50 თეთრის გამო 70–ლარიანი ჯარიმა

4 თვის წინ, თებერვალში, ავტობუსში ხურდის უქონლობის გამო ბილეთი ვერ ავიღე. შედეგად 5 ლარიანი ჯარიმაც გამომიწერეს. ვინაიდან და რადგანაც გაცნობიერებული მქონდა რომ, არგადახდის შემთხვევაში ეს 5 ლარი 50–ლარად მექცეოდა მეორე დღესვე გადავიხადე, აპარატით.

4 თვის შემდეგ, სახლში მომდის წერილი, სადაც მატყობინებენ რომ ჩემი ჯარიმა არ გადამიხდია და გაიზარდა. მაძლევენ საშუალებას რომ ერთი კვირის განმავლობაში გადავიხადო 70 ლარი და 50თეთრი, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულები არიან ქონება დამიყადაღონ და აუციონის წესით ამოიღონ ჩემგან ვალი.  თავიდან გაოგნებული ვიყავი. თავში დამიტრიალდა ეგრევე, რომ: 1. ქვითარი გადავაგდე რამდენიმე კვირის წინ, იმიტომ რომ თვეები იყო გასული. 2. ზუსტად მახსოვდა რომ გადავიხადე. 3.ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ იმის მერე აღარავის აღარ დავუჯარიმებივარ.

მივდექი მოვდექი, ვიწუწუნე ბევრი ხან ვისთან ხან ვისთან, მაგრამ მაინც ბოლომდე მჯეროდა რომ გადახდილი მქონდა. ბოლოს ავდექი და დავრეკე იმის გასარკვევად თუ რა ხდებოდა. აღმოჩნდა რომ როდესაც აპარატით გადავიხადე და ჩავრიცხე 5 ლარი აპარატმა საკომისიო 50თეთრი ჩამომაჭრა და ამ 50 თეთრის გამო 70 ლარის გადახდა მიწევს. ყურმილი დავკიდე და გაოგნებული სახე მქონდა, უბრალოდ სიცილი ამიტყდა. მერე მეორეჯერ დავრეკე, საკომისიო თუ იყო გადასახდელი აპარატზე არ უნდა წერებულიყოთქო და პასუხი იყო გენალური: “არ ვიცით, შეიძლება არც ჩამოგაჭრა”. შე დალოცვილი თუ შეიძლებაზე ხართ და არ იცით ზუსტად 70–ლარს რაღატომ მახდევინებ? ბოლოს თავიანთ ოფისში გამიშვეს. გვიანი იყო უკვე და ხვალ უნდა მივიდე და გავარკვიო. სხვა თუ არაფერი ვიჩხუბებ და წამოვალ❤

14 thoughts on “50 თეთრის გამო 70–ლარიანი ჯარიმა

    1. siyvarulovna Post author

      რა თქმა უნდა❤
      უბრალოდ არ შეიძლება ესე აგდებულად მოექცე ადამიანს. "არ ვიცით ან ჩამოგეჭრა ან არა" ბლინ :@@@ თუ არ იცი გაარკვიე და ისე გამომიწერე ჯარიმა და თუ მაინც მაგის ბრალია მაშინ გარკვევით ხომ უნდა ყოფილიყო აპარატზე არა?

      Reply
  1. Jessie

    ცენზურის ფარგლებში ვიტვყი: მაგათ ხომ არ შეაწუხათ იმან რა ჰქვია და ის ხომ არ აქვთ იქ სადაც არაა საჭირო… ომგ…წადი ეჩხუბე…მოკალი

    Reply
  2. anna

    აუუ განრისხებული ვარ, თან რომ ვერაფერს უხერხებ აი აია ია :2

    Reply
  3. ნათია

    :O ვაიმე, ჩემი თავი წარმოვიდგინე შენს ადგილზე, შოკში ვარ… ერთხელ კი ვლაპარაკობდით მე და ჩემი მეგობრები რა მოხდებოდა თუ ჯარიმის ქვითარს არ გადავიხდიდით, კიდევ კარგი ბანკში გადავიხადე მაშინ მეორე დღესვე და არა აპარატით…

    Reply
  4. kevana

    დედაჩემს ვკითხე და კიო, რახანია აპარატი საკომისიოს აჭრისო, პატარა ასოებით წერსო… დედაჩემსაც მოუვიდა ეგრე წყლის გადასახადზე თურმე და მხოლოდ ახლა მითხრა:/

    მარაზმია:/

    უნდა ეჩხუბო!

    Reply
  5. kevana

    არა, ისე რა ოხრები არიან.. ამ 4 თვის მანძილზე სად იყვნენ? რატო არ გითხრეს რომ იცი რა ჯარიმის გადახდა დაგაკლდაო? ელოდებოდნენ სანამ კარგა გემრიელი თანხა არდაგროვდა?

    ცუდები:/

    Reply
  6. Pingback: უკაცრავად, თქვენ გელით ჯარიმა « anna's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s