მე გოგოშკა

ყოველთვის ვამბობდი, ტიპიური გოგოშკა არ ვარ-მეთქი, მაგრამ რაც დრო გადის ვხვდები, რომ ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობდი რომ მინდოდა სხვებისგან გამორჩეული ვყოფილიყავი. არა, არც ეხლა ვარ ძალიან უწი-პუწი, ვარდისფერებში ჩაფლული და თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცის მოლოდინში, უბრალოდ მივხვდი რომ ხანდახან გოგოშკური რაღაცები მეც მიყვარს.

მაგალითად: ძალიან მიყვარს თავის მოვლა. რატომღაც თავის მოვლაში ყველა მაკიაჟს გულისხმობს. მე კიდევ ვერ ვიტან მაკიაჟს. მხოლოდ თვალის შავი ფანქარი, ბლესკი და მზად ვარ. თავის მოვლაში ვგულისხმობ: 1. კარგად უნდა გამოიყურებოდეს ფრჩხილები. 2. კარგად უნდა მქონდეს წარბები. 3. სახე გაწმენდილი მქონდეს ზედმეტი რაღაც-რაღაცებისგან. 3. ქუჩაში გასვლის წინ ერთხელ მაინც ჩავიხედო სარკეში და დავრწმუნდე რომ ადამიანს ვგევარ.

ხანდახან მეც შემომაწვება ხოლმე უჩინარი გრძნობები და ხანდახან მეც ვიწყებ ხოლმე ფიქრს ისეთ აბსტრაქტულ რაღაცებზე როგორიცაა: წყნარად ცხოვრება, მე ყველაფერს შევძლებ. ხანდახან საოცრად მინდება ვინმე მყავდეს გვერდზე, ჩავეხუტო და მთელი ჩემი გრძნობები გავუზიარო. მეც მინდება  ვინმეს მხარზე გულამომჯდარმა ვიქვითინო და ის მაწყნარებდეს. მეც მინდება ხელი ჩავკიდო და ვისეირნოთ, ვიტოპაოთ გუბეებში და გავერთოთ როგორც პატარა ბავშვები. მინდება ვიყიდო ისეთი უწი-პუწი რაღაცები როგორებიცაა: საყურეები, სამაჯურები, ბეჭდები და ათასი აქსესუარი მიუხედავად იმისა რომ არც-ერთს არ ვიხმარ. მეც მსიამოვნებს ფილმები სიყვარულზე და მეც მიტირია რამდენიმე მათგანზე და ბოლოს მეც ვოცნებობ ხოლმე ჭეშმარიტ სიყვარულზე.

თითქოს ეს ნორმალურია და არაფერია განსაკუთრებული მაგრამ ამ ყველაფერს გავურბოდი. გავურბოდი იმიტომ, რომ არ მინდოდა ვყოფილიყავი სხვებისნაირი და მიუხედავად ამ ყველაფრისა მე მაინც არ ვარ სხვების მსგავსი, მე განსხვავებული, ბევრზე უკეთესი და ბევრზე უარესი ვარ.

11 thoughts on “მე გოგოშკა

  1. Mari

    რა საყვარელი ხარ… ჰო.. მეც ვარ ხოლმე მასე😀 ზოგჯერ დაქალებთან მიხუმრია კიდევაც, რა გოგოებივით გაცვიათ-მეთქი, მარა მაინც გოგო ვარ (კარგი გაგებით) და მიყვარს ეს საყურეების ყიდვა. ნუ, არ ვუყენებ, მაგრამ მაინც მიყვარს რომ მაქვს😀

    Reply
  2. ninnaka

    არ მიყვარს ეს ტერმინი “გოგოშკა” ან “გოგოშკური”, მასში, როგორც ერთ უბრალო სიტყვაში თითქოს არაფერი ცუდი არ იგულისხმება და ხან ისე იტყვით ხოლმე ადამიანს შეიძლება შეზიზღდეს საკუთარი თავი რადგან ქალია… ქალი ყველგან ქალი უნდა იყოს, მაკიაჟი საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა გაიკეთოს და ფუფალას არ უნდა დაემსგავსოს, იგივეს ვიტყვი სამკაულებთან დაკავშირებით, ჩაცმასთან დაკავშირებითაც… რაც არ უნდა ჩაიცვა და როგორც არ უნდა გამოიყურებოდე არ უნდა დაგავიწყდეს რომ ქალი ხარ. და არაა აუცილებელი განსხვავებულობის გამო უარყო ის ქალური ჩვევები რაც გაგაჩნია, ამის მიუხედავად შენ მაინც ინდივიდუალურად დარჩები შენი სურნელით, შენი ქცევით და აზროვნებით.
    კარგია რომ საკუთარ თავს აღარ გაურბიხარ და ამჟღაცნებ შენს “მე”-ს ბოლომდე.🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, არც მე არ მიყვარს ეგ ტერმინი სხვათაშორის მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემგან დამოუკიდებელი მზიეზების გამო შევეჩვიე :დ

      Reply
  3. anna

    გამოტყდა ბოლოსდაბოლოს რაღაცებში :)))) “ვიღაცასთან” ჩახუტება მეც მინდება ხოლმე❤ აი ყველაზე კარგი რამეა❤

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s