სოც.მედია

დღეს ორ შეხვედრაზე ვიყავი და ორივეგან სოციალურ ქსელებზე, ფეისბუქი, ბლოგი და ტვიტერზე საუბრობდნენ. ყველგან ასე თუ ისე შეძლებისდაგვარად დავაფიქსირე საკუთარი აზრი, მაგრამ თუ დღეს ბლოგის დღეა დაე იყოს ბლოგის დღე საფუძვლიანად და დავწერ აქაც.

ბლოგი

ბლოგის ყველაზე დიდი პლიუსი – წერის დროს შეგიძლია იყო როგორც სუბიექტური ისე ობიექტური. შეგიძლია წერო აკადემიურად, სლენგებით, ადამიანურ ენაზე და მოკლედ, როგორც გაგიხარდება. წერო იმაზე, რაზეც “გისწორდება”, რაზეც გული შეგტკივა, რაც გაწუხებს თუ გაბედნიერებს, გამოთქვა საკუთარი აზრი თავისუფლად ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, თავი იგრძნო ისე როგორც შენს სამფლობელოში და თან ამ სამფლობელოში არავის, მაგრამ თან ყველას ჰქონდეს შემოჭრის უფლება.

ბლოგი რამდენიმე ტიპისაა – პირადი და თემატური. ბლოგების უმეტესობა (დაახლოებით 90%) პირადია. წერენ საკუთარ თავზე და საკუთარ შეხედულებებს სხვადასხვა საკითხებზე. თემატური ბლოგები ძალიან ცოტაა და რეიტინგიც არც თუ ისე კარგი აქვთ. პრინციპში ლოგიკურიცაა, ძალიან ცოტაა ხალხი ვისაც სიამოვნებს სულ ერთი და იგივე თემატიკის გარშემო სხვადასხვა პოსტების კითხვა. შედიან და ინტერესდებიან მაშინ როდესაც პირად ინტერესს და საქმეს სჭირდება.

ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბლოგის ვიზუალს. პოსტი არ უნდა იყოს დაწერილი მუქ ფონზე ღია, ძალიან ჭყეტელა ფერებით. პოსტი უნდა იყოს გრამატიკულად გამართული, ჰქონდეს აბზაცები და გაფორმებული იყოს 1-2 ფოტოთი. უნდა იკითხებოდეს ადვილად და კომენტარებზე გამორთული ჰქონდეს მოდერაცია.რატომღაც ძალიან მაღიზიანებს მოდერაცია და ბლოგზე სადაც მხვდება ყოველთვის ვურჩევ ავტორს რომ გამორთოს. პოსტის სიგრძეს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია იყოს საკითხის ირგვლივ დაწერილი ყველაფერი, ანუ არ გადაუხვიოს თემას და დამაინტერესოს. მერე სულ “რიხინ-რიხინით” იკითხება.

ტვიტერი

ტვიტერი არის მიკრობლოგინგის სისტემა. რომელიც ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა ინფრომაციის მიღება-გავრცელებსთვის. სამწუხაროდ დღესდღეობით ჩვენთან ტვიტერს ძალიან მცირე მომხმარებელი ჰყავს. ბევრს უბრალოდ, მარტივი მიზეზი აქვს თუ რატომ არ ინტერესდება ტვიტერით. ის ფეისბუქს ვერ შეუცვლის და პრინციპში ვეთანხმები კიდეც. ორი აბსულუტურად სხვადასხვა ქსელია, მაგრამ მომხმარებლების უმეტესობას ფეისბუქი და ტვიტერი დაკავშირებული აქვს ერთმანეთთან, შესაბამისად ტვიტერზე გავრცელებული ნიუსი ავტომატურად ქვეყნდება ფეისბუქზე და უბრალოდ საჭიროება აღარ მოითხოვს შევიდე ტვიტერზე. ტვიტერს ვიყენებ ინფორმაციის გასავრცელებლად, იგივე ბლოგის ლინკის დასაშეარებლად, ან ჩემი ბლოგის ან ვინმე სხვისი, მაგრამ იქ არ შევდივარ, იმიტომ რომ რა ინფორმაციაც უნდა მივიღო მივიღებ ფეისბუქით, სადაც ტვიტერს ავტომატურად გადმოაქვს პოსტები თუ სტატუსები.

ფეისბუქი

მოდი შევთანხმდეთ რომ ჩემი აზრის გარეშეც მშვენივრად იცით რა არის და რისთის არის. ერთი ისაა, რომ გული მწყდება ამას ადნაკლასნიკების გაუმჯობესებულ ვერსიად რომ იყენებ.

ბლოგის საშუალებით ფულის შოვნა

კომპანიები და სხვადასხვა ორგანიზაციები ჯერ ეხლა დაინტერესდნენ სოციალური მედიით. ჯერ ეხლა იგებენ რა ხილია და შესაბამისად შემიძლია ვივარაუდო, რომ მომავალში ბლოგის საშუალებით დასაქმების და ფულის კეთებების პერსპექტივა ისახება. თუმცა რამდენად უახლოეს მომავალში ეგ აღარ ვიცი. ბევრმა ორგანიზაციამ თუ კომპანიამ იცის რომ უნდა ჰქონდეს, სჭირდება ფან ფეიჯი თუმცა მისი გამოყენება არ იცის და ვერ ხვდება რაში შეიძლება გამოიყენოს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ვაკანციები :ფეისბუქ გევრდის ოპერატორი. რაც პრინციპში კარგია იმისთვის ვინც უსაქმურია და ვისაც შეუძლია კომპანიის წარმომადგენლის დაჯერება რომ ფეისბუქზე ყველაფერი იცის და ყველაფერი შეუძლია და ა.შ.

მემგონი ყველაფერი ვთქვი რისი თქმაც შემეძლო. თუ რამე გამომრჩა და მერე გამახსენდა ან დავააფდეითებ ან კომენტარებში დავტოვებ 🙂

Advertisements

8 thoughts on “სოც.მედია

  1. Mallorie

    თითოეულ თემაზე მეტის საუბარი ზედმეტი იქნებოდა.
    “კოპწია” პოსტია. ^^
    ყოჩაღ. ))

    Reply
  2. Lord Vader

    ჩემი ბლოგი თემატურია, მაგრამ რეიტინგს არ ვუჩივი (ამ ბოლო დროს) 🙂
    ისე კი, რც ნაკლებს იფიქრებს ბლოგერი რეიტინგზე და ფულის შოვნაზე მით უფრო კარგად და გულწრფელად დაწერს.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      +1 ნამდვილად.ფულზე ორიენტირებული ბლოგერი კარგად ვერ დაწერს თუ ძალიან ძალიან კარგი მწერალი არ არის 🙂

      Reply
  3. Jessie

    ყველაფრის მშვენიერი შეჯამება იყო :))) კარგი ხარ სიყვარულოვნა (გამიხარდა შენი გაცნობა)

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მეც გამიხარდა ❤
      გუშინ მინდოდა დავრჩენილიყავი ბოლომდე მაგრამ უკვე მართლა ისეთი დაღლილები ვიყავით მე და ან რომ ვკვდებოდით :დ
      თან დილიდან ამ თემებზე ლაპარაკი და აღარ შეგვეძლო :დ
      აი კვირას კიდე უფრო უკეთ გაგიცნობ ❤ თუ წამოვედი რა თქმა უნდა

      Reply
  4. Lord Vader

    ა… მე მეგონა წინა შეხვედრაზე ამბობდი მეც რომ ვიყავი მაშინაც მაგაზე არ იყო…
    ანუ, თემა გრძელდება? თან დაუსრულებლად, იმიტომ ჩვენთან რომ 50 წლის მერეც იგივე სიტუაცია იქნება.
    🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თემა რაზეც არ უნდა იყოს ბოლოს მაინც ერთი საკიტხის გარშემო ვიწყებთ ლაპარაკს :დ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s