ზღვა

ერთადერთი ადგილი სადაც ვისვენებ როგორც ფიზიკურად ისე სულიერად ზღვაა. ცურვის დროს არ მახსოვს თუ რა ამაოა ეს ცხოვრება, ის რომ ყველაფერი წარმავალია, ის რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება, ყველა კვდება და რომ ადრე თუ გვიან მაინც მარტო რჩები. ცურვის დროს მხოლოდ სიამოვნებაზე ვფიქრობ. მხოლოდ საკუთარი ცურვის შედგად წარმოქმილი წყლის ხმა გესმის. დაბლა წყალში იყურები და უსასრულობას ხედავ. ამ ერთი ორ დიდ მედუზას (თუ შორს გახვედი). რაც უფრო შორს მიდიხარ უფრო და უფრო პატარავდებიან ადამიანები, შენობები და ხვდები რომ მათ ფასი არ აქვთ. ფასი სხვა რამეს აქვს, გრძნობებს, ფიქრებს, ოცნებებს, სურვილებს, მიზნებს…

შარშან ვერ წავედი ზღვაზე. მამაჩემთან ნაჩხუბარი ვიყავი და მასთან ერთად წასვლა და ერთ ოთახში ცხოვრება არ მინდოდა. თან მასზე დამოკიდებული უნდა ვყოფილიყავი. ვამჯობინე დვალთაში წავსულიყავი და ცურვის დანაკლისი მდინარეზე ამენაზღაურებინა, რომელიც რა თქმა უნდა უშედეგოდ დასრულდა. იმის წინა წელს ლავიწის ძვალი ვიღრძე და ცურვას ვერ ვახერხებდი. მხოლოდ ფეხებს თუ დავისველებდი და რაღაცას გავფართხალდებოდი. სხვათაშორის ეს ნაღრძობი დღემდე მახსენებს თავს😐

მოკლედ, უკანასკნელი 2 წელია ცურვის და წყლის დეფიციტს განვიცდი, რომელსაც შიგადაშიგ აუზზე ვინაზღაურებდი.

სულ სხვა რამისთის დავიწყე წერა და სულ სხვა გეზი აიღო ბოლოს. იმის თქმა მინდოდა, რომ ამ პარასკევს, შაბათს და კვირას მექნება შანსი გავცურო ზღვაში. მართალია დრო ფაქტიურად არა, მაგრამ ცურვისთის აუცილებლად გამოვნახავ ორიოდე საათს. თუნდაც ღამე და უკუნეთ სიბნელეში!

7 thoughts on “ზღვა

    1. siyvarulovna Post author

      ჰო❤ და ძალიან გამიხარდა ^^ ერთი სული მაქვს როდის წავალ.
      მადლობა ^_^

      Reply
  1. Mari

    მე რომ ცურვა არ ვიცი, მხოლოს ამის გამო ღირს, რომ ახლავე მოვკვდე.😐
    აბა შენ იცი :* კარგად გაერთე :*

    Reply
  2. ketusi

    მეც მიყვარს ზღვას,უზომოდ, და ცურვა-ყვინთვა.
    სამწუხაროდ იმდენად კარგად არ ვცურავ,რომ შორს გავიდე,მაგრამ ”ჩემ ჭიას მაინც ვიკლავ” ,როგორც ამბობენ.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s