პირველი დღიური და ახალი აღმოჩენა

ხანდახან ძველ ნივთებში ძრომიალი საოცრად სასამოვნოა. იხსენებ წარსულს და ბედნიერი ხარ. ამ ნივთებში ძრომიალისას პირველი დღიურის გასაღებს გადავაწყდი, შემდეგ დღიურიც ვიპოვე და წარსულის გახსენებას შევუდექი. სხვათაშორის ჩემს დღიურებში ბევრ რაღაცას ვერ ვწერდი. ვიცოდი ჩემი და კითხულობდა და არ მინდოდა სცოდნოდა რაღაც–რაღაცები. რაც აქ წერია ჩემი წარსულის 90%–ია.

დღიური ვინმე დათოზე ლაპარაკით იწყება. ცურვაზე დადიოდა ჩემთან ერთად. ოთხნი ვიყავით სულ, 2 გოგო და 2 ბიჭი, მე მარი, გუკა და დათო. თურმე ეს უკანასკნელი ძალიან მომწონებია და რამდენიმე თვე მასზეა ჩანაწერები. თურმე შაბათ–კვირას შეხვედრას ვგეგმავდით რომელიც არასოდეს გამოდიოდა. ამ დროს 12–13 წლის ვარ. მერე უცბად ვინმე ვაჟას ვახსენებ რომელიც ტელეფონით გამიცვნია და შეხვედრას მთხოვდა, მე კიდევ აღშფოთებული ვწერ დღიურში როგორ უნდა ვნახო ბიჭი რომელიც რეალში არასდროს მყავს ნანახი–მეთქი. მერე იწყება ჩემს პირველ შეყვარებულზე ჩანაწერები. თურმე არც იმას ვხვდებოდი, თავი ძალიან მახინჯი მეგონა და მინდოდა ცოტა მერე მენახა. ამავე პერიოდში იწყება ფიქრი იურიდიულზე. თურმე მე–9 კლასიდან ცურვიდან გამოსვლას და სამართლის წრეზე სიარულს ვგეგმავდი. ჩემს მომავალში პირველ შეყვარებულთან მიჩხუბია. მას თურმე სულ ბავშვი უძახებია და როგორც ჩანს ძალიან მომხვდა გულზე. თუმცა 1 თვეში 8 მარტი მოულოცავს და ამ ჩხუბის შემდეგ შევრიგებულვართ. თან ვწერ თან ვკითხულობ და რთულია ყველა იმ ემოციის გადმოცემა რასაც ეხლა ვგრძნობ. მთელი ჩემი კლასის ინტრიგები მაქვს გადმოტანილი ფურცელზე.  ისევ ჩემ პირველს ვუთმობ ასპარეზზს. არ მეგონა ამდენს თუ ვჩხუბობდით:/

” კინაღამ დამავიწყდა, დავშორდი. ოთხშაბათს 3 მაისს შეხვედრას მთხოვდა და მე არ მეცალა. იმას ეწყინა და ვიჩხუბეთ თუმცა ხუთშაბათს ისევ შევრიგდით თუ ამას შერიგება ჰქვია. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ პარასკევს მივწერო და ვუთხრა რომ ჩვენი ურთიერთობა არ გამოვა. იმას ჩემი არ ესმის მე მისი და ასეთი ურთიერთობა არ შემიძლია”

ჩემი ნათქვამი შემისრულებია, რადგან 3 ივნისის შანაწერებში ვწუწუნებ რომ მენატრება, რომ მიყვარს და რომ უიმისოდ ვერ ვძლებ. მინდა დავუმესიჯო მაგრამ მეშინია ვინმე არ ჰყავდეს, “დაჟე” ვიფიქრე იქნებ ცოლი მოიყვანა მეთქი (ჩემზე დიდი იყო 7 წლით). სამაგიეროდ ეს დაშორების პერიოდი არაჩვეულებრივად გადამიტანია. ჩემი მშობლები თურქეთში წასულან 1 კვირით და სახლში ჩემი ორი მეგობარი ყოველთვის იყო სოფო და გოგა. მახსოვს დილით ჯერ კიდევ ვიწექი გოგა რომ ამოდიოდა ხოლმე, ვაჭმევდი და მერე ერთად ვიძინებდით. ტკბილად მახსოვს ეს პერიოდი.

ჰმ, როგორც ჩანს დაშორება დიდხანს არ გაგრძებულა. არ ვიცი მაგრამ ფაქტია მალევე შევრიგდით რადგან 17 სექტემბის ჩანაწერში ისევ დაშორებაზე ვლაპარაკობ. ოღონდ ამჯერად სერიოზულად. ისევ შეხვედრის პრობლემა იყო. არ ესმოდა რომ პატარა ვიყავი და ღამის 9–საათზე გარეთ ვერ გავიდოდი. ბოლოს უყურდღებობაში დავუდანაშაულებივარ და საბოლოოდ იქამდე მისულა ყველაფერი რომ ამას უთქვამს მხოლოდ სექსისთვის მინდოდიო და მე ამ ყველაფრის მერე სასოწარკვეთილი ვარ.

ოქტომბერში ისევ მოუწერია ჩემთვის ტექსტებით: “მე ვერასდროს დაგივიწყებ, მაპატიე შენთან მინდა და ბლა ბლა ბლა”, როგორც იციან ხოლმე. მე მიპატიებია და იმავე საღამოს შევხვდი. ამდენი თვის მერე 22–ის გამხდარა და მეც 1 თვეში 14–ის უნდა გავხდე. ძალიან შებოჭილი და ჩუმი ვყოფილვარ. ამ საღამოს პირველად მთხოვა კოცნა და მე უარით გამისტუმრებია. თურმე უარი მხოლოდ იმიტომ მითქვამს, რომ კოცნა არ ვიცოდი და მეშინოდა არ მოეწონებოდა. ვინმე ირაკლის და დათოს ჩემთვის უჩხუბიათ რატომ ხვდებიო მაგ ბიჭსო გიყნებსო და დაშორდიო და მე არაფრის მოსმენა არ მინდოდა. ამ ჩხუბის მერე წავედი  ვნახე და ვაკოცე ^^

“არ ვიცი რას ვგრძნობდი, მსიამოვნებდა, ვგრძნობდი სითბოს და სიყვარულს, მერე სახეზე როცა მეფერებოდა ტუჩებში ვაკოცეთ ერთმანეთს. ვერ აგიხნი რა ვიგრძენი ამ დროს, მესიამოვნა, გამიხარდა, ცოტა მომერიდა კიდეც, ეს ჩემი პირველი კოცნა იყო და უბედნიერესი ადამიანი ვიყავი”.

ამ ამბის შემდეგ 20 დღეში თურმე ერთ–ერთი ჩემი დარეკვისას უთქვამს არ დამირეკო ჩვენი ურთიერთობა არ გამოვაო.

“მითხრა მომწონხარ მაგრამ არაფერი გამოვაო. საშინელი ღამე იყო, საშინლად მენატრებოდა. სულ ის კოცნა მახსენდებოდა და ვერ ვხვდებოდი რატომ მოხდა ეს ყველაფერი. გამახსენდა როგორ მეუბნებოდა ყველაფერი კარგად იქნებაო…”

ამ დაშორების მერე ყურადღება ვინმე ირაკლიზე გადამიტანია. ძმაკაცის მამიდაშვილი ყოფილა და ერთხელ მინახავს.თუმცა იმდენად უთავმოყვარეო გადმოვდექი რომ იმას მაინც მივწერე ერთ თვეში.უთქმავს ვერ ვიმეგობრებთო, ჩემთვის ქალი ხარ რომლის ტუჩების გემო არასდროს დამავიწყდებაო, მაგრამ ერთად ვერ ვიქნებითო და აქ მთავრდება პირველი დღიური. აქამდე ვამბობდი შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ მეთქი მაგრამ ამ ყველაფრის კითხვის დროსაც კი ამიჩქარდა გული. მომინდა მომეძებნა და უბრალოდ დავლაპარაკებულიყავი მაგრამ დღიურის ბოლომდე ჩაკითვისას მივხვდი, რომ ძალიან ძალიან გავუწვალებივარ და თურმე ამიტომ დამივიწყებია ყველაფერი.

25 thoughts on “პირველი დღიური და ახალი აღმოჩენა

  1. Mari

    როგორ მიკვირს, როცა ამბობ სიტყვას “თურმე”. ვითომ ძალიან დიდი ხნის წინ იყო..

    Reply
  2. anina

    არ მჯერა, რომ პირველი კოცნა დაგავიწყდა. ეგ ყველას ახსოვს😐

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      პირველი კოცნა არც დამვიწყებია რა სისულელეა:/ არც ეს ბიჭ. უბრალოდ ესე დეტალურად არ მახსოვდა. არც ის მახსოვდა რომ ამდენჯერ დავშორდით და მერე ისევ შევრიგდით და ვაფშემ ამის წაკითხვის მერე გავაცნობიერე რომ თურმე მყვარებია:/

      Reply
  3. Kate_AlukaЯD

    ახლა რომ მახსენდება რა დებილი ვიყავი 12-13 წლის ასაკში არ მჯერა რომ ასეთი რამეები მაგ ასაკში ხდებოდა შენთნ:/ მე ძალიან ბავშვი ვიყავი მგონი მაგ დროს :ფიქრ:
    ერთი ჩემი დრიური უნდა გამოვჩხრიკო 2001მაქვს დაწერილი :დ:დ:დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ანუ ეს ყველაფერი ხდებოდა 13–14 წლის პერიოდში:/ 14–ის რომ გავხდი მალევე დავშორდი. მაგრამ მეორე დღიურს გადავავლე თვალი და ჩემი დაბადების დღიდან 1 თვეში მოუწერია და შევრიგდით, ვნახეთ ერთმანეთი და რაღაცები, მაგრამ ბოლოს მაინც თავისას აწვებოდა:/ ხო და დავშორდით საბოლოოდ. იმის მერე შიგადაშიგ თუ ვახსენებ თორემ ეგ უკანასკნელი დაშორება იოლად გადამიტანია ^^

      Reply
  4. anna

    მე დავწვი ჩემი დღიურები, მაგრამ რად გინდა, “გადამწყვეტი” მომენტები დღემდე საოცრად მკაფიოდ მახსოვს :დ ჩემი ყლე წარსული კაცები😐 :დ

    Reply
  5. აპუცა

    იცი , როგორი პოსტია ? რომ გაგახსენებინებს შენს წარსულსაც🙂 მართალია ჩემთან “სიყვარულობა” 18 წლის ასაკში დაიწყო მაგრამ სჯობდა არ დაწყებულიყო. სულ ორი მყავდა ერთი მე გავამწარე მეორემ მე გამამწარა! : ) ვთვლი რომ სამაგიერო გადამიხადა იმ პირველის გამო🙂 საცოლეც კი ვიყავი პირველის და ფანჯრებთან რამდენჯერ უტირია და მიყურებია , მაშინ ვთვლიდი რომ მართალი ვიყავი. აი მეორემ იქეთ მატირა :დ სჯობდა ეს დიდი ხნის წინ ღრმა ბავშვობაში ყოფილიყო და სადმე გულის კუნჭულში ჩამეკეტა.🙂 გილოცავ ნათ რომ “დაივიწყე” ეს ყველაფერი და ახლა შენს გულში მოწმენდილი ცაა🙂 კარგი , გოგო ხარ!

    Reply
  6. Jessie

    აუ არადა მეც აღმოვაჩინე ჩემი პირველი დღიური, ნუ პირველი არა პირველთაგანი ად მინდოდა ამაზე დამეწერა პოსტიიიი❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ყველა დღიური გადმოვალაგე ^^ ყველა რა 3 :დ 13 წლიდან ვწერდი🙂 და რაც ბლოგი გავაკეთე მაშინ დავანებე თავი

      Reply
  7. tatkii

    მე პირველი შეყვარებული 13 წლის ასაკში მყავდა.. მანამდე კიდე ერთი ბიჭი მყვარებია ცალმხრივად და პირად დღიურში ისე გულისამაჩუყებლად ვწერდი, რომ გაგეცინება.. არადა, ფოტოებს რომ ვათვალიერებ ხოლმე, ისეთი ბავშვი ვიყავი მაგ ასაკში, მიკვირს საერთოდ საიდან ვიცოდი მაგ ასაკში ‘ქალ-ვაჟური’ სიყვარული რა იყო🙂🙂🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აი ზუსტად მასე ვარ მეც. 13 წლის ბავშვებს რომ ვუყურებ ეხლა ძალიან მიკვირს და ვერ ვხვდები ამდენი რამე როგორ გადავიტანე. ან რა დროს ჩემი ეგეთი რთიერთობებეი იყო.

      Reply
      1. tatkii

        🙂 ცხოვრების წესივითაა.. ვჩქარობთ გაზრდას და მერე ბავშიბაში დაბრუნებაზე ვოცნებობთ..

  8. siyvarulovna Post author

    არა არ ვოცნებობ დაბრუნებაზე. არც გაზრდა მიჩქარია არასდროს. დაჯე ეხლაც ბავშვი ვარ, მაგრამ ეს ურთიერთობა 13–14 წლის ასაკში ძალიან ძალიანა დრე იყო😐

    Reply
    1. tatkii

      ეხლანდელ ასაკში ვერც იოცნებებ ბავშვობის დაბრუნებაზე.. ეს ზოგადი ფორმულაა ცხოვრებისეული.. მოხუცებოლობის ჟამი ვიგულისხმე.. მე ბავშვი ვეღარ ვარ ფიზიკურად რადგან შვილი მყავს 2 წლის და ამ ზაფხულს სამის გახდება.. თუმცა ყველას და-ძმა ვგონივართ.. ბავშვი შეხედულობით დიდს ჰგავს მე კი 17-18 წელზე მეტის არავის ვგონივარ.. პრინციპში არც მე მიოცნებია მაგ ასაკში გაზრდაზე (გაზრდა მომინდა დაახლოებით 15 წლიდან.. ძალიან მინდოდა რაც შეიძლება მალე გავმხდარიყავი 17🙂 )სასაცილოა, მაგრამ ერთ პირად დღიურში მიწერია: ‘მე უკვე გავიზარდე! 17 ის ვარ🙂

      Reply
  9. tatkii

    ხოდა აასეე🙂🙂 შენსკენ რა ხდება ახალი??🙂🙂🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მმმ, ახალი კაი ამბები ხდება ^^ პროსტა ჯერ ვერ დავწერ : )))

      Reply
  10. გრაფინია

    13 წლის ასაკში რა ვიცოდი შეყვარებული :შ წითელი რეიტუზით დავრბოდი ეზოშო და წრეში ბურთს ვთამაშობდი :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      :დდდ ეს უბრალოდ პირველ შეყვარებულთან პირველი კოცნა, თორემ იმენა პირვლი კოცნა კლასელთან იყო, წითელი ყვითელი სავის თამაშის დროს :დ

      Reply
  11. Mallorie

    ჩემი ამბები გამახსენდა.. მე 8 წლის ვიყავი, ბიჭს პირველად რომ ვაკოცე.. )))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეგ კოცნა კოცნად არ ითვლება ალბათ :დ მხოლოდ ტუჩების მიდებით შეიძლება უფრო პატარამაც აკოცე :დ

      Reply
  12. მარი

    ვაიმე ))) ყველა 14წლის ასაკში კოცნის პირველად??? ))) არ ყოფილა თურმე კატასტროფა )))… პირველი სულ სხვაა ,მაგრამ იმაზე ნერვიულობა მოეწონა თუ არა საზიზღრობაა … მთავარია შენ გაგისწორდა .იმას გაუსწორდა თუ არ გაუსწორდა ეგ უკვე მისი პრობლემააა… (დევილ) ….

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s