პეპელა სახელად – კამპა

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს ბლოგერების კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.      

    ყოველთვის მჯეროდა რომ ადამიანებს შეუძლიათ ცხოველებთან  საუბარი. მაგრამ  არასდროს არავინ  არ დამიჯერა და უფრო მეტიც დამცინეს კიდეც. როდესაც 14 წლის ვიყავი საბოლოოდ დამარწმუნეს რომ ეს ყოვლად შეუძლებელი იყო. მშობლები არ მყავდა ამიტომ ბებიასთან გავიზარდე. ბებიას ძალიან ვუყვარდი მაგრამ ყოველთვის მაკლდა სითბო. არასდროს მყოლია ადამიანები რომლებიც გამიგებდნენ და მანუგეშებდნენ როდესაც ცუდად ვიქნებოდი. ჩემი არავის არასდროს არ ესმოდა რადგან ყოველთვის განსხვავებულად მთვლიდნენ. ამიტომ ჩემი საყვარელი საქმიანობა ოცნება იყო. ხშირად ვიჯექი ბუნებაში ვფიქრობდი და ყველაფერს ვაკვირდებოდი.                  

        ერთხელაც ვიჯექი ჩემთვის ბაღში და ვფიქრობდი. ამ დროს ჩემს წინ ერთი ჭრელი და ლამაზი პეპელა ყვავილზე დასკუპდა. მე შევათვალიერე პეპელა და ფიქრი განვაგრძე. ამ დროს უცნაური ხმა მომესმა:                      

   -გამარჯობა მე კამპა მქვია                                                                                                  

   მე გარშემო მიმოვიხედე და რომ ვერავინ დავინახე პეპელას დავაკვირდი. განცვიფრებისგან ხმა ჩამივარდა რადგან ეს რეალობისგან დიდად განსხვავდებოდა.                                                                                                        

  – ხო რა იყო, რატომ მიყურებ ასე?                                                                                      

    -პეპლები ხომ არ ლაპარაკობენ?                                                                                            

 -როგორ არა? ყველა პეპელა ლაპარაკობს უბრალოდ ადამიანებს არ ესმით მათი.    

  -მაშინ მე რატომ მესმის?                                                                                                          

  – შენ განსაკუთრებული ხარ. შენ გჯერა რომ ეს შეიძლება რეალობა იყოს, სხვებს კი არ სწამთ რომ შეიძლება პეპელა ლაპარაკობდეს. მთავარია გჯეროდეს.                                                                                                                                      

    -გასაგებია, მე სოფი მქვია                                                                                                        

 -მე კამპა.                                                                                                                                            

  -ხო ვიცი, კამპა შენ სად ცხოვრობ?                                                                                        

-აქედან მოშორებით დავიბადე. ჯერ კიდევ მატლი ვიყავი დედა რომ გარდამეცვალა. საწყალი, ახლაც კი მახსოვს მისი სილამაზე😦 შემეძლო მატლი ვყოფილიყავი სულ და დიდხანს მეცოცხლა მაგრამ მე ცაში ფრენა გადავწყვიტე. უკვე მესამე დღეა რაც პეპელა ვარ, ფაქტობრივად დავბერდი.                                                                                                                                          

 -დიდხანს სიცოცხლე არ გერჩივნა? პეპლად რატომ იქეცი?                            

    -სიცოცხლე კი კარგი არის, მაგრამ ასე რომ არ მექნა ვერასოდეს მივხვდებოდი რას ნიშნავს როდესაც ბედნიერი ხარ, როდესაც თავისუფალი ხარ და იმას აკეთებ რასაც გინდა, შეგიძლია იფრინო ცაში და დატკბე ამ სილამაზით.      

 -მე რატომ არ ვარ თავისუფალი? მე რატომ არ შემიძლია კამპა ცაში ფრენა?    

 -სოფი, დამიახსოვრე რომ   ადამიანები ვერასოდეს ვერ შეძლებენ ამ სამყაროში ფრენას რადგან ცოდვით სავსენი არიან. მაგრამ დამიჯერე ოდესმე შენც განთავისუფლდები ყველაფრისგან და შეგეძლება იფრინო იმდენი რამდენიც გინდა.  

– არ მატყუებ?                                                                                                                              

   -პეპლები არ იტყუებიან.                                                                                                            

 -კამპა ხომ იქნები ჩემი მეგობარი?                                                                                    

   -რა თქმა უნდა.                                                                                                                              

   -ახლა უნდა წავიდე და ვისადილო, აქ დამელოდე არსად წახვიდე კარგი?

-კარგი არსად წავალ, მე სულ შენთან ვიქნები და არასდროს არ მიგატოვებ.                                                                                                                     როდესაც ვისადილე და ბაღში დავბრუნდი საშინელი სურათი დამხვდა. ჩემი მეგობარი კამპა უგონოდ ეგდო ყვავილზე და როგორც ჩანდა სიცოცხლე დაესრულებინა. მე ბევრი ვიტირე და ვიდარდე, არც ისე ადვილი იყო ერთადერთი მეგობრის დაკარგვა. მიწა ამოვთხარე და ისეთი საფლავი გავუკეთე კამპას როგორიც მას შეეფერებოდა. მთელი ბავშვობა ვთვლიდი რომ კამპამ დანაპირები არ შემისრულა და დამტოვა. არ ყოფილა სულ ჩემთან და მიმატოვა. მაგრამ ახლა ვგრძნობ რომ კამპა მთელი ეს წლები ჩემში იყო. არსად წასულა და არც დავუტოვებივარ. ის ახლაც ჩემშია და ელოდება როდის გადავიქცევი უბრალო მატლი მშვენიერ პეპელად. როდის შევძლებ დავივიწყო ყველაფერი და გავნთავისუფლდე.  და მაშინ უკვე მეც შემეძლება კამპას მსგავსად დაუსრულებლად ცაში ფრენა…           

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს ბლოგერების კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.

                                             

4 thoughts on “პეპელა სახელად – კამპა

    1. სიყვარულოვნა

      დავაედითე ^^ ეს პოსტი გესთ პოსტია + საკონკურსი და ავტორი მონაწილეობს და არა მე ^^ მისი ბლოგი პირობბს ვერ აკმაყოფილებდა და ჩემი “ვათხოვე” :დ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s