2 ახალი ფაქტი, შეცდომები და ბლოგი

ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში უამრავ ტეგ-თამაშში მთაგავენ და მე რატომღაც ყველას მოქნილად ავარიდე თავი, მაუსი და კლავიატურა.  დღეს კი როდესაც ვზივარ, გახსნილი მაქვს new post და არ ვიცი რაზე დავწერო ჯადოსნური ტეგ-თამაშები გამახსენდა.

8 ფაქტი რომელიც ჩემზე არ იცით

8 კი არა მგონი 1 ფაქტიც არ არსებობს, რომელიც ჩემზე არ იცით. ბლოგზე ყოველ ახალ ნიუანს ვწერ. ყველა ცუდს თუ კარგს, ყველა ფიქრს თუ ოცნებას. მე თქვენგან დამალული არაფერი მაქვს. წესით, ცუდია ბლოგზე, ასე სახალხოდ ყველაფრის აღიარება და გადმოლაგება, მაგრამ ბლოგს როცა ვაკეთებდი ჩემი პატარა სამყარო, ჩემი ონლაინდღიური ვუწოდე და დღემდე ამ ფუნქციას ინარჩუნებს. შესაბამისად, რამის არ დაწერის შემთხვევაში ყოველთვის მექმნება დისკომფორტი, მგონია რომ რაღაცას ვუმალავ და გამინაწყენდება. ასე, რომ  მე არ მაქვს არც-ერთი ფაქტი, რომელიც ჩემზე არ იცით.

ჩემი შეცდომები

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ჩემს შეცდომებზე ვერაფერიც ვერ გავიხსენე. არა, იმიტომ კი არა, რომ შეცდომებს არ ვუშვებ და უშეცდომო ვარ და რაღაც, უბრალოდ არც-ერთ შეცდომას არ ვნანობ.ჩემი შეცდომები და ჩემი წარსული, რომ არა დღეს ისეთი არ ვიქნებოდი როგორიც ვარ, მე კიდე საკუთარი თავი ძალიან მომწონს.

რას ნიშნავს ჩემი ბლოგი ჩემთვის

ყველაფერს. 1წელი და 4 თვე გავიდა და ყოველდღიურად უფრო და უფრო მიყვარდება. უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, უფრო და უფრო მიწყობს ხელს გავიზარდო და განვითარდე. წინა პოსტებს რომ ვუყურებ სირცხვილისგან ვწითლდები, მაგრამ არ ვშლი. იმიტომ რომ ვხედავ როგორ შემეცვალა წერის სტილი. ბლოგმა კიდევ მეგობრები მაჩუქა. რაღაც სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ფაქტია.

მეტს ვერ ვიხსენებ სად დამთაგეს ან რისთვის :)) დაახლოებით ერთი კვირის წინ თმა შევიჭერი, იმაზე გაცილებით მოკლედ ვიდრე წინა “სალონში გასეირნების დროს” ვიჭრიდი ხოლმე და სასწაულად მომწონს❤  + ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს ჩემს წუწუნს ბოლო მოუღონდ და ნოუთბუქი მიყიდეს. ესეც 2 ფაქტი, რომელიც თქვენ ჩემზე ჯერ არ იცოდით :))

ახალი თავი

ახალი თავი

9 thoughts on “2 ახალი ფაქტი, შეცდომები და ბლოგი

  1. Mallorie

    ყველაფერი ერთად..
    გაბუშტული სიყვარულოვნა..
    საყვარელი ხარ.. :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ❤❤ მადლობთ. მაგრამ ამ ბოლო დროს არავინ აღარ მთვლის საყვარლად :დ

      Reply
  2. Nimpa

    ჩემი შეცდომები და ჩემი წარსული, რომ არა დღეს ისეთი არ ვიქნებოდი როგორიც ვარ, მე კიდე საკუთარი თავი ძალიან მომწონს. good🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s