ჩემი ვნებანი

ვნება-არც გრძნობა, არც სურვილი… რაღაც სხვა. ის რაც გიფორიაქებს სულს, გიდუღებს სისხლს, გაკარგვინებს აზროვნების და სწორად განსჯის უნარს…

მოკლედ, ჯერ იყო და ანანინამ დაწერა თავის ვნებების შესახებ, მერე ანაც მიჰყვა და ეხლა ჩემი ჯერია.

ჩემი ვნებები იმდენად ბანალური და ზოგისთვის უაზროა, რომ  შეიძლება სისულელედ ჩათვალოს.

ის, რაც მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას და რისთვისაც შემიძლია დავთმო ყველაფერი არიან ჩემი მეგობრები, მათთან ურთიერთობა. ასე მგონია თითოეული წამი და წუთი მათთან ურთიერთობისა მიხანგრძლივებს სიცოცხლეს, მაძლევს ძალას და მაიძულებს ვიყო ბედნიერი. უბრალოდ მათთან ერთად სადმე მყუდროდ ჯდომა და ჭორაობა უკვე ათასჯერ გათელილ თემებზე ნეტარებაა. ან თუნდაც ნუ ვილაპარაკებთ, მთავარია ერთად ვიყოთ და ჯანდაბას, ვიყოთ ლეპტოპეპში თავჩაგრულები და სათქმელიც იქვე ჩატში ვუთხრათ ხოლმე.

რიგით მეორე რაც ყველაფერს მირჩევნია შოკოლადია. ერთი შოკოლადის ფილისთვის (მწვანე ალპენ გოლდი) დავთმობ 3 დღის საკვებს და ვიქნები ბედნიერი.

ძილი – ის რისთვისაც ვაცდენ უნივერსიტეტს, მეზარება სწავლა. მიყვარს ჩემი ლოგინი, ძილი ან უბრალოდ წოლა ზურგზე, თვალები ჭერს მიპყრობილი და ფიქრი იმაზე რომ ფიქრი არ მინდა.

ინტერნეტი, კომპიუტერი და ყველაფერი რაც ამ საგანთან კავშირშია.
ერთ-ერთი ყველააზე დიდი ვნება ზღვა და მზეა. ლურჯი და ამავე ფერის ზღვა, ოდნავ ტალღები, მცხუნვარე მზე, ცხელი ქვები და ცხელი ქვიშა, ცურვა იქ სადაც ადამიანები იშვიათად მიცურავენ, ცურვისგან დასვენება ზურგზე წოლით, მზისთვის სახეს მიშვერა, უკან ნელი ბრასით დაბრუნება, ნაპირზე ძლივს აფოფხება და დასვენება ასე 15-20 წუთით და მერე ისევ განმეორებით ეს ყველაფერი…

როდესაც პოსტის დაწერას ვიწყებდი მეგონა ბევრ რაღაცას ჩამოვწერდი, მაგრამ ეს თითზე ჩამოსათვლელი “ვნებანიც” საკმარისია.

7 thoughts on “ჩემი ვნებანი

  1. Mari

    ამეებს რომ ვკითხულობ, ვატყობ რა შორს შეტოპა ჩემი დეგრადაციის პროცესმა😀😀

    Reply
      1. Mari

        რა პონტში და დილით რომ გავიღვიძებ და აივნიდან გადავიხედავ, უკვე აღარაფერი მინდა, რადგან მგონია, ყველაფერი კარგადაა და ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება😀

  2. netochka3

    “რაც ყველაფერს მირჩევნია შოკოლადია. ერთი შოკოლადის ფილისთვის (მწვანე ალპენ გოლდი) დავთმობ 3 დღის საკვებს და ვიქნები ბედნიერი.”
    ბევრი საერთო აღმოვაჩინე,მაგრამ შოკოლადის სიყვარული ყველას რატომ გვჭირს?
    ალბათ ამიტომაც ხარ,ასე შოკოლადივით ტკბილი გოგო!

    Reply
  3. anna

    უი, ძილი დამავიწყდა , მარა არც ვგიჟდები დიდად, რავი…. ტუ დრო მაქვს მძინავს, თუ საქმე მაქვს, მკიდია ძილი ^^

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s