ნომინაციები

გადავწყვიტე, რომ დღეს ნიჭიერის მეოთხე ნახევარფინალისტები სხვადასხვა ნომინაციებში განვამწესო ^^
მაშ ასე ძვირფასო მკითხველებო და გადამკითხველებო ნომინაციაში ყველაზე შეცვლილი და სხვის “ტყავში” მორგებული ანსაბლი. წარდგენილნი არიან:
1.ჯგუფი ვორტექსი
2.მოცეკვავე ჯგუფი აფრიკიდან
3.ტანმოვარჯიშე გოგონათა ჯგუფი.

და გამარჯვებულია: ჯგუფი ვორტექსი!
მათი ნომერი ასე თუ ისე სანახაობრივი იყო. ცეკვის დროს შემოტანილი დედაენა, ჯვარი და საქართველოს დროშაც მშვენივრად მოუფიქრებიათ ენა მამული სარწმუნოების ანალოგიად. საინტერესო იყო ასევე პატარა ჭინკების შემოსევა და საბოლოოდ მაინც  ქართული სულის გამარჯვება. თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ მათი ნომერი იყო თვალში ნაცრის შეყრა. ნახევარფინალში გადავიდნენ თანამედროვე ცეკვებით და ფინალში გადასვლა “ენა მამული სარწმუნოებით” მოუნდათ. სცენაზე არც გრიგალი და არც ქარიშხალი ყოფილა, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

ნომინაციაში კატების მტერი წარდგენილია:
1.დაჩი თურქია
2.დაჩი თურქი
3.დაჩი თურქი

და გამარჯვებულია: დაჩი თურქია!
ის რაც სცენაზე ხდებოდა (კატის წვალება და მისი კნავილი ლაპარაკის ნაცვლად) აღსაშფოთებელი და შეშასფოთებელი იყო. დაჩის კატის ლაპარაკის იმდენად სჯეროდა, დარწმუნებული ვარ ის საცოდავი კრუტუნი სულ: “ნახეს უცხო მოყმე ვინმედ” ჩაესმოდა.

მოლაპარაკე კატა

მოლაპარაკე კატა

ნომინაციაში ყველაზე საქართველოს არანიჭიერი წარდგენილნი არიან:
1.დაჩი თურქია
2.მოცეკვავეთა ჯგუფი აფრიკიდან

და გამარჯვებულია: მოცეკვავეთა ჯგუფი აფრიკიდან!
მესმის უნდა დააფასო, რომ სრულიად უცხო ხალხი ცეკვავს ხან აჭარულს ხანაც რაჭულს. მესმის რომ უნდა ვცეთ ამ ყველაფერს პატივი, მაგრამ ამ ჯგუფის საქართველოს ნიჭიერად აღქმა გამიჭირდება რადგანაც: 1. არ არიან ქართველები. 2.არ არიან ნიჭიერები ქართულ ცეკვებში. მემგონი მათი ნომერი გაცილებით პომპენზური და სანახაობრივი იქნებოდა თავიანთ სფეროში და თავიანთ სტილში რომ ყოფილიყვნენ.

ნომინაციაში ყველაზე მოქნილნი წარდგენილნი არიან:
1.ტანმოვარჯიშე გოგონათა ჯგუფი
2.კარატისთა ჯგუფი წმინდა გიორგი

და გამარჯვებულია: ტანმოვარჯიშე გოგონათა ჯგუფი!
გარდა იმისა რომ გოგონები საოცრად მოქნილები არიან, მათ ნომერში შეინიშნებოდა თეატრალური ელემენტები ჩარლი ჩაპლინისა და კალათიანი გოგონას სახით. თუმცა ვფიქრობ რომ ნომრის უკეთესად დახვეწა შეიძლებოდა. გოგონებს აქვთ შანსი დადგან გაცილებით უკეთესი შოუ.

ნომინაციაში ხალხის რჩეული წარდგენილია ერთადერთი ჯგუფი:
1.დათიკაშვილების ოჯახი!
ხალხის რჩეული დათიკაშვილების ოჯახია. თიკოს არაჩვეულებრივი ხმა აქვს, სიმღერისას უდიდეს სიამოვნებას იღებს. მათი გამარჯვების შემდეგ როგროც მოსალოდნელი იყო ისევ  აყაყანდა ხალხი ერთი მოტივით: “ბარემ ჯეოსტარი დაარქვით ნიჭიერსო”. თქვენს (მო)თხოვნაზე 2 საკადრისი პასუხი მაქვს: 1. კეთილი ინებეთ და დაუმესიჯეთ სხვას, 2.ყველაფერი შეფარდებითია.მეოთხენახევარფინალში სწორედ დათიკაშვილების ოჯახი იმსახურებდა გამარჯვებას.

ნომინაციაში ყველაზე აფერსტი წარდგენილები არიან:
1.ირაკლი სარალიძე
2.დაჩი თურქია

და გამარჯვებულია: ირაკლი სარაძილე!

შეგიძლიათ მითხრათ  ილუზიონისტი=აფერისტსო მაგრამ, კარგი ილუზიონისტი თვალში ნაცარს ისე გვაყრის თვალს არ გვაშორებს და ჩვენც “ვბოლდებით”. ირაკლს ნომერი რბილად რომ ვთქვათ ჩავარდა! როდესაც მაყურებელს ანახებ ყუთს, ფარდას ბოლომდე არ სწევ და ამტკიცებ ჩვეულებრივი ყუთია თანაც ცარიელიო უკაცრავად და არ დავდებილდებით : ) მითუმეტეს როდესაც ნანახი გვაქვს კაცი პატარა კუბში როგორ იკეცებოდა. შესაბამისად თუ ილუზიონისტია გასწიოს ფარდები ბოლომდე! კასტინგების ნომერი ბევრად სჯობდა.

ნომინაციაში ყველაზე უცნობი ერთადერთი კანდიდატი მყავს, ირაკლი ბიბილური. მისი ნომერი არ მახსოვს კასტინგებზე და გუშინ დარბაზში ყველაზე მეტად მისით დავინტერესდი. ირაკლის ნომერი ასახავდა ადამიანის ცხოვრებას და მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რომ ის საოცრად ხანმოკლეა.არაჩვეულებრივი მსახიობია, თავის საქმის მცოდნე.

ნომინაციაში ყველაზე ხარვეზიანი ნომერი წარდგენილნი არიან:
1.ბაჩო აგულაშვილი
2.დაჩი თურქია
3.ირაკლი სარალიძე

და გამარჯვებულია ბაჩო აგულაშვილი.
ხარვეზი პრინციპში მისი ბრალი არ ყოფილა, უბრალოდ გიტარისთვის მიკროფონი დაავიწყდათ. თუმცა თვითონ ნომერიც დიდი ვერაფერი. ბაჩო უბრალოდ კარგად უკრავს.

ნომინაცია ყველაზე საშინაო დავალება წარდგენილნი არიან
1.ჯგუფი ვორტექსი
2.ტანმოვარჯიშე გოგონათა ჯგუფი
3.კარატისტთა ჯგუფი “წმინდა გიორგი”

გამარჯვებულია: კარატისტთა ჯგუფი! მარტივად ვხსნი “წმინდა გიორგის” ამ ნომინაციაში გამარჯვებას. მათი ნომერი ჰგავდა საშინაო დავალების შესრულებას. პატარ-პატარა შოუს ეფექტები იყო, მაგრამ იმდენად პატარა რომ შემჩნევა ძალიან რთულია. ამიტომ მათ ნომერს ილეთების ერთობლიობად აღვიქვამ, რომელსაც ისედაც ასრულებენ სავარჯიშო დარბაზში. უბრალოდ ამჯერად ჩართული იყო 1 წუთიანი  ცეკვა, რომელიც კარატისტებს რატომღაც არ მოუხდათ.

ნომინაციაში ყველაზე კარგი მომღერალი ალბათ ხვდებით ვინც იქნება. თეონა კოროშინაძეზე უბრალოდ არაფრის თქმა არ შემიძლია გარდა იმისა რომ არაჩვეულებრივი იყო!

ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალში კარატისტთა ჯგუფი “წმინდა გიორგი” გადავიდა, საქართველოს ბანკის ფავორიტი კი თეონა კოროშინაძე გახდა!

10 thoughts on “ნომინაციები

  1. netochka3

    “ნომინაციაში ყველაზე კარგი მომღერალი ალბათ ხვდებით ვინც იქნება. თეონა კოროშინაძეზე უბრალოდ არაფრის თქმა არ შემიძლია გარდა იმისა რომ არაჩვეულებრივი იყო!”
    ძალიან კარგი შეფასება მიეცი ყველას,არ შემიძლია,რომ არ დაგეთანხმო.-კარგი გოგო ხარ!

    Reply
  2. ჯუნა

    მართლაც ყველას შეფასებაში გეთანხმები… და ნათი მგონი პირველი ნახევარფინალია, როცა გამარჯვებულებით კმაყოფილი ხარ, არა?

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, მართლა პირველი ნახევარფინალია რომელიც მართლა მომეწონა თავიდან ბოლომდე. შოუც და ფინალიც. იმედი მაქვს შემდეგი კიდე უკეთესი იქნება

      Reply
  3. Mari

    გეგას სიტყვებს ნუ იმეორებ. ვორტექსს მაინც სულ ცალ წიხლზე ეკიდა შემდეგ ტურში გადასვლა. 😛

    Reply
  4. gijmaj

    წრეზე სირბილს ჰგავს ეს პოსტი. და როდის აქეთ გახდა რასა და ეთნიკური კუთვნილება ნიჭიერების საზომი?

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      როდესაც საქართველოს ნიჭიერს ირჩევ ალბათ ქართველი უნდა აირჩიო, იმჰო

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s