ნიჭიერი-საქველმოქმედო ღონისძიება

ნიჭიერის პირველი სეზონის დასრულებისას მივხვდი, რომ იმარჯვებს ის ვინც არ ევასებათ და მერე თითქმის ყველა აგინებს.
ნიჭიერის მეორე სეზონის პირველი ნახევარფინალის დასრულების მერეც გამახსენდა ჩემი შარშანდელი ტვინში ნათურის ანთება და მივხვდი, რომ ხალხს არ აქვს ნიჭის აღქმის უნარი.

ნიჭი – ეს არის “თვისება” რომელიც არ გააჩნია ყველა ადამიანს. რომელიც უნდა დააფასო ან ტაშით, ან შენთვის გულში, თუ ნიჭიერის სცენაზე დგას ნიჭიერი ადამიანი მაშინ ესემესებით.

შეცოდება – ეს არის “თვისება” რომელიც გააჩნია ყველა (ბოროტსაც) ადამიანს. შეცოდების გრძნობა არ არის ნიჭიერების დაფასება.

ნიჭიერი – შოუ, რომელიც აგერ უკვე მეორე სეზონია საქართველოს მასშტაბით ეძებს ნიჭიერ ადამიანებს. ცდილობს დაგანახოთ რომ ამქვეყნად არსებობს ნიჭი და ეს ნიჭი არ არის მხოლოდ სიმღერა!

წარსული – ყველას აქვს. ზოგს კარგი, ზოგს ცუდი და ზოგსაც ტრაგიკული. ცუდი და ტრაგიკული წარსული გამო არ შეიძლება ადამიანს გაუწიო დათური სამსახური (სკოლაში არ გასწავლეს ხალხო?) და ადამიანს უთხრა რომ “ნატალი შენ გადასარევად მღერი, შენ ჩვენი ქვეყნის უკვე შემდგარი ვარსკვლავი ხარ!”

მოკლედ, ჩემი აღშფოთების მიზეზი 2 მაისს შემდგარი ნიჭიერის ნახევარ ფინალია. აღშფოთების მიზეზი პრინციპში ორი მქონდა: 1. შოუ არ იყო ისეთი როგორსაც ველოდი და 2. სმს-ებით გაიმარჯვა ნატალი ვეფხვაძემ.

1. შოუ ისეთი რამ არის რამაც უნდა აღაფრთოვანოს ადამიანი. შეეძლოს თვალი მოაშორებინოს ფეისბუქს და მეორე დღეს შოუს დამდგმელის სახელი მაინც ახსოვდეს. გუშინდელი ნახევარფინალის შემდეგ მახსოვს მხოლოდ ნიცა ყიფიანი და აკროსტაილი. ნიცა ყიფიანის ნომერი მართალია მისთვის ცოტა შეუფერებელი იყო, მაგრამ ბავშვმა იმდენად კარგად გაართვა თავი, რომ საქართველოს ბანკის ფავორიტიც გახდა. თუმცა, დარჩენილი 8 ადამიანიდან არც-ერთი იყო ნიჭიერი და პრინციპში კი გახდებოდა ფავოროტი. აკროსტაილი – ჯგუფი, რომელმაც რეალურად დადგა შოუ, დაგვანა თავისი ნიჭი, დაიმსახურა ხალხის  ოვაციები და ჟიურის ფავორიტადაც დასახელდა.

აკროსტაილი

აკროსტაილი

2. ნატალი ვეფხვაძის გამარჯვება. ეს ის ფაქტია, რამაც გადარია სრულია ფეისმოსახლეობა. როგორც ჩანს ქართველებში ისევ დუღს წმინდა ქართული სისხლი და მოჭარბებული ენერგია გაამარჯვებინონ მას ვისაც აქვს ტრაგიკული წარსული, სმენა და დგას ნიჭიერის სცენაზე. ხალხნო!!! სმენის და ხმის ქონა არ ნიშნავს რომ ის კარგად მღერის, ტრაგიკული წარსული არ ნიშნავს რომ ის ნიჭიერია. მე არ მესმის თქვენი და არც ხალხს

ნატალი ვეფხვაძის გამარჯვების შედეგი

შედეგი

16 thoughts on “ნიჭიერი-საქველმოქმედო ღონისძიება

    1. Wissner

      “კათარზისის” გადაყვანა ზუსტად ამართლებს ამ პოსტს

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        კათარზი საერთოდ როგორ გაიყვანეს დღემდე ვერ ვხვდები

  1. geoaria

    სოფოს რომ ცრემლები წამოუვიდა აი მაშინ ჩამივიდა ყურში როგორც ჩანს :დ

    Reply
  2. Jessie

    კაი იყო.. თან ამ ტურში ხომ გაიყვანეს ის ბებიები და ბაბუები… და იმათაც ვინმე მისცემს ხმას.. აი რა ჯანდაბაა. აი გამიამრჯვებს ეს ნატალი..რა მერე? შარშნ ის კაცი რომ გაიმარჯვა სად ჩანს?> აგრძელებს რესტორნებში სიმრერებს და ჰა სადმე პროსტა მიიწვიონ პროსტა როგორც გამარჯვებული და არა რიოგოც მაგარი ვინმე… აი რატომ უნდა იყოს მასეთი უსამართლობა… მაგას ჯობდა ჰერელი გოგონები გაეყვანათ..ნიცა რომ გაიყვანეს გულზე ცოტა მომეშვა.. იმტიომ რომ რეალურმა ხალხმა მისცა ხმა..რეალურად ვინც აფასებს ნიჭს და ობიექტურად უყურებს სიტუაციას.. და ვაიმე 9 აპრილი აქვს გავლილი და გულისამაჩუყებლად მღერის ე.ი ღირსია გაიმარჯვოს… ეჰ..

    კარგი ხარ სიყვარულოვნა🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რა ხდება აქ იცი? ამ “თქვენ გაიხარეთ თქვენ გენაცვალეთ” სიმღერებს და “ვაიმე ომ გამოვლილი და ვაიმე წარსული” და ა.შ სიმღერები რატო იმარჯვებს იცი? იმას ვისაც ინტერნეტთან აქვს შეხება აღარ უმესიჯებს, და ვინც ინტერნეტთან არ არის ის უმესიჯებს ესეთ სიმრერებს და შედეგი სახეზეა:/

      Reply
      1. Jessie

        და ვისაც ინტერნეტი აქვს ვაბშე არავის არ უმესიჯებს და მაგიტომ… ეჰ მაინც არფერი გვეშველენა ნატი

  3. nikusha3

    100% getanxmebi da es gadacemac ar iyo iseti rogorsac velodi. principshi acrostyle-sganac upro mets velodi magram mainc kargi iyo.

    Reply
  4. mecmikvarkhar

    საშინელება იცით რა არის, რომ ამ გოგოსთვის საკმარისი იქნებოდა სადმე კარგ რესტორანში ადგილი ეშოვათ მისთვის, რა საჭირო იყო მისი გადაყვანა ნახევარფინალში :((( ყურების სურვილიც კი აღარ მაქვს, წელს ვატყობ შარშანდელი გამეორდება :((

    Reply
  5. prodigycow

    მეც მაგრად მომეშალა ნერვები
    მაგენი ტაშფანდურა ხალხი

    Reply
  6. ketusi

    მართლა,ცარიელი ქვეილოქმედებით გადასულს გავს.
    ვინ მისცა იმ გოგოს ამდენი ხმა როგორ მაინტერესებს.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მეც ეგ მაინტერესებს. ყველა უკმაყოფილია ნატალის ფინალში გადასვლით და რა საინტერესოა ვინ მისცა ხმა:/

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s