მე და ნოუთბუქის დამტენი

დაახლოებით 1 თვეა რაც ნოუთბუქი ვიყიდე და უკვე მოვახერხე დამტენის დაკარგვა და ახალის გაფუჭება.

დაკარგვაში ბრალი 100%-ით მე არ მიმიძღვის. თუმცა მისი დაკარგვა გამოწვეული იყო ჩემი უყურადღებობით. როდესაც აღმოვაჩინე რომ დავკარგე დიდად არ მინანია.რატომღაც მეგონა რომ დამტენი ეს ისეთი რამეა რასაც ადვილად + იაფად ვიშოვიდი, თუმცა…

როდესაც გაავანალიზე რომ ნოუთბუქის დამტენი არ იყო არც-ერთ იმ დაწესებულებაში სადაც ხშირად ვარ და იდეაში იქ უნდა დამრჩენოდა წავედი მის საყიდლად. არც-ერთ მაღაზიაში არ აღმოაჩნდათ. გავეშურე კიდობნისკენ, საერთოდ ხშირად აქვთ იქ საჭირო ნივთები. რამდენ ადგილასაც არ მივედი მთავაზობდნენ უნივერსალ დამტენს. თუმცა, უნივერსალი დამტენი ღირდა 50-ლარი და მისი მუშაობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2-3დღეს ატანს, რადგან მალევე იწვება. გარდა ამისა ნიუთბუქის დამტენი უნდა შეესაბამებოდეს ლეპტობის ვოლტს თუ რაღაცას. ბევრი სიარულის შედეგად ძლივს მივაგენი ადგილს სადაც ზუსტად იყო დამტენი რომელიც არაჩვეულებრივად მიდიოდა ნოუთბუქზე, თუმცა მისი თავი არ ერგებოდა. მომიწია ახალი თავის ყიდვა და დამტენზე მისი გადაბმა. ეს ყველაფერი დამიჯდა 80 ლარი.

გადაბმის შედეგად დამტენმა 1 კვირა იმუშავა არაჩვეულებრივად. თუმცა ერთ ღამეს მოულოდნელად შეწყვიტა ტენვა და დაშლის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ კაბელები იყო გამწყდარი. ამ საქმეში დიდად გამოუსედეგარი ვინმე ვარ და უკვე დავიწყე იმაზე ფიქრი თუ როგორ შემეპარებინა დედაჩემისთვის, რომ ახალი დამტენი მჭირდება. თუმცა გამოსავალი ყოველთვის იქ არის სადაც არ ელოდები. ანამ მოითხოვა “პლოსკო”, “ატვიორკა”, დანა, მაკრატელი და შეუდგა საქმეს.

ოპერაცია დამტენის შეკეთება

ოპერაცია დამტენის შეკეთება

ოპერაცია დამტენის შეკეთება

ოპერაცია დამტენის შეკეთება

შედეგად დღეს ჩემი დამტენი არაჩვეულებრივად მუშაობს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ 1 კვირაში თავიდან გადასაბმელი აღარ გახდება.

14 thoughts on “მე და ნოუთბუქის დამტენი

  1. LiLaC

    მოკლედ, ანა ძალიან ხელმარჯვე გოგოა :)) მიყვარს და ვაფასებ ეგეთ ადამიანებს, ყველაფერი რომ ეხერხებათ )

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, ხელმარჯვე ნამდვილად გამოდგა. თან ღამის 2-3 საათზე ვაკეთებდით

      Reply
  2. anna

    შემდეგი პოსტი იქნება , როგორ წავიღე ლეპტოპი ხელოსანთან ?:| რა ეტაკა უფ😐

    Reply
  3. შალიკონე

    ვოლტები არა ამპერებია მნიშვნელოვანი.
    რაც შეეხება დამტენს. ხოშიანს იყიდი ამაზონზე კაპიკებში. ეს გადაბმული და ნამაიმუნარი საბოლოოდ დაგტოვებს დამტენის გარეშე და საერთოდაც რა მოდელია? ლეპტოპს ვგულისხმობ. 3 ცალი მიგდგია სახლში.

    Reply
  4. vekoo

    ვგიჟდები ისე მომწონს გოგოს რომ ეხერხება ესეთი აჯპღრჟნ რაღაცები :დ

    Reply
  5. Mari

    ყოჩაღ ანას! მასეთი რამე ყველა გოგოს უნდა ეხერხებოდეს, ვერ ვიტან ბოთეები რომ არიან😛
    p.s: კაბელის გათლისას დანით ან ბრიტვით თითები რომ არ დაიზიანო, უპრიანია ოდნავ ცეცხლი წაუკიდო რეზინს და მავთულები თავისით გამოჩნდება😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი ეხერხება მარა მერე მაგის გამო მოკლე ჩართა მოხდა :ყეს:

      Reply
      1. anna

        ჩემ გამო თუ არა, ოდესმე მაინც მოხდებოდა😐 გადაბმა არ შეიძლება ესეიგი ეგეთ რამეზე😐 მიკვირს ის კომპიუტერი როგორ არ აფეთქდა საერთოდ, ძალიან დიდი ხანი იყო გადაბმული “შნურით”

  6. Pingback: შტერი სოფო!! « Just Smile

  7. kevana

    ვააა, აი ყოჩაღ… მომწონს ანასნაირი ხელმარჯვე ადამიანები🙂

    კაბელის გათლისას დანით ან ბრიტვით თითები რომ არ დაიზიანო, უპრიანია ოდნავ ცეცხლი წაუკიდო რეზინს და მავთულები თავისით გამოჩნდება

    ვა, ეგ არ ვიცოდი.
    ისე, ათლისას ბრიტვით ხელი არ გამიჭრია,ფრთხილად უნდა გათალო და არ გაიჭრი🙂

    Reply
  8. Paranoik

    )) საინტერესოა )) ჩემ ლეპტოპს ქულერი გავუწმინდე ჩემით,თან რთულად იშლება და კლავიატურიდან დავშალე,გავწმინდე და იდეალური იყო ზუსტად 1 კვირა :დ მერე აღარ ირთვებოდა და შევუდექი დამტენს.
    აღმოჩნდა რომ როდესაც ლეპტოპი დავშალე,არასწორედ შევაერთე რაღაც და ლეპტოპი აღარ ირთვებოდა და ის დამტენი რომელიც დავშალე თურმე არაფერ შუაში იყო )
    შეჯამება: ლეპტოპი მივიტანე და გამიკეთეს + 3 ბოლტი დამვიწყებია თურმე.დამტენი კი დღემდე არ მუშაობს,ტყუილად გავანადგურე ))
    ხოდა წარმატებები და რაც შეეხევა დამტენს,სხვა მოდელის დამტენი შეეცადე არ შეაერთო,თუ ამპერები არ ემთხვევა

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დამტენი საბოლოოდ გამოვიწერე, 1 წლის წინ იყო ეს ყველაფერი : )

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s