Georgian Bloggind Days 2011

წინა პოსტში  დავდე განრიგი თუ რა უნდა გვეკეთებინა 17–19 ივნისს კვარიათში ბლოგინგის დღეებზე.

პარასკევი:

თბილისიდან დაახლოებით 10–ის ნახევარზე გავედით და 4–ზე უკვე კვარიათში ვიყავით. ამავე დღეს დავათვალიერეთ სარფის საბაჟო და საღამოს ერთმანეთის გაცნობაც მოვახერხეთ კონფერენციის დარბაზში.

Georgian Blogging Days 2011

Georgian Blogging Days 2011

შაბათი:

შაბათს 10 საათიდან დავიწყეთ პროექტების პრეზენტაცია. დაახლოებით 24 პროექტის პრეზენტაცია მოვისმინეთ და რამდენიმე მათგანის კარგად დამუშავების და დახვეწის შემდეგ შეიძლება პროექტს დღის სინათლეც ეღირსოს. ერთ საათიანი შესვენების შემდეგ გეზი ბათუმისკენ ავიღეთ, იუსტიციის სახლის პრეზენტაციაზე და ბათუმის დასათვალიერებლად.

კვირა:

კვირა ექსკურსიას დავუთმეთ მაღალმთიან აჭარაში. თუმცა წვიმის გამო დაგეგმილი  ადგილების ნახვა ბოლომდე ვერ მოვახერხეთ.  დაახლოებით 5–ის ნახევარზე თბილისისკენ გამოვემართეთ.

მაღალმთიანი აჭარა

მაღალმთიანი აჭარა

ერთი შეხედვით გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად გართობას მაინც ვახერხებდით. პარასკევს სანამ სარფისკენ ავიღებდით გეზსს დაახლოებით 2 საათი გქვოდა დასასვენებლად, ზღვის სანახავად და სადილისთის. ეს უკანასკნელი ორი საათი ზღვას დავუთმე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზღვა ჩემთვის ძალიან ძალიან ძვირფასია.  სარფიდან დაბრუნების და ერთმანეთის გაცნობის შემდეგ მთელი ღამე ჩვენს განკარგულებაში იყო. ვსვით, გავერთეთ, გავცურეთ და ასე ღამის 4 საათისკენ წყლიდანაც ამოვედით. ღამე არ გვიძინია. უფრო სწორედ რამდენიმეს არ გვიძინია და დილის  6–7 საათზე ახალი ენერგიებით ისევ სანაპიროსკენ გავწიეთ.

სანაპიროზე

სანაპიროზე

შაბათს, მთელი დღე წვიმდა და ცუდი ამინდი იყო. მაგრამ, ბათუმის დათვალიერების შემდეგ დაგვაპტიჟეს დისკოთეკაზე, სადაც რამდენიმე საოცრად ენერგიული და დაუღლელი ბლოგერი სიამოვნებით წავიდა🙂

კვირა გართობის და შთაბეჭდილებების მხრივ ყველზე გამორჩეული იყო (იმჰო). მართალია ყველა იმ დაგეგმილი ადგილის ნახვა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მაღალმთიან აჭარაში მარანში ღვინო დავაგემოვნეთ, გვიმასპინძლეს გადასარევად და აღფრთოვანებულები გამოგვიშევს. თბილისისკენ დაახლოებით 5–ის ნახევარზე დავიძარით, თუმცა სოფელ ჯაპანასთან ახლოს საბურავი გასკდა და კიდევ რაღაც ნაწილიც დაუზიანდა. საბურავის შეკეთებამდე გზის გადაღმა ზოგი წუწაობით ერთობოდა, ზოგი მაღაზიის უშედეგო ძებნით და ზოგის ბალახების ჩაყრით მაისურებში. საბურავი კი შეკეთდა მაგრამ მისი სრულყოფილებისთვის აუცილებელი იყო “ვულკანიზაციაში” მიყვანა. საბედნიეროდ ვულკანიზაცია მაღაზიასთან ახლოს იყო. ამ ყველაფერს ასე 4 საათი მოვანდომეთ და 11–ზე სამტრედიიდანაც გავედით. დილის 7–ის ნახევარზე უკვე სახლში ვიყავი და ჩემს ლოგინში ამ დრომდე (15:26) ტკბილად მეძინა.

ბათუმში

ბათუმში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s