ლეპტოპი VS კბილები

ლეპტოპი გამიფუჭდა😐
ასე 10 დღეა და ეკლებზე ვზივარ. ერთი სული მაქვს როდის გაკეთდება. სავარაუდოდ მოკლე ჩართვის გამო, რომელიც ასევე ჩემი მიზეზით მოხდა. გარანტიის ფურცელზე წითლად და დიდი ასოებით ეწერა, რომ დენის ცვალებადობის შედეგად მიყენებულ ზარალს არ ავანაზღაურებთო, და არც პატრონის უგუნურებით მიყენებულ ზარალსო. 1%–ის იმედითღა მივიტანე სერვის ცენტრში და რა თქმა არ მითქვამს რომ არაორიგინალი დამტენით  ვტენიდი და მაშინ გაითიშა და აღარ ჩაირთო. დღეს დავრეკე და მითხრეს პლატა გადაეწვაო, შეკვეთილია ნაწილი და ჩამოვაო, ოღონდ ღმერთმა უწყის როდისო. რაც მთავარია მიკეთებენ  ♥

დღეს, წლების შემდეგ პირველად ვიყავი კბილის ექიმთან. დანტისტი სიტყობრივად რატომღაც სადისტს მაგონებს და ყოველთვის სტომატოლოგებად მოვიხსენიებ ხოლმე. 2 საათი ლოდინი მომიწია. დავიწყებული მქონდა რა შეგრძნებაა სტომატოლოგის სკამზე წოლა და + პირი რომ ღია გაქვს და ენა არ უნდა ამოძრაო, მაგრამ ბურღის საშინელი ხმა და შეგრძნება არასდროს მავიწყდება. როდესაც ველოდებოდი და სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა ჩემი დრო მხოლოდ ბურღზე ვფიქრობდი. ვერ ვიტან და მომკალით. როგორც კი დავჯექი იმ ავადსახსენებელ სკამზე და გავუღე პირი, მითხრა ესეთი პატარა შავი წერტილისთვის მქონი მხოლოდ შენ დადიხარ სტომატოლოგთანო. მერე შემითვალიერა პირის ღრუ და ბოლოს გამომიცხადა კარგი კიჭები (რაღა დროს ჩემი კიჭებია) გაქვსო. მაგრამ წინა კბილი მქონია დასამპლომბი და თან სასწრაფოდ. წინა კბილები საბედნიეროდ ნემსით იპლომბება. როგორც ჩანს მტკივნეულია. ჯერ სინჯი გამიკეთეს, იქნება და ალერგია გაქვს და შემოგვაკვდე ხელშიო და ბოლოს ქეთინო (ექიმი) შეუდგა კბილის ბურღვას და გასუფთავებას. აი ვერც კი აღგიღწერთ რა სასიამოვნო იყო რომ ბურღისა მხოლოდ ხმა მესმოდა და მეტს ვერაფერს ვგრძნობდი.  ერთი პრობლემაა, 2 საათის გასვლის მერეც დაბუჟებული მაქვს ზედა ტუჩი და ცალი ნესტო.

კბილები ჩემი ერთ–ერთი სუსტი მხარეა. ბავშვობიდან ვუვლიდი და ყოველ წვრილმანს ვაკვირდებოდი. კომპლექსად მაქვს ქცეული რომ ღიმილის დროს კბილები თეთრი და კაშკაშა უნდა იყოს. არც შავი წერტილები უნდა ეტყობოდეს და არც ემალი იყოს გაყვითლებული.

3 thoughts on “ლეპტოპი VS კბილები

  1. Mari

    აააღღღარ შემიძლიაააა… მგონი, ნახევარი ცხოვრება სტომატოლოგიურ კაბინეტში მაქვს გატარებული😐

    Reply
  2. tatkii

    სამწუხაროდ კბილები მეც არ მახარებს, და “შავი და პატარა წერტილები რომ არ მქონდეს”, მგონი თვეგამოშვიბით ვზივარ “დანტისტთან”. საბედნიეროდ სადისტი არ არის და თითქმის აღარ მეშინია..🙂 რაც შეეხება ლეპტობს, სამი წლის წინ მეც ზუსტად მასეთი რამ შემემთხვა მაგრამ მე ვინჩესტერს მივტირივარ და არა ჩემს პატარა ვენდის (ასე ერქვა ჩემს ნოტებოოკს) ხოდა, სად აღარ გავაგზავნეთ, რუსეთში, კორეაში, ესპანეთში.. მოკლედ სადაც კი საახლობლო მყავდა ყველგან, მაგრამ არა, მაინცდამაინც გერმანიაში არ მყავს არავინ და მაინცდამაინც იქ აკეთებენ საკუთარ ფირმაში.. დედას ვუტირებ🙂 , მაინც წავიღებ ჩემი ხელით და გავაკეთებინებ ნემცებს.. იქ ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაილები მაქვს შენახული.. დაკოპირება კი არ იყო ჩემი სტილი.. სტილი და ჯანდაბა! ისე ვარ შეშინებული, რომ უკვე 2 ტერაბაიტზე მეტი ინფორმაცია მაქვს დაკოპირებულიი.. ალბათ კომპლექსი პოდ ნაზვანიემ მაზერბორდ კაპუტ, სიცოცხლის ბოლომდე გამყვება..😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვაიმე მეც ყველაფერი მოვსპე კმპიუტერიდან და ჩემს ნოუთბუქში გადავიტანე და კიდ ავრჩი ეხლა ხახამშრალი:/

      მე საბედნიეროდ მიკეთებენ, გარანტია ჰქონდა და თვითონ შეუკვეთეს ნაწილი :პ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s