პალატის კედლები

ცუდად ვარ. ვზივარ და ცრემლები თავისით მომდის.

ჩემი ძმა ისევ საავადმყოფოშია. მეექვსე ოპერაცია დასჭირდა, 1 კვირაში მეშვიდე. ადრე პოსტიც მეწერა თუ რატომ წევს ლამის ყოველ წელს საავადმყოფოში. ლამის თავი ისე იგრძნოს როგროც საკუთარ სახლში.

მაგრამ ეს ოპერაცია ძალიან გაუჭირდა. ყველაზე მტკივნეული და რთული აღმოჩნდა. 10 დღე გაუნძრევლად უნდა იწვეს, თავი ოდნავ არ უნდა გადასწიოს გვერდზე, ტუალეტისთვისაც არ შეიძლება ადგომა. ეს 4 დღე გმირულად აიტანა, მაგრამ ამ საღამოს ნერვებმა უმტყუნა, თან თვალი სტკიოდა და ტირილი დაიწყო. ცუდად ვარო, ვეღარ სძლებს. დედაჩემმა რომ მომიყვა ლამის გავსკდი ტირილით, მაგრამ აღარ მინდოდა დედაჩემის უფრო განერვიულება. ვერ ვიტან, მძულს როდესაც ჩემს ძმას ასეთ უმწეო მდგომარეობაში ვხედავ. ეს ის მომენტია როდესაც ვხვდები, რომ მეც შემიძლია ვიყო მკვლელი და ის ბავშვი დაუფიქრებლად მივახრჩო ვინც ლურსმანი მოარტყა თვალში. არ ვხუმრობ. 3,5 წელი გავიდა და ისევე მძულს, მეზიზრება. ერთადერთი ადამიანია რომელიც მძულს.

4 დღეა უკვე გიორგი საავადმყოფოშია. მთელი დღით იქ ყოფნას ვერ ვახერხებ, გამოცდები მაქვს, რაც თავისთავად ნ-რაოდენობით სამეცადინოს გულისხმობს. იქ ვერ ვმეცადინეობ, სულ თამაში და ლაპარაკი უნდა. რამდენიმე საათით თუ ვახერხებ შერბენას, ხვალ საერთოდ ვერ მივდივარ და კიდევ უფრო ვიგრუზები, ვგრძნობ რომ ვჭირდები და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია.

დღეს რომ ვიყავი გიოსთან, მის პალატაში საიტერესო წარწერები შევამჩნიე. სურათებს ვუღებდი და ბოლოს ჩემი ძმის წარწერაც ვნახე, მეექვსე ოპერაცია გავიკეთე და მეშვიდე მომიწევსო. აი, უბრალოდ არ შემიძლია იმის გადმოცემა რასაც მაშინ ვგრძნობდი.

აქ იყო გიორგი დემეტრაშვილი უკვე მეექვსედ, ალბათ მეშვიდეჯერაც მომიწევს

აქ იყო გიორგი დემეტრაშვილი უკვე მეექვსედ, ალბათ მეშვიდეჯერაც მომიწევს

ბარემ იმ წარწერებსაც დავდებ, რომლებიც ჩემი ძმის იქ მისვლამდე გაკეთდა

This slideshow requires JavaScript.

30 thoughts on “პალატის კედლები

  1. Mallorie

    ამეტირა.
    მეორე შემთხვევაა, როდესაც ბლოგის პოსტის წაკითვის შემდეგ ცრემლები წამომივიდა.
    ყველაფერი კარგად იქნება, ნათ.
    გიორგი მალე გამოჯანმრთელდება. :*

    Reply
  2. აქსიომა

    შენს ძამიკოს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! და დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად იქნება მალე. აი შენ კიდევ პატიებას შეეცადე და ნახავ რომ ყველაფერი საუკეთესო უფრო მალე დაიწყება შენს გარსემო. კარგი გოგო ხარ. :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა. შანსი არაა რომ ვაპატიო, გამორიცხულია ეგ :/ ერთადერთი ადამიანია მთელს დედამიწაზე რომელიც მეზიზღება 😐

      Reply
  3. vekoo

    ფარ-ხმალი არ დაყარო, ესეც უფლის ნებაა : ))
    ყველაფერი მაინც როგორც მას უნდა, ისე იქნება : ))
    შენ კი შენ ძმას ჩაეხუტე :* მე ვიცი რასაც ნიშნავს ძმის სითბო და სიყვარული ^_^

    Reply
  4. finiki

    შენ ძმას მალე სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ძალიან ცუდად გავხდი ამის წაკითხვის შემდეგ, წარმომიდგენია რა ძნელია ასეთ სიტუაციაში პატიება, მეც მყავს ძმა და დაახლოებით წარმომიდგენია რას გრძნობ. ის შეგრძნება კი როდესაც საყვარელი ადამიანი საავადმყოფოშია და შენ ვერაფრით ეხმარები ძალიან ნაცნობია ჩემთვის, ამ დროს გირჩევნია შენ იყო მის ადგილას, თავს უკეთესადაც კი იგრძნობდი, სულ რამდენიმე კვირაში მომიწევს იგივე მდგომარეობაში ყოფნა რაც მთელ ზაფხულს გაგრძელდება და ვხვდები, ვიცი კიდეც ეს რა საშინელებაა, გული ამიფართხალდა ეს რომ წავიკითხე, შენც გამძლეობას გისურვებ, მთავარია ხელები არ ჩამოყარო!

    Reply
  5. netochka3

    -ნათი გული ამიჩუყდა…ვიცი რა საშინელებაა სავადმყოფო,მაგრამ გახსოვდეს გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს,ყველაფერს განსაცდელს უფალი ჩვენ გასაძლიერებლად უშვებს! უფალი გწყალობდეთ,მიყვარხარ.აკოცე შენ ძამიკოს და დედიკოს!

    Reply
  6. faifuris angelozi

    ნათია მესმის შენი მდგომარეობა მაგრამ შეეცადე რომ არ შეიძულო ის ადამიანი ვინც ლურსმანი მოარტყა თვალში,ვინ იცის ის როგორ განიცდის ან მას რა ელის მომავალში? კარმა ყველას უბრუნდება ბუმერანგივით,შენც ნუ დაიბინძურებ სულს)
    მე მეგობარი მყავს რომელსაც ჩვენმა მეგობარმა “პატიაშკი” ხელით გაუტკაცუნა,მოძვრა და რკინა თვალში მოხვდა,დღეს ამ ბიჭს ბროლის თვალი აქვს ჩადგმული და ვისგანაც სჭირს ეგ ბედნიერება მისი მეჯვარეა…
    და კიდევ გადაეცი შენს ძმას ნეგატიურად ნუ ფიქრობს და დადებითი ფიქრებით დაიმუხტოს,არ არის სასურველი მისი გააზრება რომ მეშვიდეთაც საავადმყოფოს კედლებში მოხვდება…
    შეძახილმა ხე გაახმოო ხომ გაგიგონია?))
    ამაზეც შემიძლია მაგალითის მოყვანა რომელიც ისევდაისევ ჩემს სამეგობროში მოხდა მაგრამ მგონი ნამეტანი ვრცელი კომენტარი გამომდის და ძალიან დარიგებასავით თან…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გააზრება რა, ზეგ უკვე იკეთებს მეშვიდეს :))
      და გამორიცხული არ არის რომ რამდენიმე თვეში ისევ დასჭირდეს :ს მოკლედ რა…

      Reply
  7. irinka

    vin aris is bavshvi, saxeli dawere tu sheizlebaa? mec vici erti seti istoria da imitoo…. dges is bavshvi invalidis savarzelshi zis me visac vgulisxmob……

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ნამდვილად არ ვიცი სახელი :ს საერთოდ არაფერი ვიცი იმ ბავშვის. ის ერთი წელი ისვენებდა ჩვენს სოფელში და იმის მერე აღარ ჩამოუყვანიათ და კარგსაც შვრებიან 😐

      Reply
  8. ნათია

    😦 😦 😦 😦 😦 😦 😦 😦 რა ცუდიაააააა…

    თუმცა მე რა მგონია იციი?? ის ბავშვი არაფერ შუაშია, პატარა იყო და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა, დასასჯელები ის კაცები არიან იქ რომ იდგენენ და იცინოდნენ, საზიზღრები, მაგის გაკეთების უფლება როგორ მისცეს? კაი, ჯანდაბას, შიშველი ხელებით რომ ეჩხუბათ შეიძლება არ ჩარეულიყვნენ, მაგრამ ხედავდნენ რომ ბავშვს ლურსმანი ეჭირა და არაფერი გააკეთეს?! რა საშინელებაა, მე იმ მარაზმ კაცუნებზე ვიქნებოდი გაბზარებული….

    Reply
    1. ცისფიქრიანი

      +1

      მაგრამ ვიღაცაზე მაინც უნდა იყო აუცილებლად გაბრაზებული! სხვანაირად რთულია ძალიან

      ნათ, მოუფრთხილდი, დააფასე, მოეფერე.. იმედი არ დაკარგო!

      Reply
    2. siyvarulovna Post author

      მართალი ხარ ნათ, მთლად იმის ბრალი არაფერი ყოფილა. გიორგიც დამნაშავე იყო და ის კაცები ხომ ვაფშე. ფუ აი აა :@ ცუდად ვხვდები ეგ საღამო რომ მახსენდება.

      Reply
  9. qetusia

    შენს ძმას ყველაფერი კარგად ექნება,მეტსაც გეტყვი,სულ მალე არასოდეს აღარ გაიხსენებ რომ ცუდათ იყო,შენ მას სჭირდები და არ თქვა რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია,უნდა გაამხხნევო.უთხარი,რომ ეს არაფერია,მალე გაუვლის,შენ როგორც მივხვდი უფროსი ხარ და დაგიჯერებს.მასაც უნდა რომ მაგის სჯეროდეს,ხოდა შენც ელაპარაკე მხოლოდ კარგ რამეზე,უთხარი რომ მალე ერთად დაისვენებთ და ითამაშებთ,მხნეობა შემატე:*აბა შენ იცი

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვერ დავისვენებთ, იმიტომ რომ არ შეიძლება მისთის მკვეთრი მოძრაობები :ს
      მადლობა ❤ მართლა ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო რაც შემიძლია და ის რამდენიმე საათი როცა იქ ვარ გავამხიარულო და მგონი გამომდის კიდეც

      Reply
  10. ცისფიქრიანი

    თან ვიცი, რასაც ნიშნავს მხედველობა.. დამიკარგავს.. სულ რაღაც 10-15 წუთით, მაგრამ მაინც.. დროს რა მნიშვნელობა აქვს.. მხედველობა ყველაზე ძვირფასია 😐

    Reply
      1. wissner

        და უკვე ამდენის გადატანა უხდება ;( როგორაა ახლა?

  11. Mari

    ვგიჟდები მაგ ბავშვზე. მთელი გულით ვუსურვებ, რომ მალე საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს და დაავიწყდეს ის ტანჯვა, რასაც ახლა განიცდის.

    Reply
  12. Jessie

    ვაიმეეე :(:(:( ავტირდი 😦 გენაცვალე ნათი. ყველაფერს კარგს ვუსურვებ შენს ძამიკოს ..გამოჯანმრთელებას……

    Reply
  13. paran0id andr0id

    არ მინდა ზედმეტად სენტიმენტალური ვიყო, მაგრამ სხვა გზა არაა… გიორგი მაგარი კაცია და მთავარია, რომ გადარჩა… წიგნები წაუკითხე, არ მოაწყინოთ… აგერ ნახავ მალე ყველაფერი მოგვარდება 😉

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, წიგნს კითხულობს ^^ მე ბებია ილიკო და ილარიონს :დ ხვალ კიდევ ერთ ოპერაციას გაუკეთებენ და კვირის ბოლოს სახლში იქნება ❤

      Reply
  14. IG

    შენი ძმა კარგად იქნება!! ლოცვებში მეც მოვიხსენიებ 🙂
    ოლ ზი ბესტ
    იგ

    Reply
  15. lana

    guli dzalian mckdeba:( bavshvebi ar unda itanjebodnen ese. magram mtavaria cocxali rom gkavs da sxva yvelafers moevleba gmertis ckalobit. ici ra iqneb rom shedzlot im bavshvis patieba sheni dzmac sabolood gamojanmrteldes? me dzma momikles 😦

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s