Open Air

–რა სტილს უსმენ?
–მუსიკას საერთოდ არ ვუსმენ.
– O.o

არ ვუსმენ მუსიკას. მხოლოდ იშვიათ გამონაკლისებში. არც კონკრეტული სტილი მაქვს ამოჩემებული. უბრალოდ რაც მომწონს ამოვიჩემებ და ვუსმენ საათობით. გავა რამდენიმე დღე და ისევ იგივე მეორდება. ნაუშნიკებიც მხოლოდ მაშინ მიკეთია როცა გრძელი გზა მაქვს სავალი და გზაში მოწყენილობისგან სიკვდილს მუსიკის მოსმენას ვამჯობინებ. ან უბრალოდ არ მახსენდება რომ არსებობს ისეთი რაღაც რასაც მუსიკა ჰქვია.

ალბათ სწორედ ამიტომ არასდროს მომდომებია ვინმეს კონცერტზე წასვლა, თუნდაც იმ მომღერალის/ჯგუფის/ანსაბლის რომელიც იმ პერიოდში მიყვარდა და ვუსმენდი. ვერ ვხვდებოდი რა მუღამი შეიძლება დაუჭირო, და “მამენტ” ვერც ეხლა ვხვდები.

11–12 ივნისს თბილისი open air იყო, ისევ იპოდრომზე. გადავწყვიტე რომ იქ კარგი სიტუაცია იქნებოდა რადგან: 1.სასმელი, 2. ბევრი ნაცნობი სახე და 3. მუსიკა უნდა ყოფილიყო. მე და რამდენიმე მეგობარი წავედით, მაგრამ გზაში თან იმაზე შევთანხმდით რომ თუ არ დაგვევასებოდა დაგვენანებოდა ბილეთისთვის გადაყრილი 5 ლარი. ჯერ იყო და გაწვიმდა, თანაც ისე რომ გარეთ თავის კი არა ცხვირის გაყოფაც არ შეიძლებოდა. მაგრამ საბედნიეროდ წვიმამ 1 საათში გადაიღო და სცენასთან მიახლოებაც გავბედეთ. გარშემო ხალხის საშუალო ასაკი 15–17 წელი იყო. მათი მდგომარეობა შეეფერებოდა გახეული/გალეწილი მთვრალი ადამიანისას, რომელიც ვერ აზროვნებს და მხოლოდ ის იცის რომ თავი, თმა უნდა იქნიოს და იხტუნოს.

გარდა უაზროდ მთვრალი ადამიანებისა იპოდრომზე დაცვაც კი არ ასრულებდა თავის მოვალეობას. თუნდაც მხოლოდ ის შემთხვევა რად ღირს, რომ ასე 30+ ასაკის მამაკაცმა თმით ითრია 15–17 წლის გოგონა და ფაქტიურად მუშტებით გაუსწორდა. მიზეზი უცნობია. დაცვამ ამ ყველაფრის შემჩნევა მხოლოდ მაშინ შესძლო როცა სიტუაცია დაწყნარდა.  იყო შემთხვევა როდესაც 2 გოგო იდგა და ერთმანეთს აგინებდნენ და ბიჭები შორიდან უყურებდნენ. როდესაც დარტყმაზე გადავიდნენ მხოლოდ მაშინ გააშველეს.

გარდა ამისა, იმ 3–4 საათის განმავლობაში როცა მე იქ ვიყავი სასწრაფო დახმარების მანქანა 4 ჯერ მოვიდა. თავიდან ვერ ვხდებოდი რას მიდი–მოდიოდა და აფერხებდა შემოსასვლელს, მაგრამ გასვლისას როდესაც იქვე თავის ნაღებინებში მწოლიარე გულწასული გოგონა დავინახე ყველაფერს მივხვდი. შე კაი ადამიანო, თუ არ შეგიძლია დალევა, ბევრი ხალხი, და დალეულზე თავის ტრიალი და ხტუნვა სად მიდიხარ რომ მიდიხარ? ან თუ მიდიხარ წესივრად რატომ არ იქცევი?

საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ჩემი მეგობრები დაიშალნენ და სულ მარტო დავრჩი. ხან რომელ ნაცნობს გადავაწყდებოდი ხან რომელს, მაგრამ დიდხანს ვერც–ერთთან ვჩერდებოდი და ბოლოს ავდექი და წამოვედი.

მუსიკა კარგი იყო, და ალბათ უფრო მეტადაც გავერთობოდი ოდნავ შემთვრალი მაინც რომ ვყოფილიყავი.

4 thoughts on “Open Air

  1. Mari

    მუსიკის გარეშე ცხოვრებას მირჩევნია აქვე, ამ წუთას მოვკვდე😐 თუმცა მაგ მუსიკის მოსმენას მაინც არ აქვს აზრი😛

    Reply
  2. dreamar

    აი მე კი ძალიან გამისწორდა🙂 წინა Open Air-ს ვერ შეედრებოდა, თუმცა, მაინც კარგი იყო. ბოლოსდაბოლოს როკ-მუსიკის (და არამარტო :დ) ყველაზე ნორმალური კონცერტია, რაც საქართველოში ტარდება. დავწერ მერე პოსტს ჩემ შთაბეჭდილებებზე.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კარგი იყო. პროსტა მე ბოლოს სულ მარტო დავრჩი და რაღაც მაგ პონტში არ გამისწორდა და საბოლოო შთაბეჭდილებაზე იმოქმედა

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s