გულდაწყვეტილი გულშემატკივარი

ნიჭიერი მგონი ერთადერთი სატელევიზიო შუა რომლის გამარჯვებულიც არავის მოსწონს, ამ შემთხვევაში ნახევარფინალის გამარჯვებული. პრეტენზიები იცოცხლე, ბლომად გვაქვს, სამაგიეროდ სურვილი დავუმესიჯოთ ჩვენს ფავორიტს ნაკლები. შესაბამისად არ მესმის რატომ გამოთქვამს გამარჯვებულზე პრეტენზიას საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც 1 სმს-ც არ გაუგზავნია მისი ფავორიტის გამარჯვებისთვის? ხო, ცოტა უცნაურია როცა ვითხოვთ იმას რაც არ დაგვიმსახურებია. სამაგიეროდ იმარჯვებს ის ვისაც უმესიჯებენ, და მესამე ნახევარფინალში ხალხის რჩეული მოხუცები გახდნენ. სიმართლე გითხრათ მეც თავადო გაოგნებული დავრჩი და არაერთი სტატუსი თუ კომენტარი მივუძღვენი ამ ფაქტს, რადგან მათი ნამღერი ჩემთვის მხოლოდ სხეულში ჟრუანტელი იყო, მაგრამ არა ნიჭიერება. თუმცა ვინაიდან მე 1 სმს-ც არ გამიგზავნია ჩემი ფავოროტი, ბლექ ბალანსის მხარდასაჭერად შესაბამისად გავჩუმდი კიდეც.

ბლექ ბალანსი სცენაზე პირველი იყო. კასტინგებიდან ნახევარფინალამდე უდიდესი ნახტომი გააკეთეს. ბევრად უფრო დახვეწელი, შინაარსიანი, ვიზუალიც გაცილებიც უკეთესი იყო. ჩანდა რომ წყვილს არაჩვეულებრივად უმუშავია და ის დრო რაც მათ გააჩნდათ არაჩვეულებრივად გამოიყენეს.

ჯუმბერ ნოზაძე-კაცი რომელიც კასტინგებზე ცოლს გამოეპარა და ჟიურიმ მხოლოდ ამ ფაქტის გამო გადაიყვანა. დარწმუნებლი ვიყავი, რომ ნახევარფინალში ვერ მოხვდებოდა, რადგან მასში ვერ დავინახე ევრც სტვენის ნიჭი და ვერც შოუს დადგმის ნიჭი. არც ორშაბათის ნომერი იყო აღსაფრთოვანებელი. მოკლედ, დიდი ვერაფერი. საკუთარი სტვენით შესაძლებელია იტრაბახოს საახლობლოში, ან თუნდაც ცოლთან.

ჯგუფი ბოლნელი – იგივე რეაქცია და შეფასება მაქვს რაც კასტინგებზე თუ სხვა ნახევარფინალებზე როდესაც სცენაზე ჯგუფი დგას. არ/ვერ ვთვლი ნიჭად იმის გაკეთებას რისი შესრულებაც ნებისმიერ ანსაბლს შეუძლია.

ბარმენი სანდრო. მემგონი ეს ნახევარფინალი იმ ხალხით იყო დაკომქლეტებული რომლებიც ნახევარფინალშიც არ უნდა გადასულიყვნენ, არათუ ფინალში. მისმა ნომერმა კასტინგზე სრული კრახი განიცადა, გააჩინა ცეცხლი. ორშაბათს მისი ნომერი არ აღემატებოდა ჩვეულებრივი ბარმენის ნომრისას, მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ის შოუ დადგა სცენაზე. თუმცა სანდრო მაინც გახდა ჟიურის ფავორიტი და ხალხის აგრესია დაიმსახურა. ნამდვილად არ ველოდი ჟიურის მსგავს გადაწყვეტილებას. მგონი ეს ის მომენტი იყო, როდესაც პირველად ვინატრე ფინალში მომღერალი გადაეყვანათ ან ნია კვარაცხელია ან მარიამ აკობია.

ჯგუფი our style დიდი ვერაფერი. ვერც ნომრის შინაარსი გავიგე და ვერც ვერაფერი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ კარგად ცეკვავენ. თუმცა არ იციან თავიანთი ნიჭის იმდენად კარგად გამოყენება რომ ილეთები აქციონ ერთ მთლიან ცეკვად.

ცირა კუპრაშვილი – ქალი რომელიც გადაიყვანეს მხოლოდ იმიტომ რომ ელოდნენ უფრო მეტ ინტიმს. თუმცა ამ ნომერში ის ინტიმიც დააკრგა რაც კასტინგებზე ჰქონდა. სამაგიეროდ ნახატი იყო უკეთესი.ვანომ როგორც ჩანს ვერც ამჯერად იგრძნო  ის დიადი ინტიმი და წითელ ღილაკსაც დააჭირა ხელი.

ჯგუფი თავისუფალი – სერჩი რომლითაც ძალიან ხშირად ხვდებიან ჩემს ბლოგზე. სხვათაშორის ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათ ფრანს და მგზავრებს ადარებენ და სწორადაც აუღნიშნვათ. კარგა მღერიან, კარგი ბავშვები არია, შეუძლიათ აიყოლიონ დარბაზი მაგრამ საქართველოს ბანკის მიერ მათ დასახელებასაც არ ველოდებოდი. რატომღაც მეგონა მარიამ აკობია იქნებოდა ერთ-ერთი ფინალისტი და მხოლოდ ამ ნახევარფინალზე არ გამიმართლა ჩემმა ინტუიციამ.

ბოლოს კი იგივეს ვიტყვი, თუ გულშემატკივრობთ ვიონმეს, კეთილი ინებეთ და გაიმეტეთ რამდენიმე სმს, ან თუნდაც ბევრი რომ ემრე გული არ დაგწყდეთ!!!

Advertisements

4 thoughts on “გულდაწყვეტილი გულშემატკივარი

  1. Mallorie

    თეგებში – ჯგუფი თავუსუფალი << გიწერია და ჩაასწორე.
    კარგი პოსტია.
    არც წინა და არც ამ ორშაბათის ნიჭიერისთვის არ მიყურებია. მუღამს ვეღარ ვუჭერ. მაინც არ აქვს ამ ხალხს ნიჭიერობის შეგრძნება. ნერვების მოშლაა და მეტი არაფერი. თან რომელი აღსაფრთოვანებელი ნომრებით გამოდიან. აქამდე ვისზეც კი პირი ჩამომივარდა, ის მოცეკვავე ვარსიფერი გოგო და აკრო სტაილი იყო. ამ ორიდან კი მხოლოდ ერთს ეღირსა ფინალი.
    ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, მართლა არ უნდა განიხილავდნენ და აკრიტიკებდნენ ფინალისტებს ისინი, ვისაც ერთი სმს-იც არ გაუგზავნია, მაგრამ ადამიანები ვართ და იმ რაღაცას – არც ვიცი რა ჰქვია, ნუ წაგვართმევთ.

    Reply
  2. LiLaC

    გაბანძდა ”ნიჭიერი”.. ან თავიდანვე ბანძი იყო, რავი…

    Reply
  3. ketusi

    მართლაც ’ბანძობა’ გახდა,არჩევის პრინციპი არ მომწონს მაგათი–ან თუ აქვთ საერთოდ :((

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s