სოციალური მედიის დღე

სოციალური მედიის დღე საქართველოში პირველად შარშან აღინიშნა, მთაწმინდის პარკში. ღია და საინფორმაციო “ივენთი” იყო. წელს მისი აღნიშვნა რამდენიმე ბლოგერთან ერთად საქართველოს ბანკმა ითავა. რატომღაც პატარ-პატარა პრობლემები ისევ გაჩნდა. ძალიან ბევრს ვერ გაეგო რატომ იყო დახურული ივენთი და რატომ არ შეიძლებოდა ნებისმიერი მსურველისთვის დასწრება. წელს, გამოვიდა ისე, რომ ბოგმა “თავის პონტში” აღნიშნა 50-მდე ბლოგერთან ერთად. კომენტარებში სალომემ სწორად აღნიშნა: “ნეტა ახალი წლის აღნიშვნა რომ მოუნდეს საქართველოს ბანკს რამდენიმე ბლოგერთან ერთად რას იზამს ეს ხალხიო”. ხო და ამ დღის აღნიშვნა შეეძლო ყველას ისე როგორც გაუხარდებოდა.

დაახლოებით 18-საათისთვის რედისონთან შევიკრიბეთ და ავტობუსით ლისისკენ გავუყევით. სხვათაშორის გუშინ აღმოვაჩინე, რომ ლისზე არასდროს არ ვარ ნამყოფი. საგრძნობლად იგრძნობოდა ტემპერატურის ცვლილება. გრილოდა, შეიძლება ითქვას ციოდა კიდეც. ქარი იყო, ტბაზე ტალღები ჩნდებოდა, შორიდან ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩანდა. იქ პატარა ფანჩატურის სტილი ნაგებობა დაგვხვდა.

lisi lounge

lisi lounge

შევიკიბეთ, მაისურები დაგვირიგეს, რომელთან დაკავშირებითაც ისევ ისმოდა წუწუნი, იმის შესახებ რომ ზომებს არ ითვალისწინებენ და ბევრ გოგოს კაბად გამოადგებოდა. ვივახშმეთ, დავლიეთ, მოვშინაურდით და პირველი თამაშიც დაიწყო.

ყველაზე პატარა ზომა (M) მაისური

ყველაზე პატარა ზომა (M) მაისური

ალბათ უკვე ყველამ შეამჩნიეთ საქართველოს ბანკის ახალი თამაში “ჯეირანი”. წყვილებად დავიყავით და ვეჯიბრებოდით ერთმანეთს 3-მდე. გაამრჯვებულები კიდევ ეჯიბრებოდნენ და ასე სანამ უკანასკნელი წყვილი არ დარჩა, თიკო და ქილიფა.

ჯე-ი-რა-ნი

ჯე-ი-რა-ნი

და პრიზი აიპოდი შეხვდაა…. ქილიფას!!!

გამარჯვებული

გამარჯვებული

პირველი თამაშის შემდეგ იყო ცეკვა, გართობა, დალევა, გარეთ გაგრილება და მერე ისევ ცეკვა და გართობა. თუმცა ცეკვით ყველა თავს არ იწუხებდა. რატომღაც 10მდე ადამიანი ვიყავით და ვცეკვავდით დაუღალავად. შემდეგი თამაშიც ცეკვას ეხებოდა და პრიზი ისევ აიპოდი იყო. მუსიკა რომ ჩაირთვებოდა უნდა გვეცეკვა, როცა გამოირთვებოდა უნდა გავშეშებულიყავით და არ უნდა გავნძრეულიყავით. ამ თამაშში გაიმარჯვა დევიმ, რომელსაც გაამრჯვების შემდეგ “სცენა” დაეთმო და ვალდებული შეიქმნა მარტოს ეცეკვა.

გაშეშებულები

გაშეშებულები

დაახლოებით 12-სკენ დავიშალეთ. ბოლო გაჩერება რედისონი იყო. საიდანაც დაიწყო ისევ იქ დამთავრდა.

პ.ს ყოველი მსგავსი ივენთის შემდეგ ნათქვამი ფრაზა: “ვისაც დალევა არ შეუძლია ნუ სვამს!!!” “ვინც დალევის მერე ჭედავს ნუ სვამს!!!”

პ.პ.ს წინა სმდ-სთან შედარებით ეს უკანასკნელი გაცილებით სჯობდა.

 

და ბოლოს მათთვის ვინც ბოლომდე გაძლო პატარა სუვენირები.

5 thoughts on “სოციალური მედიის დღე

  1. ბას

    ძაან გეი პოზაში ვარ გაშეშებული :დ ლოლ :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მეორე ხელში შამპანიურის ჭიქა გინდა და❤ შენ სულ სტრან პოზებში შესდებოდი და ეს გეი პოზა გაგიკვირდეს :დ

      Reply
  2. ირმისა

    პ.ს ყოველი მსგავსი ივენთის შემდეგ ნათქვამი ფრაზა: “ვისაც დალევა არ შეუძლია ნუ სვამს!!!” “ვინც დალევის მერე ჭედავს ნუ სვამს!!!” +1

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s