პოსტი პირდაპირ დარბაზიდან

22:00 სთ.
არ ვიცი დაგვიანება კურიერის დროის უგრძნობლობის ბრალია თუ არაპუნქუაოლურობის მაგრამ ფაქტია ნიჭიერი ჯერ არ დაწყებულა. დარბაზში ხალხი ისევ მიდი-მოდის. რაოდენობა ემატება და ემატება.

22:15 სთ.
როგორც ყოველთვის მშვენიერი თიკა და მხიარული ვანო გვატყობინებენ რომ ნიჭიერის მეორე ნახევარფინალი დაიწყო!

22:22 სთ.
მეორე ნახევარფინალის პირველი მონაწილეები გახლდათ ნიღბების დუეტი. კასტინგებზე მათი გამოსვლით არ ავღფრთოვანებულვარ, მეტიც, ჟიური არაკომპედენტურობაში დავადანაშაულე მათი ნახევარფინალში გადასვლის გამო. დიდს არაფერს ველოდი და არც ტაში დამიკრავს როცა იწყებდნენ. მაგრამ ჩემდა გასაოცრად და სავარაუდოდ დარბაზის გასაოცრად დუეტმა შესძლო ჩემი ჯერ გაღიმება და შემდეგ უკვე გაცინება. ვაფასებ მათ იუმორს, განსაკუთრებით გოვი VS ჩაკნორისის ეპიზოდში. გეგა ბევრი გეგას დანახვაზე დაფრთხა და წითელი X-იც აანთო.

22:29 სთ.
კვარტეტი ქუთათურები ქუთაისიდან. კასტინგებზე ისეთი სიმღერა შეასრულეს (ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას გული გაუპოს დანამა-ო), რომ მათზე ცუდის მთქმელი არ ვიყავი და სართოდ უკომენტაროდ დავტოვე. თუმცა დღევანდელი გამოსვლა არ ჩამოუარდებოდა წინას, არც აღემატებოდა. საერთოდაც მგონია რომ მსგავს ნომერს ნებისმიერი კარგი ჯგუფი შეასრულებს, რა თქმა უნდა ჯგუფის წევრენს ხმა და სმენა უნდა ჰქონდეთ.

22:35 სთ.
უხუცესთა ანსაბლი ბერმუხა ხულოდან. კასტინგებზე მოხუცების რაოდენობა იმდენად ბევრი იყო, რომ მიჭირდა მათი ნიჭის სათანადოდ აღქმა და შეფასება. სასწაულია როდესაც 80+ წლოვანების ადამიანს შეუძლია გამოვიდეს სცენაზე და იცეკოს, იყოს საოცრად ენერგიული და ამ ყველაფრით იღებდეს უდიდეს სიამოვნებას. მათი მოძრაობები, ილეთები, ცეკვის მონახაზი არ იყო დახვეწილი, თუმცა თვითონ ფაქტი ნამდვილად იმსახურებს რომ ბერმუხას თითოეულ მონაწილეს ეწოდოს ნიჭიერი.

22:56 სთ.
საჰაერო ნომრით ინესა. ინესა ჰაერში მოფარფატე პეპელასავითაა.ჰაერშიც ისევე მყარადაა  როგორც მიწაზე. ნაზი, ნატიფი მოძრაობები დარბაზის აღფრთოვანება და უდიდესი გამბედაობა.გეგაას თქმისა არ იყოს, მართლად გულდასაწყვეტია რომ საქართველოში არ არსებობს მოქმედი ცირკი სადაც ძალიან ხშირად შევძლებდით მსგავსი ნომერიც ნახვას.

23:05 სთ.
ქეთის და ნიკას წყვილი. კასტინგების პერიოდში ვამბობდი, რომ ბავშვები არ არიან იმდენად ნიჭიერები, რომ ნახევარფინალში იყვნენ-მეთქი. რადგან ვთვლიდი რომ სანახაობა იმდენად მწირე იქნებოდა, რომ ვერ შესძლებდნენ შოუს დადგმას. ჩემი ე.წ თეორია წუთებში ჩამეფშვნა ხელებში და ქეთიმ და ნიკამ დაამტკიცეს რომ ისინი არამარტო კარგად ცეკვავენ, არამედ არაჩვეულებრივად შეუძლიათ იმპროვიზირება.

23:12 სთ.
მომღერალი ნაძი ზახარიანი. ზოგჯერ არის ხოლმე მომენტები როდესაც შეუძლებელია ემოციის სიტყვებით გადმოცემა. მართალია არ მაქვს სმენა და არ ვარ პროფესიონალი ამ საქმეში და ვერ შევამჩნევდი ნაძის ხარვეზებს (თუ ჰქონდა რა თქმა უნდა), მაგრამ მგონი პირველად მოხდა ნიჭიერის განმავლობაში როდესაც მომღერალმა აღმაფრთოვანა და ტაშიც კი დავუკარი.

23:31 სთ.
მოცეკვავე ნინო ლეჟავა. მთელი 2 სეზონის განმავლობაში ჯერჯერობით ერთადერთი ქალი რომელმაც იცის რას ნიშნავს ეროტიკა და ამ ცოდნას არაჩვეულებრივად იყნებს თავის ნომრებში. დარბაზში მამრობითი სქესის წარმომადგენლები ფეხზე იდგნენ, უკრავდნენ ტაშს და მათ არ ჩამორჩებოდნენ ქალებიც.

23:39 სთ.
ლუკა ყარმაზანაშვილი. მახსოვს, ნახევარფინალისტებს რომ არჩევდნენ გეგამ თქმა ლუკას განვითარების საშუალება არ აქვს, მისი ნიჭი ბოლომდე და ამოწურულად ვნახეთ კასტინგებზეო. მართალია, ლუკას ნიჭი კასტინგებზე ბოლომდე ვნახეთ და მისი ნიჭი მაიმუნობის განხრით აღარ გაფართოვდება, თუმცა იმდენად მრავალფეროვანია თვითონ ლუკა, რომ რაც არ უნდა ამოწურული იყოს და აღარ შეეძლოს განვითარება, დარწმუნებული ვარ რომ ყოველი მომდევნო ნომერი წინაზე უკეთესი იქნება.

23:45 სთ.
მოშაირე ციალა მაჭარაშვილი. როგორც წესი უწმაწურ სიტყვებზე ჩემს წინა და იმის წინა თაობები საშინლად რეაგირებენ. თითოეულ წარმოთქმულ სიტყვაზე ისეთი რეაქცია აქვთ მგონია სიცოცხლის თითო წელი აკლდებათ. მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც და ქალბატონი ციალა ერთ-ერთი მათგანია. როგორი გამბედაობა გჭირდება ნიჭიერის სცენაზე გამოხვიდე და სულ სიმღერ-სიმღერით დაემუქრო თიკას უბეში ხელს ჩაგიცურებო.

00:03 სთ.
მარი ტომარაზე. მარიამი ერთ-ერთი რიგითი “ხანჩალიანი”  და “კახელიშვილია”, რომელიც მღერის კარგად, ესახება მშვენიერი მომავალი მაგრამ ჩემის აზრით არ იმსახურებს საქართველოს ნიჭიერის ტიტულს.

რატომღაც ფილარმონიაში ფეხის შედგმისას ვგრძნობდი რომ ხალხის რჩეული მარიამ ტომარაძე იქნებოდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე ფინალისტი ქეთის და ნიკას წყვილი გახდა.
საქართველოს ბანკის რჩეული კი ჯგუფი ბერმუხა.

სიმართლე გითხრათ არც ამჯერად არჩეული ფინალისტებით ვარ კმაყოფილი, მაგრამ ნიჭიერს ხალხი ირჩევს და მე ვინ მომცა უფლება მათ ნებას წინ აღვუდგე.

შემდეგ ნიჭიერამდე!

6 thoughts on “პოსტი პირდაპირ დარბაზიდან

  1. tamaRa

    ინესა, ნადი და ნინო😦😦😦
    სამივე არა, მაგრამ ერთ–ერთიც თუ ვერ გადავიდოდა, როგორ ვიფიქრებდიიიიი😦

    Reply
  2. Mallorie

    მმ, გუშინ მხოლოდ პირველ სამ მონაწილეს მოვკარი თვალი.
    ნიღბების დუეტი მინდოდა, რომ ფინალში გადასულიყო. გულიანად მაცინა ბევრმა გეგამ.
    ტომარაძის გამოსვლა არ მინახავს, თუმცა ცუდი რომ არ იქნებოდა ვიცი.
    ის ორი პატარა ბავშვი კი საოცრებაა.

    Reply
  3. ადო

    ნინო ლეჟავა უნდა გადაეყვანათ და დარწმუნებული ვიყავი კიდეც მაგრამ… რომ მოვედი და სახლში ჩანაწერს ვუყურე საშინელება იყო ისე საზიზღრულად იღებდნენ არამარტო ლეჟავას ნომერს ყველასას. დარბაზიდან ამ სიამოვნების ხილვა ეპიკური იყო, მაგრად ვისამოვნე მისი ეროტიული შოუთი.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s