Daily Archives: July 5, 2011

Google + ტუტორიალი

ბოლო რამდენიმე დღეა ჩემი ფეისბუქ wall-ის კომენტარების 80% google+ ეხება. გუგლ+ გუგლის ახალი სოციალური ქსელია, რომელიც სატესტოდ არის გაშვებული და მიუხედავად დაუხვეწებლობისა ხალხის მოწონება დაიმსახურა. ამ დროისათის გუგლ+ ფეისბუქისგან განსხვავებით გააჩნია ჰენგაუთი (hangout) რაც ვიდეო კონფერენციას გულისხმობს იმასთან ვისთანაც გინდა და იმდენთან რამდენთანაც გინდა. ვიდეო კონფერენციასთან ერთად შეგიძია “ეჩატაო” ხალხს და + თვალი არ მოსწყვიტო შენს “მოსაუბრებს”. გუგლ+ გაწევრიანება შეუძლიათ მხოლოდ იმათ, ვისაც გააჩნიათ ჯიმეილი (gmail). სხვა მხრივ თითქმის ჰგავს ფეისბუქს: გააჩნია პოსტების, ლინკების, სურათების, ვიდეოების დაშეარების ფუქნცია, ლაიქების ნაცვლად +1–ები, ჩატი, გულის დაწერაც კი შეუძლია ოღონდ წითლად, ნოტიფიკაციების და მეგობრების ჯგუფებად დალაგება (ყვეასთვის, სასურველი circles-სთვის და მხოლოდ სასურველი ადამიანებისთის). ჯერჯერობით არ არის და იმედი მაქვს არც იქგენა “გრუპები” და ფან ფეიჯები.

google+ის "ვოლი"

google+ის "ვოლი"

როგორ დავიმატოთ მეგობრები? პირველ რიგში როგორც ზემოთ აღვნიშნე თქვენს მეგობარს უნდა ჰქონდეს gmail, სხვაგვარად შეუძლებელია მისი გუგლ+ ზე მოხვედრა. როცა დარწმუნდებით რომ თქვენი მეგობარი სარგებლობს ჯიმეილით, გუგლ+ის ვოლზე, მარჯვენა ზედა კუთხეში დაინახავთ წარწერას In your circles, მაგის ქვემოთ ლურჯად View and edit, დააკლიკებთ და შემდეგ ადვილად გაერკვევით. თუ მაინც ვერ გაერკვევიეთ მაშინ: უნდა დააჭიროთ add a new person, ჩაწეროთ მეილი, შემდეგ სახელი, მიუთითოთ circle ანუ ჯგუფი სადაც გინდათ იყოს თქვენი მეგობარი და ბოლოს save.

how to add people in our circles

how to add people in our circles

რა არის cicles? ფაქტიურად ეს იგიევა რაც ფეისბუქ ფრენდ ჯგუფი. დარეგისტრების დროს თავად დაგახვედრებთ რამდენიმე “ჯგუფს”. თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ წაშალოთ, დაამატოთ ახალი, გადააკეთოთ, მოათავსოთ ხალხი და ა.შ. რისთის არის საჭირო? შეგიძლიათ ჩატში იყოთ “ონლაინ” მხოლოდ სასურველი წრისთვის, იჰენგაუთოთ მხოლოდ სასურვე წრესთან. გუგლ+ არასოდეს ანახებს თქვენს მეგობრებს თუ რომელ “წრეშია” განთავსებული.

ჩემი circles

ჩემი circles

but never told which circle

but never told which circle

რა არის hangout? ჰენგაუთი არის სკაიპის ერთ–ერთი ფუნქცია, ვიდეო კონფერენცია იმასთან ვისთანაც გინდა და იმათთან რამდენთანაც გინდა. როგორ უნდა დავაინსტალიროთ? home page–ზე შევდივართ welcome-ში და მანდ არის hangaout, დავაკლიკებთ start hang out და ჰოუმ ფეიჯზე გამოჩნდება მწვანედ start hang out, შევალთ და დანარჩენი ადვილად მისახვედრია. თავად შეგიძლიათ აირჩიოთ ჰენგაუთი იყოს მხოლოდ voice or video, ან ორივე ერთად. ჰენგაუთის დროს შესაძლებელია ჩატი იმათთან ვისთანაც ჰენგაუთობთ.

how to hang out?

how to hang out?

notification_ები მოვა მარჯვენა ზედა კუთხეში თქვენი სახელის და გვარის გასწვრივ. ნოტიფიკაციაზე პასუხი შესაძლებელია იქვე.

ნოტიფიკციები

ნოტიფიკციები

პ.ს თუ კი თქვენ თქვენს მეგობარს გაუგზავნეთ მოწვევა და ჯერ კიდევ არ მისვლია მეილზე, მაშინ ურჩიეთ თქვენს მეგობარს შევიდეს http://plus.google.com/-ზე და იქიდან დარეგისტრირდეს, დარეგისტრირების საშუალება მიეცემა მხოლოდ მას შემდეგ რაც დაუდასტურებს რომ invite გაგზავნილი აქვს.