ბერა და ჰიპ–ჰოპ ვალსი

ყოველთის მაღიზიანებდნენ “ვარსკვლავები” რომლებსაც ნ–რაოდენობით ფანები ჰყავდათ, რომლებიც ყველგან იყვნენ სადაც საჭირო არ იყო. ხალხის აღიარებული არაფერი მომწონდა და მომწონს, მათ შორის არც წიგნები. მითუმეტეს არ მიყვარს “ვარსკვლავი” რომელიც მხოლოდ იმიტომ არის ცნობილი რომ “ასეთი მამის შვილია”.

ბერა

ბერა

ფეისბუქზე ცოცხალი თავით არ ვალაიქებდი ბერას გვერდს, არც მის სიმღერებს ვუსმენდი და ფანებსაც აგდებულად ვუყურებდი. პარასკევს, 1 ივლისს კინოთეატრ რუსთაველში მისი ახალი კლიპის “hip-hop ვალსის” პრემიერა გაიმართა. მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა მაინც დავთანხმდი მოსაწვევს და მარტივად რომ ვთქვათ შანსი არ გავუშვი ხელიდან. პრემიერამდე ხალხი ფოიეში უცდიდა ბერას მოსვლას და მათი შეთვალიერების შედეგად დავასკვენი რომ დიახ, დოდკა იქ ყველაზე დიდი იყო.

გამარჯვებული ნახატი

გამარჯვებული ნახატი

როგორც იქნა შევიკრიბეთ დარბაზში და “ბლოგერის სტატუსის” შედეგად პირველ, საპატიო, VIP რიგშიც მოვხვდით. როგორც ვიცი ბერას პირველი შეხვედრა იყო ფანებთან. ძალიან ნერვიულობდა, თუმცა უშუალო და კონტაქტური იყო, თავისუფალიც და აქტიურიც. ამავე პრემიერაზე დაჯილდოვდა კონკურსის “შენსავით ლამაზი სიმღერა დავხატე” გამარჯვებული. ჩატარდა მინი კონკურსიც და გამარჯვებულს ბერას სტუდიის დათვალეირებას დაჰპირდნენ. კონკურსის პირობების თანახმად იქ დამსწრე ფანებს ბერას რომელიმე სიმღერა უნდა ემღერათ ყველაზე კარგად. ბერაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ერთი შეხედვით გულუბრყვილო, კარგი და მონდებული ბიჭია. იმედია მომავალშიც არ აუვარდება თავში და ისეთივე უშუალო დარჩება ფანებთან როგორც კლიპის პრემიერაზე იყო.

სიმღერის ტექსტი საკმაოდ ამბიციური იყო და სიმართლე რომ ვთქვა გამიკვირდა კიდეც, რატომღაც არ ველოდი. ფრაზები ტექსტიდან: ” არავინ მჭირდება ასეთი მამის შვილს”, “ნამდვილი ბოზი მირჩევნია ყალბ ქალიშვილს”, “ამერიკის დროზე ვარ, დაგღლი დილის ეექვსამდე”, “ამ საღამოს გაჰყვები ბიგ ბოსს სახლში” და ა.შ. თუმცა საბოლოო ჯამში კლიპი ძალიან მომეწონა და მთელი ორიოდე საათის განმავლობაში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ აუცილებლად უნდა მომესმინა სხვა სიმღერებიც, მაგრამ დიდად ვერ აღვფრთოვანდი. ალბათ ისევ hip-hop ვალსის გავლენის ქვეშ ვიყავი. როგორც ვიცი კლიპი დაახლოებით 2 თვეში გაეშვება და ყველას ექნება საშუალება იხილოს.

ეს კი ბონუსად

ბერა დოდი და მე კლიპის პრემიერის შემდეგ

ბერა დოდი და მე კლიპის პრემიერის შემდეგ

17 thoughts on “ბერა და ჰიპ–ჰოპ ვალსი

  1. lasha

    აუ რა ბერა გაიზ :დ მეტი საქმე არ გაქვთ ყველანი ამაზე რომ წერთ ? :დ

    Reply
  2. SophoGrapher

    დოდი მართლა მაგარი ტიპია🙂 რამდენჯერაც ვუყურებ იმ მომენტს, როცა ეგ კივის, სიცილით ვკვდები :))))))

    ბერაზე რა უნდა ვთქვა, ძალიან თბილი და საყვარელია. მის სიმღერებზე ისეთივე დამოკიდებული გავხდი, როგორც მწეველი სიგარეტზე :))))

    Reply
  3. NinucaElectro

    ო მაი გააააად! :დ მარაზმ..! არა ბერას რას ვერჩი, ეს ხალხი ვერააა კარგად. :დ

    Reply
  4. NinucaElectro

    ხოო, მეც თინეიჯერი ვარ, მერე რა. :დ

    Reply
  5. ninnaka

    არ მომწონს ამ ბიჭის შემოქმედება, თუმცა ერთი რამ ფაქტია, საკმაოდ ხარისხიან პროდუქტს გვაწვდის, ავიღოთ თუნდაც ვიდეორგოლები, აქედან გამომდინარე ჩემი აზრით სწორედ ამ ხარისხის გავლენაა თინეიჯერებზე, ხარისხის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ-ჯერობით მაინც ძალიან გვაკლია.

    Reply
  6. anka

    ნამდვილი მირჩევნია ყალბ ქალიშვილსო და არა ნამდვილი ბოზი… :)))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      საბოლოო კლიპში რომელიც გამოვიდა ბევრი რამაა შეცვლილი :დ მე პრემიერაზე რასაც ვუყურე იქიდან ვიცი :დ

      Reply
      1. mari

        ვაფშე რას ერჩითთთ ბერასს?? მშვენივრად რეპავვსს:) ხანდახანნნნნნნნ:) ძველებში ყველაზე მაგარი ჰიპ-ჰოპ ვალსია<3 მაგარიი საყვარელიი ადამიანია live-შიცცცცცცცცცცცც!!!!!!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s