ურთიერთობები და შეაყარე კედელს ცერცვი

– არ გინდა ეგ ბიჭი, შენი შესაფერისი არ არის
– დაურეკე და უთხარი რომ გიყვარს
– დაშორდი მაგას, ცხოვრებაში არ გამოგადგება
– ოჯახი არ უვარგა, დაანებე თავი

და ა.შ…

ყოველდღიურად ადამიანები ერთმანეთისგან 1000 ბრძნულ ფრაზას ისმენენ. ხშირად ითვალისწინებენ, უფრო ხშირად კი ორი ყურის პრინციპს იყენებენ და ასეთ შემთხვევაში “კეთილისმსურველი” ვერ ხვდება, რომ “შეაყარე კედელს ცერცვი” ბაზარია, ანდაც “მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო” და მაინც აგრძელებს თავისი გამოცდილებით თუ მოსმენის შედეგად ცხოვრებისეული სიბრძნის ფლანგვას და ნ–რაოდენობით ბრძნული აზრის გამოხატვას.

ადვილია შეაფასო სხვისი ურთიერთობა, ადვილია ურჩიო სხვას როგორ მოიქცეს და ამ სიადვილის გამო ძალიან ხშირად უტიფრად ვიჭრებით სხვის პირად ცხოვრებაში. ვცდილობთ ჩვენი გამოცდილებით თუ ჩვენი დაკვირვებით განვსაჯოთ ესა თუ ის ურთიერთობა და თავს უფლება მივცეთ შევაფასოთ და ანაზილიც გავუკეთოთ ყოველივეს. ჩემთან რჩევის საკითხავად იშვიათად მოდიან. ყოველთის ვცდილობ არ მოვახვიო თავს ჩემი აზრი თუ ჩემი შეხედულება. ყოველთვის ვეუბნები მის ადგილზე როგორ მოვიქცეოდი მაგრამ არასდროს ვურჩევ თვითონაც ანალოგიურად მოიქცეს. ჩემი გამოცდილება და დაკვირვება მას არ გამოადგება, რადგან რჩევა სულ სხვა სიტუაციისთვის და სულ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში სჭირდებათ ხოლმე.

არ მესმის ხალხის რომლებიც ადვილად და მოურიდებლად სჯიან სხვის საქციელს და ამ ყველაფრის ნიადაგზე დასკვნებიც შესაბამისი გამოაქვთ. აიძულებენ ახლობელ ადამიანებს რომ იფიქრონ მათსავით და მოიქცენ ისე როგორც მათ სურთ.

მესმის რომ მათვის კარგი უნდათ, მესმის რომ ფიქრობენ ასაკის გამო გაცილებით გამოცდილები არიან და გაცილებით უკეთ იცნობენ ხალხს.. მაგრამ, მემგონი თითოეულ ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ თვითონ აილეწოს კისერი და თვითონ ისწავლოს ცხოვრება, თვითონაც დააგროვოს ის გამოცდილება რასაც ასე ატენის ცხვირში. ყოველთვის ვამბობდი და ეხლაც იგივეს თქმა მიწევს. ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე! გვერდზე ყოველთვის არ ეყოლება დედა, ბებია, მეგობარი რომელიც ურჩევს და რომელიც დაიძვრენს სხვადასხვა სიტუაციებიდან და ბოლოს სულ მარტო მყოფი უბრალოდ ჭაობში ჩაიძირება და დაიღუპება მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეცოდინება რომელ სიტუაციაში როგორ მოიქცეს.

13 thoughts on “ურთიერთობები და შეაყარე კედელს ცერცვი

  1. anna

    ჰეჰ :დ
    შემაყარე ცერცვი :დ რაღა მე და რაღა კედელი :დ

    Reply
      1. Di@

        მე კიდევ თქვენზე ორივეზე ერთად აღებული – უარესი :დ :დ :დ საკუთარ შეცდომებზეც ვერ ვსწავლობ, ვისზე რა უნდა ვთქვა!

  2. Mari

    მე ცერცვებს არ ვიყრევინები. ხეზე ვაკაკუნებ-ხოლმე, რომ იმ ადამიანის თავის ქალის ფაქტურას შევადარო:mrgreen:

    ისე, მე რომ მიკითხავს შენთვის რჩევა, ყოველთვის კარგი პასუხი გაგიცია. ნუ, ალბათ გააჩნია რამდენად ხარ საქმეში ჩახედული. შენს თავს არ არგიხარ, თვარა ისე კი ხარ ჭკვიანი :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, გააჩნია სიტუაციას. საერთოდ არ მგონია რომ ცუდ რჩევებს ვიძლევი :დ მაგრამ ის რჩევა ან გამოადგება ან არა მაინც :დ იმიტომ რომ არი აბსულუტურად სხვადასხვა ადამიანები ვართ და სხვადასხვა სიტუაციები

      Reply
  3. vekoo

    გახურებულ ტაფას რომ ხელი არ უნდა დაადო მაგას დიდი გამოცდილება არ ჭირდება ხო? :დ

    Reply
    1. Di@

      თუ ქურაზე არ დევს და ქურაც ჩართული არ არის, გარე მახასიათებლებით ვერ მიხვდები, ცხელია, გრილი თუ ცივი, სანამ ხელს არ შეახებ…

      Reply
  4. niniTo

    იცი რა, მაგ დროს მაინც საჭიროა, ვინც თუნდაც ბანალური, გაცრეცილი ფრაზით : ,,დამიჯერე, უამრავი მოვა მისნაირი”, შენს დამშვიდებას შეეცდება. მთავარია გულიდან იყოს წამოსული ეს რჩევა. როცა ძალიან მიჭირს, ჩემი მეგობარი ხელს მკიდებს და მეუბნება, რომ… ბლაააა//// მეც კარგად ვიცი, მაგრამ მაინც მიმეორებს.
    პრობლემა როცა გაქვს, ცივი გონება ირთვება და სხვების ეს სიტყვები შენი აზრების ‘მოვალეობას’ ასრულებენ: )

    Reply
  5. tatkii

    რატოო?? ბევრჯერ მინანია, რომ რჩევის დროს ორი ყურის პრინციპი გამომიყენებია.. სულელები არ უნდა ვიყოთ. სჯობს სხვის პრობლემებზე ვისწავლოთ ჭკუა. თუ იცი, რომ შენი მეგობრის ქმარი აზიატია და სერიოზული გართულებები აქვს შენი მეგობრის ჩაცმულობაზე, ან უკომპლექსო საქციელზე, არადა ადრე რა უკომპლექსო იყო თავადაც და ამავდროულად შენი აზიატი ლოვე თავს იკავებს შენს ჩარჩოში ჩასმისგან, რადგანაც კარგი ბიჭია.. ჯობია დაფიქრდე და გააანალიზო. როცა ცოლად გავყვები, სულ ესეთი კარგი მეყოლება?? ჩემი აზრით ყოველთვის ყურადღებით უნდა მოისმინო გამოცდილი ადამიანების რჩევა, გააანალიზო და გაითვალისწინებ თუ არა, ეგ შენი ნებაა.. მაგრამ არის ადამიანების კატეგორიაც, რომელმაც ყველაფერი იცის ყველა საკითხში და ყოველთვის მზადაა რჩევა მოგცეს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში არ ჰქონია გამოცდილება კი არა, მიახლოებული შეხება მაინც იგივე საკითხთან რაშიც გულითადი რჩევა მოგცა🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი, უნდა მოუსმინო, რა იცი რას გეუბნება🙂 მაგრამ მე მაინც მირჩევნია ჩემს შეცდომებზე ვისწავლო ვიდრე სხვისასზე და ვინანო

      Reply
  6. otad

    chkvianebi sxvis shecdomebze swavloben sulelebi ki tavisazeo :)))) es chemze chkvians aqvs natqvami :))))

    wina kaci ukana kacis xidiao natqvamia :))))

    da ravici kide bevri ram jobia mousmino da cotati mainc gaitvaliswino :)))

    P.S rac ar unda iyos yvela adamiani individia da yvela sxvadasxva sityvaciebshi sxvadasxvanairad iqceva …..

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s