გაზაფხული და ნოსტალგიები

გაზაფხული ფაქტიურად უკანასკნელ დღეებს ითვლის, რეალურად კი ალბათ 1 კვირაა რაც “გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას თავს იწონებს ნაზი ია”. მზის სხივები სხეულზე რომ მხვდება სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის, გაზაფხულის წვიმაც მიყვარს, ტყის სუნიანი წვიმა. რაც უფრო მეტად აცხუნებს მზე, მით უფრო მემატება ნარუჯის სურვილი. ნებისმიერ ადგილას წავიდოდი და გავიშხლართებოდი, ისე რომ არც დავფიქრდებოდი, ოღონდ არა სახლის სახურავზე, ფანჯარაზე,აივანზე, თბილისის ზღვაზე თუ კუს ტბაზე :ს ნებისმიერ აღარ გამოდის.

დაცხა და გული კიდევ უფრო მიმიწევს ზღვისკენ, დასვენებისკენ. ფეხები სასეირნოდ მიმარბენინებ. მზესთან და სითბოსთან ერთად თითქოს ყველაფერი იცვლება. ლუდი კიდევ უფრო გიყვარდება, უფრო გსიამოვნებს ვიდრე ზამთარში.

დღეს ბოლო ზარია. დილით სკოლასთან რომ ავიარე და 50-მდე თეთრ პერანგში გამოწყობილი აბიტურიენტი დავინახე. გული ამიფართხალდა. ჩემი თავი გამახსენდა შარშან ამ დროს. გამახსენდა როგორ ვერ ვთმობდი სკოლას, როგორ ვგლოვობდი თითოეულ წამს რომელიც სკოლაში მქონდა გატარებული. როგორ მეგონა, რომ ჩემი კლასელების გარეშე ვერ გავძლებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ხშირად თუ არა იშვიათად მაინც მოვახერხებდით ერთმანეთის ნახვას. ამ ნოსტალგიების მიუხედავად, მხოლოდ დღეს გავიაზრე რომ სკოლა ენატრება იმას ვისაც სწავლა არ გაუგრძელებია. სტუდენტობას არაფერი შეედრება. სკოლის დასრულების შემდეგ აქა-იქ თუ შევხვდები ჩემს კლასელებს, ეგაა და ეგ. არ ვიცი რისი ბრალია, იმის რომ ცუდი კლასელობა გვაქვს, თუ იმის რომ 30-ვე იმდენად შევიცვალეთ რომ ერთად ვეღარ ვიქნებით.

მე პირადად ხშირად ვფიქრობ, რომ მოხდეს სასწაული და ჩვენ ისევ შევიკრიბოთ, როგორ მიმიღებენ? როგორ უნდა მოვიქცე? ასე მგონია შებოჭილი ვიქნები, ვერ გავთავისუფდები და ვერ გავიხსნები მათთან ისე როგორც სხვასთან ვარ. ჩემს უწყინარ კითხვას “შენ შიგ ხომ არა გაქვს” ვერ გაიგებენ, მუდმივად თავის კონტროლი მომიწევს…

გაზაფხულით დავიწყე და ნოსტალგიებით დავასრულე.საერთოდაც new post-ის ფანჯარა იმიტომ გავხსენი, რომ მეწუწუნა ზაფხულში მარტო მინდა დასვენება მაგრამ არავინ მაღირსებს-მეთქი.

6 thoughts on “გაზაფხული და ნოსტალგიები

  1. Mr. Nomad

    “ჩემს უწყინარ კითხვას “შენ შიგ ხომ არა გაქვს” ვერ გაიგებენ, მუდმივად თავის კონტროლი მომიწევს” – ზუსტად ასეთი შეგრძნებები მაქვს, ჩემს კლასს რომ ვხვდები ხოლმე. ეგ კი არა, ერთხელ ანეგდოტი მოვყევი, უხამსი და გოგონებმა ისე შემომხედეს, კინაღამ ბოდიში მოვიხადე. რას იზამ, დრო ადამიანებსაც ცვლის და ურთიერთობებსაც.

    სამაგიეროდ, ახლა ახალი მეგობრები გეყოლება, რომლებიც ასე არ გაიკვირვებენ შეცვლილ სიყვარულოვნას🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ზუსტად, მგონია თვალებით შემჭამენ და ყველაფერს სერიოზულად მიიღებენ. ან მეტყვიან შენ სულ გმოთაყვანდიო. ერთხელ, ჩატში ერთ ჩემს მეგობარს მივწერე “შეჩემათქო” და ნუ მეუზრდელებიო :დდ

      ახალი მეგობრები კი :))) და გაცილებით თავისუფლად ვგრძნობ თავს ვიდრე სხვა ნებისმეირთან წარსულში.

      Reply
  2. Mari

    მეც ვეღარ მენატრება სკოლა. აი, არ ვიცი რატომ, მაგრამ თვითონს სკოლა არ მენატრება. უბრალოდ, ჩემი თავი მენატრება, სკოლის პერიოდში 😀😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      უი, ჩვენც 23 ში გვქონდა ბანკეტი ^^ მაგრამ აღნიშვნას არ ვაპირებთ :ს

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s