პროტესტი

უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ორი ორიგინალური ივენთი გაჩნდა.

1. გვიყვარს და ვზასაობთ! ხო, პარკში ვზასაობთ (ივენთის ლინკი).

აღნიშნული ივენთით, ახალგაზრდები ცდილობენ გააპროტესტონ პარკებში და სკვერებში ქცევის შეზღუდვის “კანონი”. კანონი, რომელიც ძირითადად დაცვის მიერაა შემოღებული და მისი გაფრთხილება:  “ფეხი ჩამოწიე”, “გაიმართე და სკამზე ისე იჯექი”, ან “ნუ კოცნი პარტნიორს” ავტომატურად უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევს პარკის ტერიტორიის დატოვება. მიზეზი ერთი შეხედვით ბანალურია: “აქ ხალხია, და მათ არ სიამოვნებთ შენი უწესო ქცევა”, თუმცა რთულია განსაზღვრო რა იგულისხმება “უწესო” ქცევაში. ახალგაზრდები საჯარო კოცნით ცდილობენ გააპროტესტონ მსგავსი შეზღუდვები და დღეს 20:00 საათზე რიყის ახალ პარკში, მინი ამფიტეატრთან გამართავენ სახალხო ზასაობას. ზასაობა არა სიამოვნებისთვის, არამედ პროტესტისთვის.

 

თუმცა, პროტესტის აღნიშნულ გამოვლინებას მოწინააღმდეგეების გამოუჩნდნენ და მიიჩნევენ , რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში კოცნა, დიახაც რომ უნდა იკრძალებოდეს, რადგან: გარყვნილებაა, იქ ბავშვები არიან, არ სიამოვნებთ როდესაც ორ “ჩაფსკვნილ” ადამიანს უყურებენ. რთულია შეეწინააღმდეგო, მაგრამ აქ ერთი რამ გვავიწყდება. ერთია როდესაც ადამიანს მორალურად აქვს იმის პროტესტი რომ ხალხთან ერთად არ აკოცოს თავის პარტნიორს და მეორეა როდესაც დაცვა გიკრძალავს კოცნას, ჩახუტებას და ფეხის ფეხზე გადადებას.

update

პროტესტმა სრული fail განიცადა. რა თქმა უნდა, მეტს არც ველოდებოდი. სულ რაღაც 2 მოზასავე წყვილი და 300 მაყურებელი.

გვიყვარს და ვზასაობთ! ხო, პარკში ვზასაობთ

გვიყვარს და ვზასაობთ! ხო, პარკში ვზასაობთ

2. ვსვამთ ყველანი ლუდს გარეთ! (ივენთის ლინკი)

აღნიშნული ივენთი მიმართულია 171–ე მუხლის წინააღმდეგ, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც აკრძალულია საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ლუდით, ან სხვა ალკოჰოლური სასმლით სიარული. აღნიშნულ ფაქტს მოჰყვება დაჯარიმება. თუმცა “ინტერპრესნიუსს” შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა განუცხადა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მშვიდ ვითარებაში, ალკოჰოლის, მათ შორის ლუდის სმისთვის მოქალაქეს არავინ დააჯარიმებს და რომ აღნიშნული 171–ე მუხლი განკუთვნილია მათთვის, ვინც ნასვამ მდგომარეობაში მყოფნი შეეცდებიან აყალ–მაყალის ატეხვას. თუმცა აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ნათლად არის გადმოცემული, რომ დაჯარიმდება ნებისმიერი პირი, რომელიც დაიწყებს  სპირტიანი სასმელების სმას ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.

ასე რომ აღნიშნული პროტესტის ბედ–იღბალი ჯერჯერობით გაურკვეველია.

ყველანი ვსვამთ ლუდს გარეთ

ყველანი ვსვამთ ლუდს გარეთ

მიუხედავად ახალგაზრდების აქტიურობა მათთვის უკანონი კანონებზე, გვერდზე რჩება საყოფაცხოვრებო პრობლემები. მაგალითად დასუფთავების ტარიფის გაზრდა. ერთპიროვნულად ვერ იტყვი იზრდება თუ მცირდება, მაგრამ იგი სულ ცოტა ხანში დამოკიდებული იქნება დენის აღმრიცხველებზე. დასკვნა გაზრდის თუ შემცირების შესახებ თქვენთვის მომინდია.

პ.ს ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ დღევანდელი პროტესტი პროტესტია გართობისთის და არა საქმისთის. anyway, good luck!

3 thoughts on “პროტესტი

  1. faifuris angelozi

    უსაქმურობისგან აღარ იციან რა გააპროტესტონ,ვითომ ცხოვრება ისე გვაქვს აწყობილი რომ აი ეხლა გრთობას გვიკრძალავენ..ამსტერდამში ან ლონდონში მაინც ვცხოვრობდეთ რომ ასეთ სისულელეებზე არ მახათობდეს ახალგაზრდობა?(

    Reply
  2. Jessie

    “პ.ს ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ დღევანდელი პროტესტი პროტესტია გართობისთის და არა საქმისთის. anyway, good luck!” >> +1

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s