი არის! გარდატეხის ასაკი გოგონებს 12–14 წლიდან ეწყებათ, ბიჭებს უფრო გვიან და დაახლოებით ამ პერიოდში იწყებენ დაინტერესებას ერთმანეთის მიმართ, უჩნდებათ სურვილი კოცნის, უღვიდებათ ინტერესი სექსისადმი. ჩემი აზრით სწორედ ამ ასაკიდან უნდა მოხდეს მათი ცოდნის გაფართოება ამ გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ინფორმაციას ერთმანეთისგან მიიღებენ და რა თქმა უნდა დამახინჯებული გზით.

სკოლებში სექსუალური განათლების მიღება დაუშვებლად და ამორალურ საქციელად მიაჩნიათ. რადგან ფიქრობენ რომ მოვა დრო და ყველა თავისით მიიღებს სათანადო განათლებას.

14 thoughts on “როდის უნდა მიიღოს ადამიანმა სექსუალური განათლება?

  1. Mari

    სხვისი არ ვიცი, მაგრამ სკოლაში სასწავლი საგანი ნამდვილად არ მგონია მაგი. როგორც მახსოვს, მეშვიდე კლასში, ბიოლოგია რომ ვისწავლე, იმის იქით სკოლა არაა ვალდებული გარდატეხის ასაკის თავისებურებებისა და არასასურველი ორსულობისაგან თავდაცვის მეთოდები ასწავლოს.

    Reply
      1. kako

        mari imas ki ar unda ascavlidnen – aba vin ra pozashi jobia rom dadges, aramed imas rasac sexsis teoria qvia da fsiqologiuri zegavlenebi da atasi ramea kide…

  2. MrsMarch

    მართალი ხარ, ჩვენი მშობლების თაობას დიდი დაღი დაასვა კომუნისტურმა აღზრდამ, რადგან მათთვის სექსზე საუბარი სირცხვილისა და უზრდელობის მიქსად აღიქმება და გონიათ, რომ ყველაფერი თავისით მოვა,

    სკოლაში საგნის სწავლება მაინცდამაინც გამართლებული იმიტომ არ მგონია, რომ მასწავლებლების პროფესიონალიზმში არ ვარ დარწმუნებული, არამგონია ქართველმა პედაგოგებმა მოზარდებამდე ინფორმაციის სწორად მიტანა მოახერხონ, შესაბამისად ეს საგანიც დაემსგავსება რიგით ფიზკულტურას ან შრომას, სადაც ბავშვები გასართობად შედიან.

    მშობელმა უნდა იზრუნოს ამაზე და ის, ვისაც შვილთან სექსზე ლაპარაკი გაუტყდება ჩემ თვალში იდიოტია😐

    Reply
  3. Mallorie

    ნათი, ძალიან მომწონს შენი აზროვნება.. კარგია და მისაღები.
    სექსუალურ განათლებაზე რა მოგახსენო, მაგრამ დედებმა შვილი გოგონები დროზე რომ უნდა ჩააყენონ “რაღაც” საკითხში ეგ აუცილებელია.. 1 წელი ვიტანჯებოდი და ყოველდღე სიკვდილს ველოდი.. შემიძლი ვთქვა, რომ ოლვეისი ჩემი გამოგონილია..

    Reply
    1. me

      ეტყობა რამეს მაიმუნობდი და ამის ბრალი გეგონა :)) თორემ გეკითხა დედაშენისთვის ან ვინმე სხვა ქალისთვის :))) არასწორად მოიქცა დედაშენი, თვითონ რომ არ გითხრა ამის შესახებ, მაგრამ შეგეძლო, როცა ”გეწვია” , თავად გეკითხა.

      Reply
  4. Jessie

    13–14 წლის ბავშვმა ინდა იცოდეს ყველაფერი… და ისე მე ბავშვობინდა ვიცოდი პატარობიდნ და არც ფსიქიკა მაქვს მორყეული და ნორმალურად აღვიქვავ და მაგიტმაც ხამივით არ ვეტაკე პრიველივეს და არ გავტხოვილვარ მაშნ, როდესაც ამ საკითხში გაუნათლებლებმა ცოლები მოიყვანეს და გატოვდნენ

    ეჰ…

    Reply
  5. Kate_AlukaЯD

    მე მომხრე ვარ რომ მოზარდმა მიიღოს ცოდნა გარკვეულ ასაკში მაგრამ ამას უნდა ძალიან ფაქიზი მიდგომა… მოზარდი რა ცოდნასაც მიიღებს ის გაჰყვება მთელი ცხოვრების მანძილზე.. გარდატეხის ასაკი ძალიან საფრთხილოა: ))) მე არ ვარ ქართველების კომპეტენციაში დარწმუნებული.. მოიყვანენ ვიღაცა ტრაკში პერო გაყრილ ფსიქოლოგებს რომელსაც ფეხზე კიდია ზემოთ თქმული…
    ერი რომელსაც კინოში უტყდება იკითხოს კინოს სახელი რმელშიც სექსია ნახსენები ის რამის დამრიგებელი და მსწავლებია?

    Reply
  6. siyvarulovna Post author

    ჰო, მეც გეთანხმებით იმაში, რომ საქართველოში არ არსებობს ნორმალური ადამიანი ვინც წესივრად და ყოველგვარი მორიდების გარშე აუხსნის ბავშვს რა არის სექსუალური განათლება და ტანაც ამ ყველაფგერს შეძლებს ისე, რომ ბავშვის ფსიქიკა არ დაამახინჯოს და სწორად მიაწოდოს ინფორმაცია🙂

    რატომრაც მგონია, რომ ჯერ კიდევ ძალიან შორია იმისგან როცა ეს “საგანი” სკოლაში შევა და ნორმალურად აუხსნიან ბავშვებს. არა და ნამდვილად საჭიროა :))

    Reply
  7. ketusi

    ეს სტატია სხვაგანაც მაქვს ნანახი,შენი დაწერილი არ უნდა იყოს,ხო?
    სექსუალური განათლება—რა არის ეს? მიზნად ისახავენ ჩაატარონ სერია გაკვეთილებისა–ეს არ არის მარტო ერთი გაკვეთილი,სადაც მხოლოდ რაღაცეებს აუხსნიან.და ჩნდება კითხვა–რა საჭიროა ამდენი გაკვეთილი,თუ რა თქმა უნდა გეგმაზომიერად არ ეცდებიან ბავშვებში კონკრეტული მიდრეკილებების აღზევება-განვითარებას!
    მერე კიდევ,ამ საგნის შემოღებას ფიქრობენ დაწყებით კლასებიდან!–ხოდა,რათ უნდა მცირეწლოვანმა ბავშვმა რომ იცოდეს სექსის ყველა ნიუანსი,ერთი მითხარით?
    12-14 წლის ბავშვა უკვე იცის ზოგადად ქალსა და მამაკაცს შორის რა ფიზიოლოგიური განსხვავებაა,და ისიც იცის როგორ ჩნდება ბავშვი. და გაკვეთილები ამასთან დაკავშირებით უფრო მეტ ინტერესში ჩააგდებს და საბოლოო ჯამში უარეს შედეგს მივიღებთ!
    რაც შეეხება უსაფრთხო სექსს–პრეზერვატივების გამოყენებას ასწავლიან,იმას კი არ ეუბნებიან,რომ თავი სეიკავონ მზგავსი საქციელისგან,არამედ პირიქით,წახალისებაა–და უბრალოდ პრეზერვატივი არ დაგავიწყდესო!
    ხალხო ამგვარი სწავლების შემოღება რყვნის ბავშვს ,ანადგურებს მასში ყველანაირ მორალურ პრინციპს!
    იგივეა,რომ ქურდს ის კი არ უთხრა არ იქურდოო–უვრალოდ ხელთათმანები მისცე,რომ კვალი არ დატოვოს.
    მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას კანონიც კი იცავს–ამიტომაა,რომ ზოგიერთ ფილმზე წლოვანების შეზღუდვაა–ეს იმიტომ რომ მოზარდმა ტავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით შეიძლება თავისსავე თავს ზიანი მიაყენოს,და ამას ითვალისწინებს კანონი.
    არასრულწლოვანთან სექსუალური აქტის ქონაც ისჯება კანონით–და თუ ეს ასეა, რატომ უნდა ვუბიძგოთ მათ ამისკენ?
    ამ ყველანაირ სირუაციაზე საუბარი უნდა ხდებოდეს ოჯახში,ან სანდო ზრდასრული ადამმიანთან,
    და არანაირი სასკოლო სექსუალური განათლება!
    მაპატიეთ,მოკლედ არ გამომივიდა..🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არ ვიცი სად გადააწყდი მაგრამ ჩემი დაწერილია🙂 როცა ფბ–ზე ფეიჯი გაჩნდა მაშინ დავწერ :))

      რაც შეეხება შენს აზრს, გასაგებია🙂 და თითქმის უმეტესობა შენს აზრზეა თუმცა… რატომ არის გარყვნილება 13–4 წლის ბავშვისთვის ცოდნის მიცემა როდესაც ამას მაინც გაიგებს?

      Reply
      1. ketusi

        13-14 წლის ბავშვა ისედაც იცის ყველაფერი,ის კი არადა მე დარწმუნებული ვარ პრეზერვატივის არსებობა-თეორიული გამოყწენების წესიც იცის.
        სხვა თუ არაფერი ამის ცოდნა ბევრი არაფერი ’დამხმარეა’,100% დაცვა მაინც არაფერს არ აქვს,და თანაც უფროსებმა ძალიანაც კარგად იციან მაგის არსებობა,მაგრამ ეს არ ’უშლით’ ხელს აბორტები იკეთონ.
        ხო,კიდევ ერთს დავამატებ ბარემ.ამ აბორტებთან და დაავადებებთან დაკავშირებით ,დამიჯერე,ცრუ ინფორმაცია მოგეწოდებათ,არც ისეთი ’კატასტროფული’ მდგომარეობა არის,უბრალოდ განგებ ’აბუქებენ’,რომ ამ სწავლების სისტემის ვითომდა აუცილებლობა გაამართლონ.
        უცხოურ პრესას თუ თვალს ადევნებთ,გაიგებდით,რომ ბევრად უფრო ცუდი მდგომარეობაა ამ მხრივ ევროპაში,განგაშიც კი ატეხეს ამნასწინატ,აბორტებზე ისე დადიან,როგორც პურის საყიდლადო–რაღაც მზგავსი ფრაზა იყ(ეს მოზარდებს არ ეხება ოღონდაც,ზრდასრულ ასაკზე იყო საუბარი)
        ისედაც,ისეთ ქვეყნებშიც კი,სადაც უბიწობა ნაკლებ მნიშვნელოვანი ’ნიუანსი’ იყო ყოველთვის,გამოსცადეს რა ’სექსუალური რევოლუციის’ მიერ მიყენებული მორალური ზიანი,ეხლა ამახვილებენ ყურადრებას მასზე ,და უფრო ფასეული გახდა,და რაღა ჩვენს ქვეყანაში ვანადგურებთ ამ ’ქალიშვილობის ინსტიტუტს’ და თანას ამას ადრეული ასაკიდანვე ვიწყებთ!?

  8. Tina Poulin

    ნათია გამარჯობა,საინტერესო სტატიაა:)გულახდილად ვიტყვი,რომ რამდენჯერაც დავიწყე დედაჩემთან ამ თემაზე საუბარი,იმდენჯერ პასუხად სირცხვილით დახრილი თვალები,თავიდან მოცილების მცდელობა და დუმილი მივიღე…:/მართლა მაინტერესებდა,არა რაღაც მოთხოვნილებების გამო,არამედ წმინდა წყლის ბავშვური ინტერესით(სულ რაღაც 11-12 წლის ვიყავი):)მაგრამ ჩემი მეგობრებიდან გამომდინარე და გარშემომყოფების გავლენითაც მე სექსუალური ცხოვრება ჩემდა უნებურად გარყვნილებად აღვიქვი და დღემდე ვერ გამოვსულვარ ამ მდაბიო გავლენიდან!ეს ნამდვილად არაა ჩემი ბრალი:)ბავშვს აფორმირებს საზოგადოება,ხოლო სადაც მე გავიზარდე იქ არ იყო ჯანსაღი შეხედულება ამ თემის მიმართ:)ჩვენი-ბავშვების სექსუალური განათლება დაყვანილი იყო ხუანისა და როსაურას ლოგინის სცენებამდე,კოცნა-პროშნამდე და ბლა ბლა ბლა:D:Dმარაზმია!ბავშვს სწორე მიმართულება უნდა უჩვენო!აი მე თუ ღმერთმა შვილი მაჩუქა(არ აქვს სქესს მნიშვნელობა) მე მათ ასაკის შესაფერისი ტერმინოლოგიის გამოყენებით ავუხსნი ყველა ნიუანსს და არ ჩავიდენ ჩემი მშობლების შეცდომებს!ჯანსაღი!ვიმეორებ /ჯანსაღი/სექსუალური აღზრდა აუცილებელზე აუცილებელია!ბავშვის ფსიქიკა ამ დროს წარმატებით ვითარდება ,ყველაზე კრიტიკულ გარდატეხის ასაკში:))ვოტ ტაკ:)

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s