მწამს უფლის ერთადერთობის, ღმერთის სამობის, სასწაულების, ეკლესიის, ლოცვის, მღვდლის და მაინც ურჯულოს მეძახიან იმიტომ რომ მარხვას არ ვიცავ და ეკლესიის და ღვთის მიერ დადგენილი წესებით არ ვცხოვრობ.
ჩემთვის უფალი ერთია. არ ვიცი ეს იმის ბრალია, რომ ბავშვობიდან მამაჩემს ეკლესიაში დავყავდი, მიკითხავდა საბავშვო ბიბლიას და აღმზარდა როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი თუ იმის რომ საქართველოში დავიბადე, მაგრამ მე მწამს უფლის ერთადერთობის. სხვათაშორის თითქმის ყველა რელიგიაში უფალი ერთია.
მწამს ღმერთის სამობის. ჩემთვის ღმერთი სამობითაა – მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა. მასწავლეს, შთამაგონეს და მწამს.
მჯერა სასწაულების მიუხედავად იმისა, რომ არც–ერთი სასწაულის მომსწრე არ ვყოფილვარ. უბრალოდ ზოგჯერ ზოგი რამ ბრმად უნდა იწამო და მიიღო.
მწამს ეკლესიის და მღვდლების. იმიტომ რომ ღმერთამდე მისასვლელი ერთადერთი გზაა. მიუხედავად იმისა, რომ “მღვდლები ჯიპებით დადიან და ნაციხრები და თავზეხელარებულები არიან” უბრალოდ ვიცი, რომ მათ იქით გზა არ მაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ მწამს, მონათლული ვარ და მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ არ ვცხოვრობ ღვთის და ეკლესიის მიერ დადგენილი წესებით. ჩემი ხასიათიდან და ბუნებიდან გამომდინარე ბევრ რამეს ვეწინააღმდეგები და არ შემიძლია ბრმად შევასრულო ყველა დოგმა თუ “კანონი”. ჩემთვის შეუძლებელია ბევრი რამის ცოდვად აღქმა და ამის გამო სინანულში ჩავარდნა. ჩემთვის მთავარი საკუთარი თავის სიამოვნებაა და მერე ყველაფერი.
და ამ ყველაფრის გათვალისწინებით სახლში ურჯულოს მეძახიან. მამაჩემისთვის ნამდვილი დარტყმა იყო როდესაც დამჯერე შვილიდან გადავიქეცი ჯიუტ ვირად. როდესაც არ მქონდა არაფერი საწინააღმდეგო გეების მიმართ, როდესაც არ ვაკრიტიკებდი ადამიანებს, რომლებიც ეწევიან, როდესაც თავისუფლად შემეძლო საუბარი სექსზე და + ქორწინებამდე სექსში ვერაფერს ვხდევადი ტრაკიგულს და ამორალურს. ფაქტიურად როდესაც “კარტები გავშალეთ” გზის სხვადასხვა მხარეს ავღმოჩნდით.
ამ ყველაფრის მიუხედავად ჩემთვის ქრისტეს აღდგომა წლის საუკეთესო დღესასწაულია. წელიწადში ერთხელ ვიცვამ კაბას, მიდივარ ეკლესიაში და სულით და გულით ვზეიმობ ქრისტეს აღდგომას და თუ რომელიმე ჩემი მკითხველისთვის რამეს ნიშნავს ეს დღესასწაული: ქრისტე აღსდგა!!!
ჭეშმარიტად! :*
ნეტავ იცოდე როგორ მესმის შენი და როგორ გეთანხმები! მეც ზუსტად მასე ვარ თუმცა იმ განსხვავებით რომ ადრე უფრო ეკლსიურად ვცხოვრბდი და ბევრ რამეზე ვხუჭავდი თვალს და რომ კარტები ჯერ არ გამიხსნია თორემ მე არა მარტო ურჯულობას არამედ სხვა მრავალ რამეს მომაკერებენ არ დავკონკრეტდები დარწმუნებული ვარ მხიდვები 🙂
კი მივხვდები ^^
ბავშვობაში მეც ძაან ეკლესიურად ვცხოვრობდი, უფრო სწორად მაცხოვრებდნენ. მამაჩემის გამო დავდიოდი ყოველ კვირას ეკლესიაში, მამაჩემის შიშის გამო ვიცავდი მარხვას და ა.შ…
ჭეშმარიტად!
ნათ, მაინც ვფიქრობ, რომ რწმენასთან ერთად რაღაც-რაღაცებიც უნდა იცოდე. მთლად მასე ბრმადაც არ უნდა იყო. არ ხარ შენ ურჯულო :* :*
უი,მე და შენ პრაქტიკულად ერთნაირად ვაზროვნებთ,ასე გამოდის,მე ჩემს თავსაც ’ურჯულოს’ ვუწოდებ ხოლმე 🙂 რადგან ზარმაცი ვარ,რომ ეკლესიაში არ დავდივარ,ლოცვებს არ ვკითხულობ,და კიდევ არასდროს ვმარხულობ.
თუ არ გეწყინება მარტო ერთ რამეში არ დაგეთანხმები,“მღვდლები ჯიპებით დადიან და ნაციხრები და თავზეხელარებულები არიან”–ასეთი შეძლება კიდეც იყოს ვიმე,მაგრამ ყველას ხომ არ ეხება,მღვდელთაგან უმეტესი საკმაოდ ღირსეული ადამიანია,უბრალოდ ’ცუდი’,როგორც ყველგან,აქაც თვაში მეტად გვხვდება.
კარგი პოსტია ძალიან 🙂
რა თქმა უნდა. ბრჭყალებში იმიტომ წერია, რომ ყველა ერთნაირი არ არის. უბრალოდ ის ხალხი ვინც ეკლესიას ეწინააღმდეგება ყველა ამ “საბაბს” ასახელებს პროტესტისთვის :))
ჭეშმარიტად აღსდგა!
iიცი რა არის ქრსიტიანობა? როცა ამ ყველაფერს შენ გულით აკეთებ, ეკლესიაში გულიტ დადიხა, გულიტ ლოცულობ და გულით მარხულობ, თორე სხვისი შიშიტ გაკეთებული თუნდაც მამაშენი იყოსა არაფერია, ჰაერია და მეტი არაფერი. ხოდა როცა ამ ყველაფერს გულით გააკეთებ უკვე იმაზე დაფიქრრები რაზეც ეხლა ეწინააღმდეგები იმ “დოგმებ”ს და შეიძლება უმეტესობაში დაეთანხმო კიდევაც, იმიტო რო ეგ “დოგმები” სისულელე არ არის და ტყუილად არ არსი დაწერილი, რაღამც დაწერილია ზნაჩიტ ეგრეა სწორი და ეგრე სწორად უნდა აღიქვა და მიიღო :))
აუ ამდენს პოსტებში არ ვწერ ხოლმე
ჭეშმარიტად
საქმეც ისაა, რომ ვერ ვიგებ რატომ არის სწორი. არ არის ჩემთვის ეგ სწორი და მისაღები და მაგიტომ არ გამომდის არაფერი : ))
ვიცი რომ გულით უნდა გინდოდეს :))
-ღმერთი მუდამაა ჩემს სულში,…მაგრამ მე ბევრად უფროსი ვარ და ჩემს დროს უმეტესობა ათეისტი იყო,შვილებმა მასწავლეს,როგორ გადავიწერო პირჯვარი,როცა ძალიან გამიჭირდა მაშინ წავედი ტაძარში…როცა ლოცვებს ვკითხულობ ყოველთვის მეტირება…არაერთი მცდელობისა მოძღვრამდე ვერ მივახწიე,რადგან ბუნებით ძალიან მორიდებული ვარ…ვიცი,არ ამცდება უფლის წინ წარდგომა,რითი უნდა ვიმართლო თავი?!
-შენ კი,ჩემო პატარა. მეგობარო გადალახე ის ბარიერი,რაც გაშორებს უფალთან.
ჩვენ თაობას სწამს..მაგარმ ცოოტა განსხვავგებულად.. ვისაც ბოლომდე სწამს ე.ი რაღაცას იტყუება ან გვიმალავს 😦
გილოცავ აღდგომას :))
ბოლომდე არავის სწამს მგონი :ს
მეც მანდ ვარ 🙂
ჭეშმარიტად აღ(ს)დგა!
კარგია რო გწამს მაგრამ როგორც გავიგე ინერციით მიდიხარ.
პ.ს. რწმენაზე და მსგავს საკითხებზე ვწერ ხოლმე,შემოიხედე)
რწმენაზე არასდროს ვლაპარაკობ, არ მიყვარს უაზრო კამათი. ეს ისეთი საკითხუა კონსესუსამდე ვერასდროს მივალთ. უბრალოდ დღეს და ამ დღეებში ყოველი მეორე სტატუსი აღდგომას და რწმენას ეხებოდა და ამიტომ დავწერე. 🙂
ისე კი აუცილებლად შემოვიხედები ხოლმე :))
მთავარია შენ თვლიდე საკუთარ თავს მორწმუნებ, თორე სხვებისგან ”ურჯულო”ს ძახილს აიტანს კაცი : )
ჩემთან პირიქითაა. ვცხოვრობ ქრისტიანული მორალით, არ ვკლავ ხალხს და არც ვქურდობ მაგრამ, არც ეკლესიაში დავდივარ და არც მარხვას ვიანხავ.
“წამს უფლის ერთადერთობის, ღმერთის სამობის”
მე აქ მაქვს “ჩავარდნა”
კაცს არც მე ვკლავ :დ არც ვიპარავ, არც კერპებს ვქმნი. 10 მცნებიდან მხოლოდ 2–ს ვარღვევ მგონი, პატივს არ ვცემ მობლებს (მამას) და ვმრუშობ :დ ნუ ეკლესიისთვის მრუშობაა…
მაგრამ ყველაფერი მარტო 10 მცმნებით არ შემოიფარგლება
მერე მაცხოვარმა ხომ თქვა, 10 მცნების დაცვაც რთულია, მთავარია გიყვარდეთო.
ხოდა შენც გიყვარდეს და ზედმეტი პრობლემებიც არ გექნება 🙂
ისე კი ყველაფერი ასე მარტივად რომ იყოს უფრო კარგი იქნებოდა (chuckle)
ანა, ჰო ყველაფერი მარტივი არ არის :))
take it easy
დაახლოებით ასე ვარ მეც.
თუმცა, ჩემთვის არასოდეს დაუძალებია დედაჩემს რამე. თვითონ ეკელსიურია და უნდა, რომ მეც ასე ვიყო, მაგრამ ისიც იცის, რომ ძალით ეკელსიაში სიარულს, მარხვას და ა.შ. აზრი არ აქვს 🙂
გილოცავ :*
ერთი კითხვა მექნება:
როგორ გგონია, შეიძლება თუ არა დიფერენცირება მორწმუნეობის? მაგალითად:
მას უფრო მეტად სწამს ვიდრე მე, და მე უფრო მეტად მწამს ვიგრე ვინმე გიორგის.
თუ ან ხარ მორწმუნე და ან არა?
არა რა თქმა უნდა. ან გწამს ან არა. და როცა გწამს ან ცხოვრობ ეკლესიურად ან არა
ურჯულო ხარ მაინც :დ (ც)მამაშენი
ზოგადად რაღაც რაღაცეებში გეთანხმები, რაღაცაში არ…
ამის მიუხედავად, პოსტი მომეწონა : )
ჭეშმარიტად! :*